https://sputnik-georgia.com/20220101/ianvari-zodiaqos-nisnebistvis-astroprognozi-263325373.html
როგორი იქნება იანვარი ზოდიაქოს ნიშნებისთვის – ასტროპროგნოზი
როგორი იქნება იანვარი ზოდიაქოს ნიშნებისთვის – ასტროპროგნოზი
Sputnik საქართველო
რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებს 2022 წლის პირველ თვეში, რომელმაც მთელ 12 თვეს უნდა მისცეს სტიმული.
2022-01-01T18:30+0400
2022-01-01T18:30+0400
2022-01-01T18:30+0400
ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23025/50/230255084_0:122:1300:853_1920x0_80_0_0_dbf8c210d7145a287ead03188271e55e.jpg
იანვარი მაქსიმალურად მტკიცე მოქმედებების თვეa, ადგილი არ უნდა ჰქონდეს არანაირ შიშსა და მერყეობას. საჭიროა სწრაფვა ოცნებისკენ, მიზნების მიღწევისკენ, როგორი ამბიციურიც არ უნდა იყოს ისინი.ვერძი: იანვარი ის დროა, როცა შესაძლებლობა გექნებათ, გაიგოთ თქვენი კარმული ამოცანები, ადგილი ამ სამყაროში, გააცნობიეროთ მიზნები ცხოვრებაში. ეს წელი უზარმაზარი მოტივაციით შეიძლება დაიწყოს. მიხვდებით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თქვენი ამოცანები. ვერძი – ცეცხლოვანი, მამაცი, ამბიციური, ენერგიული და ავტორიტარი – ზოგადი დახასიათება>>ამ ეტპაზე ასტროლოგები საყვარელი საქმის კეთებას გირჩევენ. იანვრის ვარსკვლავები დაგეხმარებიან, რომ ცუდი პერიოდი დაძლიოთ სასიყვარულო და ფინანსურ სფეროებში.კურო: პრობლემური პერიოდი, შესაძლოა, 26 იანვარს დაგიდგეთ, მაგრამ თვის ბოლოც პროდუქტიული და იღბლიანი იქნება თქვენთვის. კურო – მგზნებარე, პრაქტიკული, სტაბილური – ზოგადი დახასიათება>>ფინანსური სირთულეები 14 იანვრიდან არის მოსალოდნელი, მაგრამ რეტროგრადული მერკური ძლიერად არ მოქმედებს თქვენს ენერგეტიკაზე, ამიტომ უსიამოვნებებს ადვილად გაუმკლავდებით. ასტროლოგები გირჩევენ, დაეხმაროთ ახლობელ ადამიანებს. უარი არ უთხრათ თხოვნაზე.ტყუპი: თქვენთვის რეტროგრადული მერკური საკმაოდ საშიში იქნება. 14 იანვრიდან შეიძლება მეხსიერებასთან, მოტივაციასთან და ფინანსურ იღბლიანობასთან დაკავშირებული პრობლემები გაგიჩნდეთ. სჯობს არ გარიკოთ ფულთან მიმართებით. საქმიან სფეროში რეკომენდებულია სიტყვიდან საქმეზე გადასვლა. ტყუპი – ინტელექტუალი, ორბუნებოვანი, ცვალებადი, გამჭრიახი – ზოგადი დახასიათება>>ფუჭი სიტყვები და დაპირებები კოლეგებისა და ხელმძღვანელობის მხრიდან პატივისცემას დაგაკარგვინებთ. უნდა ისწავლოთ საკუთარი ენერგიის მართვა. ეს რჩევა განსაკუთრებით აქტუალურია იანვრის პირველ ნახევარში, როდესაც მოზღვავებული ძალა გექნებათ.კირჩხიბი: იანვარში კარგი „შეჯანჯღარება“ გელოდებათ, რომელიც დიდ სარგებლობას მოგიტანთ. მოვლენები შეიძლება სწრაფად განვითარდეს, გარშემომყოფების ქცევა კი არაპროგნოზირებადი იყოს. ხშირად მოგიწევთ გუმანით მოქმედება. კირჩხიბი: იდუმალი, ემოციური, რთული – ზოგადი დახასიათება>>რთული სათქმელია, როგორი თვე იქნება თქვენთვის იანვარი, რადგან ღამის მანათობელი საკმაოდ არასტაბილურია. თუმცა ერთი რამ ცნობილია: რაც უფრო მალე გათავისუფლდებით უსარგებლო ნივთებისგან, ურთიერთობებისა და ემოციებისგან, მით უკეთესი. ეს თვე თქვენი „განწმენდის“ დრო იქნება.