დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 იანვარი

CC BY-SA 2.0 / Levan Gokadze / Kazbegiდარიალის ხეობა
დარიალის ხეობა - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 3 იანვარია, ორშაბათი. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. შეთანხმება შეუძლიათ სრულიად განსხვავებულ ადამიანებს. საღამოს მოახლოებასთან ერთად გართულდება სიმშვიდის შენარჩუნება, მაგრამ მღელვარების სერიოზული მიზეზები არ არის.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 იანვარი>>
ვერძი: შესანიშნავი იდეების და აღმოჩენების დღეა. ეს დრო მიესადაგება სწავლას, კვლევით მუშაობას, ფიქრს მნიშვნელოვან თემებზე, პასუხების ძებნას რთულ კითხვებზე. თქვენი მოულოდნელი და ზუსტი მსჯელობებით გააოცებთ გარშემომყოფებს. ადვილად ხვდებით, რა სურთ ახლობლებს და ცდილობთ მათ სიხარული მიანიჭოთ.
ცისარტყელის ფერები - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2022
როგორი იქნება იანვარი ზოდიაქოს ნიშნებისთვის – ასტროპროგნოზი
კურო: შესანიშნავად უმკლავდებით საქმეებს, რომლებიც სასარგებლოა თქვენთვისაც და ირგვლივ მყოფებისთვისაც. სწრაფად მიიღებთ საჭირო შედეგს. ჩვეული ამოცენბის გადაჭრისთვის მარტივ და ეფექტურ ხერხს პოულობთ. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, სიმშვიდეს ინარჩუნებთ. ეს გარშემომყოფებს ძალიან მოსწონთ.
ტყუპი: სასიხარულო დღეა. შეგიძლიათ რამე ახალს, საინტერესოსა და მნიშვნელოვანს შეეჭიდოთ. გრძნობთ, რომ პირველ წარმატებას მალე მიაღწევთ, და ასეც იქნება – ინტუიცია არ გღალატობთ. გიმართლებთ ყველაფერში, რაც ფულთანაა დაკავშირებული. პოზიტიური ტენდენციები ჭარბობს რომანტიკულ სფეროში ელოდეთ სასიკეთო ცვლილებებს.
კირჩხიბი: მოულოდნელი წარმატებების დღეა. შეიძლება ახდეს თქვენი დიდი ხნის სურვილები. ხელსაყრელად ეწყობა ნაცნობობა ადამიანებთან. მათტან ადვილად პოულობთ საერთო ენას. არაა გამორიცხული, რომ მეგობრული ან სასიყვარულო ურთიერთობები დაიწყოს. შესაძლებელია თანხის მიღება, რომლის დახარჯვას არ ჩქარობთ და ეს სწორიცაა.
ვეფხვები - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
2022 – ცვლილებების წელი: ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ლომი: შესაფერისი დღეა ნებისმიერი საქმიანობისთვის, რომელიც საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ ახალი ცოდნა, ისწავლოთ რამე სასარგებლო. ადვილად ერკვევით რთულ საკითხებში. გარშემომყოფები ხშირად მოგმართავენ რჩევისთვის. კარგი დროა სტუმრად წასვლის ან მათი მასპინძლობისთვის. გექნებათ შანსი, რომ დიდი ხნის ოცნება აისრულოთ.
ქალწული: განსაკუთრებულად კარგად პოულობთ საერთო ენას ადამიანებთან. შეგიძლიათ შეთანხმება იმ ადამიანებთანაც კი, რომლებისაც აქამდე საერთო არ გესმოდათ. სჯობს, დღესითვის რთული და დამღლელი საქმეები არ დაგეგმოთ. საჭიროა ძალების დაზოგვა. გადაღლის გამო ხშირად გაღიზიანებული ხართ. დაისვენეთ.
სასწორი: სასიამოვნო, საინტერესო მოვლენებით სავსე დღეა. ადვილად უმკლავდებით რთულ საქმეებს. შეგიძლიათ რჩევისთვის ძველ ნაცნობებს მიმართოთ. მოახერხებთ ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთებას როგორც თქვენთვის, ისე სხვებისთვის. ხანდახან სხვის საქმეში ჩარევა შეიძლება მოგიწოთ, მაგრამ ამას ძალზე დელიკატურად გააკეთებთ.
ზურმუხტი - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2021
რომელი ქვა იტვირთავს თილისმის ფუნქციას ზოდიაქოს ნიშნებისთვის 2022 წელს
მორიელი: სავარაუდოდ, ორომტრიალს თავს ვერ აარიდებთ. გარშემომყოფები თქვენს საქმეებში ერევიან და ეს ხშირად გაღიზიანებთ. მაგრამ ყველა ნეგატიური ემოცია გაქრება, თუ საინტერესო საქმეს იპოვით. იღბლიანი დღეა ფინანსების კუთხით. შესაძლებელია თანხის მიღება. ფულთან დაკავშირებულ საკითხებში ინტუიციას მოუსმინეთ.
მშვილდოსანი: მშფოთვარე, მაგრამ ძალიან საინტერესო დღეა. ცდილობთ, არც ერთი წუთი არ დაკარგოთ. გარშემომყოფებთან შესაძლოა, დაძაბული მომენტები შეიქმნას, რადგან ისინი თქვენს ტემპს ფეხს ვერ უწყობენ, მაგრამ სერუიოზული დაძაბულობა მოსალოდნელი არ არის. შეიძლება გაჩნდეს ახალი გატაცება. ადვილად აბამთ ნაცნობობას ადამიანებთან.
თხის რქა: ეს ის დღეა, როდესაც ადვილია, მიხვდეთ რაღაც მნიშვნელოვანს, ჩაწვდეთ იმას, რაც დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლო იყო. მოახერხებთ რთული მდგომარეობიდან გამოსასვლელი გზის პოვნას. კარგად ჩაივლის ნებისმიერი – საქმიანი, მეგობრული თუ რომანტიკული შეხვედრა. საღამოს სასიამოვნო სიახლეს გაიგებთ.
თავდაჯერებული ბავშვი - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
პატარა „ეშმაკუნები“ – ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მასწავლებლებს „სისხლს უშრობენ“
მერწყული: დღეს ნებისმიერი საქმე თქვენგან მეტ ყურადღებასა და დროს მოითხოვს. თუნდაც რომელიმე საქმეს უკვე მესადე აკეთებდეთ, დღეს მაინც ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ, რომ ის დაამთავროთ. დღის პირველი ნახევარი შედარებით მშვიდად ჩაივლის, მაგრამ მოგვიანებით სიურპრიზებია მოსალოდნელი. ეცადეთ, ემოციები გააკონტროლოთ.
თევზები: ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად. ხართ სერიოზული, ყურადღებიანი, მხედველობიდან არაფერი გეპარებათ. ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერს იოლად უმკლავდებით, მაგრამ სიმტკიცის წყალობით ყველაფერს გაართმევთ თავს. გარშემომყოფებთან ურთიერთობები ადვილი არ იქნება, მაგრამ არც სერიოზული პრობლემებია მოსალოდნელი.
ყველა ახალი ამბავი
0