ლომი: გართულდება თვითრეალიზების პროცესი. მოგიწევთ მეტი დროის დათმობა მოტივაციის ძებნისთვის. ასტროლოგები გირჩევენ, გახსოვდეთ, რომ იანვარში ქმედების ძალა უკუქმედების ძალის ტოლია. ლომი - კაშკაშა, ამბიციური, ძალაუფლებისმოყვარე, ძლიერი - ზოგადი დახასიათება>>თუ ვინმეზე ზეწოლას მოინდომებთ, შესაძლოა, თავად აღმოჩნდეთ გარედან მძლავრი ზეწოლის ქვეშ. მნიშვნელოვანია, რომ იანვარი მშვიდად და ზომიერად „გადააგოროთ“. მეტი დრო დაუთმეთ სახლის საქმეებს, დაისვენეთ.ქალწული: ბედნიერების ძებნაში „დაიკარგებით“. ვარსკვლავები გიბიძგებენ, რომ ეძებოთ პასუხები ეგზისტენციურ კითხვებზე ბედის, ცხოვრების, სიყვარულის, მიზნების შესახებ. ცხვირი არ უნდა ჩამოუშვათ და არავისთან დაუშვათ კონფლიქტი. ახლა პირველ ადგილზე ემოციური ჯანმრთელობაა. ქალწული: ანალიტიკოსი, ორგანიზებული, მოწესრიგებული - ზოგადი დახასიათება>>თვის მეორე ნახევარში პრობლემური მერკურის გამო შესაძლებელია ფინანსური სირთულეები. მეორე მხრივ, 18 იანვრიდან თქვენს ცხოვრებაში ბევრი სასიამოვნო შემთხვევითობაა მოსალოდნელი.სასწორი: იანვრის მეორე ნახევრიდან მოახერხებთ პრობლემური წარსულის დავიწყებას და აზრების ვექტორს ოპტიმისტურ კალაპოტში მიმართავთ. მანამდე კი მოგონებების გავლენა ძალზე მძლავრი იქნება. ცუდი ფიქრები უარყოფითად იმოქმედებს თქვენს თავდაჯერებულობაზე. სამუშაოზე შესაძლებელია არაკეთილმოსურნეების გამოჩენა. სასწორი: საზრიანი, მშვიდი, წინდახედული - ზოგადი დახასიათება>>ექსპერტები თქვენი თვალის ფერის სამოსის ტარებას გირჩევენ. ეს განამტკიცებს თქვენს ბიოველს და მომხიბვლელობას შეგმატებთ. ბევრი თქვენგანი თავის სიყვარულს იპოვის.მორიელი: იანვარში ბედნიერების მოპოვებას შეძლებთ, თუნდაც ამას რაღაც დრო დასჭირდეს. სიყვარულსა და სამუშაოზე შედეგების მიღწევა პირველივე მცდელობაზე ნაკლებად სავარაუდოა. ამას მხოლოდ ყველაზე იღბლიანი მორიელები შეძლებენ. მორიელი – ტემპერამენტიანი, ქარიზმატული, ვნებიანი, ეჭვიანი – ზოგადი დახასიათება>>ვისაც საკუთარ თავში ეჭვი ეპარება, სჯობს, ახლობელ ადამიანებს მიმართოს დახმარებისთვის. ასევე კარგი იქნება, თუ თავადაც შესთავაზებთ მათ მხარდაჭერას, რათა ენერგიების თანაბარი გაცვლა მოხდეს.მშვილდოსანი: იანვარში თქვენთვის ზოგიერთ მნიშვნელოვან საიდუმლოს აეხდება ფარდა. მფარველი პლანეტები მომავალზე კითხვებს გასცემენ პასუხს. ასტროლოგები გირჩევენ, მოუსმინოთ ახლობლების რჩევებს. ეს თვე კარგი დროა ცოდნის მისაღებად, ცხოვრებისეული კურსის შესაცვლელად. მშვილდოსანი: კომუნიკაბელური, თავისუფლების მოყვარული, გულღია - ზოგადი დახასიათება>>იანვრის დასაწყისში შესაძლებელია პრობლემები, ამიტომ სჯობს, ჯერ ეს „ქარიშხალი“ გადაიტანოთ, რომელიც დაახლოებით 10 დღე გაგრძელდება, შემდეგ კი იმოქმედეთ.თხის რქა: ბედნიერება და იღბალი თქვენ გევრდითაა. მთლიანობაში იანვარი სასიამოვნო სიახლეების, დიდი სასიყვარულო და საქმიანი გამარჯვებების თვე იქნება. ასტროლოგები გირჩევენ, ხშირად და მეტად მიაქციოთ ყურადღება წვრილმანებს, დეტალებს. თხის რქა - მკაცრი, თავშეკავებული, რაციონალური, გულმოდგინე - ზოგადი დახასიათება>>მნიშვნელოვანი იქნება ენერგიის მიმართვა იმ კალაპოტში, რომელსაც ინტუიცია გიკარნახებთ. შეძლებთ ახალი წლის წარმატებულად დაწყებას, თუ სწორ მიმართულებას აირჩევთ ცხოვრების ყველა სფეროში.მერწყული: თითოეულ ადამიანს თავისი ენერგეტიკული პოტენციალი აქვს. ეს პოტენციალი არსებითად უნდა გაიზარდოს ამ თვეში. დიდი ალბათობით ვარსკვლავებისგან მაქსიმალურ მოტივაციას მიიღებთ. შეგიძლიათ ეძებოთ ახალი გატაცებები, შემოსავლის წყარო, სიყვარული. მერწყული – რთული, ორიგინალური, თავისუფლებისმოყვარე – ზოგადი დახასიათება>>თვის ბოლოს, შესაძლოა, განმარტოების სურვილი გაგიჩნდეთ. ეს ნორმალური რეაქცია იქნება, თუ თვის მზარდ დინამიკას გავითვალისწინებთ. არაა გამორიცხული, რომ თვის ბოლოს რამე მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას მიაგნოთ.თევზები: რეტროგრადული მერკურის გამო ენერგია შეიძლება დაკარგოთ. იანვრის მეორე ნახევარში ეს პლანეტა დაამუხრუჭებს თქვენს განვითარებას, გააუარესებს მეხსიერებას, ყურადღებიანობას, შეამცირებს პროდუქტიულობას. თევზები: წინააღმდეგობებით სავსე, მეოცნებე, მგრძნობიარე – ზოგადი დახასიათება>>მიუხედავად ამისა, ეს თვე შეიძლება ახალ ცხოვრებაში გადასასვლელად ათვლის წერტილი გახდეს. ამისთვის უნდა შეიცვალოთ გარემო და ახალი მიზნები უნდა დაისახოთ. მნიშვნელოვანია, მიაქციოთ ყურადღება იმას, რაც ირგვლივ ხდება. იანვარში მნიშვნელოვანია თითოეული სიტყვა თუ ემოცია.
https://sputnik-georgia.com/20211215/2022-wlis-astrologiuri-prognozi-zodiaqos-nisnebistvis-262876492.html
https://sputnik-georgia.com/20211108/2022-sasiyvarulo-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-261875622.html
https://sputnik-georgia.com/20211227/qva-tilisma-zodiaqos-nisnebistvis-2022-wels-263181324.html
https://sputnik-georgia.com/20211123/2022--vefxvis-weli-armosavluri-kalendrit-262302195.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23025/50/230255084_0:0:1300:975_1920x0_80_0_0_19478c44b611df8abb1f336d0cb7c51f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ზოდიაქო ასტროპროგნოზი ასტროლოგია იანვარი
ზოდიაქო ასტროპროგნოზი ასტროლოგია იანვარი
როგორი იქნება იანვარი ზოდიაქოს ნიშნებისთვის – ასტროპროგნოზი
იანვარი მნიშვნელოვანი თვეა, რადგან ის მისცემს ბიძგს მთელ 2022 წელს. გაეცანით ასტროლოგების რჩევებს, თუ როგორ უნდა გავხადოთ ეს პერიოდი გამარჯვებისა და ბედნიერების თვედ.
იანვარი მაქსიმალურად მტკიცე მოქმედებების თვეa, ადგილი არ უნდა ჰქონდეს არანაირ შიშსა და მერყეობას. საჭიროა სწრაფვა ოცნებისკენ, მიზნების მიღწევისკენ, როგორი ამბიციურიც არ უნდა იყოს ისინი.
ვერძი: იანვარი ის დროა, როცა შესაძლებლობა გექნებათ, გაიგოთ თქვენი კარმული ამოცანები, ადგილი ამ სამყაროში, გააცნობიეროთ მიზნები ცხოვრებაში. ეს წელი უზარმაზარი მოტივაციით შეიძლება დაიწყოს. მიხვდებით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თქვენი ამოცანები.
ამ ეტპაზე ასტროლოგები საყვარელი საქმის კეთებას გირჩევენ. იანვრის ვარსკვლავები დაგეხმარებიან, რომ ცუდი პერიოდი დაძლიოთ სასიყვარულო და ფინანსურ სფეროებში.
კურო: პრობლემური პერიოდი, შესაძლოა, 26 იანვარს დაგიდგეთ, მაგრამ თვის ბოლოც პროდუქტიული და იღბლიანი იქნება თქვენთვის.
ფინანსური სირთულეები 14 იანვრიდან არის მოსალოდნელი, მაგრამ რეტროგრადული მერკური ძლიერად არ მოქმედებს თქვენს ენერგეტიკაზე, ამიტომ უსიამოვნებებს ადვილად გაუმკლავდებით. ასტროლოგები გირჩევენ, დაეხმაროთ ახლობელ ადამიანებს. უარი არ უთხრათ თხოვნაზე.
ტყუპი: თქვენთვის რეტროგრადული მერკური საკმაოდ საშიში იქნება. 14 იანვრიდან შეიძლება მეხსიერებასთან, მოტივაციასთან და ფინანსურ იღბლიანობასთან დაკავშირებული პრობლემები გაგიჩნდეთ. სჯობს არ გარიკოთ ფულთან მიმართებით. საქმიან სფეროში რეკომენდებულია სიტყვიდან საქმეზე გადასვლა.
ფუჭი სიტყვები და დაპირებები კოლეგებისა და ხელმძღვანელობის მხრიდან პატივისცემას დაგაკარგვინებთ. უნდა ისწავლოთ საკუთარი ენერგიის მართვა. ეს რჩევა განსაკუთრებით აქტუალურია იანვრის პირველ ნახევარში, როდესაც მოზღვავებული ძალა გექნებათ.
კირჩხიბი: იანვარში კარგი „შეჯანჯღარება“ გელოდებათ, რომელიც დიდ სარგებლობას მოგიტანთ. მოვლენები შეიძლება სწრაფად განვითარდეს, გარშემომყოფების ქცევა კი არაპროგნოზირებადი იყოს. ხშირად მოგიწევთ გუმანით მოქმედება.
რთული სათქმელია, როგორი თვე იქნება თქვენთვის იანვარი, რადგან ღამის მანათობელი საკმაოდ არასტაბილურია. თუმცა ერთი რამ ცნობილია: რაც უფრო მალე გათავისუფლდებით უსარგებლო ნივთებისგან, ურთიერთობებისა და ემოციებისგან, მით უკეთესი. ეს თვე თქვენი „განწმენდის“ დრო იქნება.
ლომი: გართულდება თვითრეალიზების პროცესი. მოგიწევთ მეტი დროის დათმობა მოტივაციის ძებნისთვის. ასტროლოგები გირჩევენ, გახსოვდეთ, რომ იანვარში ქმედების ძალა უკუქმედების ძალის ტოლია.
თუ ვინმეზე ზეწოლას მოინდომებთ, შესაძლოა, თავად აღმოჩნდეთ გარედან მძლავრი ზეწოლის ქვეშ. მნიშვნელოვანია, რომ იანვარი მშვიდად და ზომიერად „გადააგოროთ“. მეტი დრო დაუთმეთ სახლის საქმეებს, დაისვენეთ.
ქალწული: ბედნიერების ძებნაში „დაიკარგებით“. ვარსკვლავები გიბიძგებენ, რომ ეძებოთ პასუხები ეგზისტენციურ კითხვებზე ბედის, ცხოვრების, სიყვარულის, მიზნების შესახებ. ცხვირი არ უნდა ჩამოუშვათ და არავისთან დაუშვათ კონფლიქტი. ახლა პირველ ადგილზე ემოციური ჯანმრთელობაა.
თვის მეორე ნახევარში პრობლემური მერკურის გამო შესაძლებელია ფინანსური სირთულეები. მეორე მხრივ, 18 იანვრიდან თქვენს ცხოვრებაში ბევრი სასიამოვნო შემთხვევითობაა მოსალოდნელი.
სასწორი: იანვრის მეორე ნახევრიდან მოახერხებთ პრობლემური წარსულის დავიწყებას და აზრების ვექტორს ოპტიმისტურ კალაპოტში მიმართავთ. მანამდე კი მოგონებების გავლენა ძალზე მძლავრი იქნება. ცუდი ფიქრები უარყოფითად იმოქმედებს თქვენს თავდაჯერებულობაზე. სამუშაოზე შესაძლებელია არაკეთილმოსურნეების გამოჩენა.
ექსპერტები თქვენი თვალის ფერის სამოსის ტარებას გირჩევენ. ეს განამტკიცებს თქვენს ბიოველს და მომხიბვლელობას შეგმატებთ. ბევრი თქვენგანი თავის სიყვარულს იპოვის.
მორიელი: იანვარში ბედნიერების მოპოვებას შეძლებთ, თუნდაც ამას რაღაც დრო დასჭირდეს. სიყვარულსა და სამუშაოზე შედეგების მიღწევა პირველივე მცდელობაზე ნაკლებად სავარაუდოა. ამას მხოლოდ ყველაზე იღბლიანი მორიელები შეძლებენ.
ვისაც საკუთარ თავში ეჭვი ეპარება, სჯობს, ახლობელ ადამიანებს მიმართოს დახმარებისთვის. ასევე კარგი იქნება, თუ თავადაც შესთავაზებთ მათ მხარდაჭერას, რათა ენერგიების თანაბარი გაცვლა მოხდეს.
მშვილდოსანი: იანვარში თქვენთვის ზოგიერთ მნიშვნელოვან საიდუმლოს აეხდება ფარდა. მფარველი პლანეტები მომავალზე კითხვებს გასცემენ პასუხს. ასტროლოგები გირჩევენ, მოუსმინოთ ახლობლების რჩევებს. ეს თვე კარგი დროა ცოდნის მისაღებად, ცხოვრებისეული კურსის შესაცვლელად.
იანვრის დასაწყისში შესაძლებელია პრობლემები, ამიტომ სჯობს, ჯერ ეს „ქარიშხალი“ გადაიტანოთ, რომელიც დაახლოებით 10 დღე გაგრძელდება, შემდეგ კი იმოქმედეთ.
თხის რქა: ბედნიერება და იღბალი თქვენ გევრდითაა. მთლიანობაში იანვარი სასიამოვნო სიახლეების, დიდი სასიყვარულო და საქმიანი გამარჯვებების თვე იქნება. ასტროლოგები გირჩევენ, ხშირად და მეტად მიაქციოთ ყურადღება წვრილმანებს, დეტალებს.
მნიშვნელოვანი იქნება ენერგიის მიმართვა იმ კალაპოტში, რომელსაც ინტუიცია გიკარნახებთ. შეძლებთ ახალი წლის წარმატებულად დაწყებას, თუ სწორ მიმართულებას აირჩევთ ცხოვრების ყველა სფეროში.
მერწყული: თითოეულ ადამიანს თავისი ენერგეტიკული პოტენციალი აქვს. ეს პოტენციალი არსებითად უნდა გაიზარდოს ამ თვეში. დიდი ალბათობით ვარსკვლავებისგან მაქსიმალურ მოტივაციას მიიღებთ. შეგიძლიათ ეძებოთ ახალი გატაცებები, შემოსავლის წყარო, სიყვარული.
თვის ბოლოს, შესაძლოა, განმარტოების სურვილი გაგიჩნდეთ. ეს ნორმალური რეაქცია იქნება, თუ თვის მზარდ დინამიკას გავითვალისწინებთ. არაა გამორიცხული, რომ თვის ბოლოს რამე მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას მიაგნოთ.
თევზები: რეტროგრადული მერკურის გამო ენერგია შეიძლება დაკარგოთ. იანვრის მეორე ნახევარში ეს პლანეტა დაამუხრუჭებს თქვენს განვითარებას, გააუარესებს მეხსიერებას, ყურადღებიანობას, შეამცირებს პროდუქტიულობას.
მიუხედავად ამისა, ეს თვე შეიძლება ახალ ცხოვრებაში გადასასვლელად ათვლის წერტილი გახდეს. ამისთვის უნდა შეიცვალოთ გარემო და ახალი მიზნები უნდა დაისახოთ. მნიშვნელოვანია, მიაქციოთ ყურადღება იმას, რაც ირგვლივ ხდება. იანვარში მნიშვნელოვანია თითოეული სიტყვა თუ ემოცია.