https://sputnik-georgia.com/20211228/vnebatarelva-saxelmwifo-inspeqtoris-samsaxuris-irgvliv-263217991.html
ვნებათაღელვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ირგვლივ: რა ელოდება დამოუკიდებელ ინსტიტუტს?
ვნებათაღელვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ირგვლივ: რა ელოდება დამოუკიდებელ ინსტიტუტს?
Sputnik საქართველო
პარლამენტი დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმებას დაჩქარებული წესით აპირებს
2021-12-28T16:01+0400
2021-12-28T16:01+0400
2021-12-28T22:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/04/251073371_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_30dfb6855dacf4347d15b7889b989769.jpg
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა მთავარ თემად რჩება პოლიტიკურ წრეებში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.პარლამენტში მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ უქმდება, არამედ ხდება მისი რეფორმირება. მის ბაზაზე კი იქმნება ორი დამოუკიდებელი სტრუქტურა – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.თავის მხრივ, პრეზიდენტი, სახალხო დამცველი, ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატების ნაწილი, ისევე, როგორც თვითონ სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია, ხელისუფლებას პროცესის შეჩერებას და ინიციატივის უკან გაწვევას ურჩევენ.ინიციატივის მოწინააღმდეგეების განსაკუთრებულ გაკვირვებას ორი გარემოება იწვევს – ის, რომ დეკრეტულ შვებულებაში მყოფი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ამის შესახებ მასმედიის საშუალებით იგებს და 100-ზე მეტმა ადამიანმა ბოლო მომენტამდე არაფერი იცის სამსახურის დაშლისა და საკუთარი ბედის შესახებ.პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გარდაქმნა აუცილებელია მის გასაძლიერებლად.ღარიბაშვილმა დეტალებზე არ ისაუბრა, აღნიშნა, რომ „პარლამენტს თავისი გეგმა, გრაფიკი და დღის წესრიგი აქვს". მისი თქმით, აქ მთავარი კითხვაა – არის თუ არა კანონიერი ის, რასაც პარლამენტი აკეთებს.„მთავარი კითხვა მდგომარეობს შემდეგში – რაიმე უკანონოს აკეთებს ჩვენი პარლამენტი? პასუხი არის მარტივი – არა", – განაცხადა პრემიერმა.პრემიერმა სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას პროფესიული თვისებებიც შეაფასა.ღარიბაშვილის თქმით, ის ინფორმირებულია მისი მაღალი პროფესიონალიზმის თაობაზე და თუ თოლორაიას მომავალში აღარ მოუნდება მონაწილეობა მიიღოს კონკურსში სახელმწიფო იმსპექტორის სამსახურის გაყოფის შედეგად ჩამოყალიბებული ან ერთი ან მეორე სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე, „მას სახელმწიფო სტრუქტურებში ყველა კარი ღია აქვს".სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე საკუთარი აზრი გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც. ის მიუღებლად მიიჩნევს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის ინიცირებას და განხილვას. მისი განცხადებით, არ არსებობს ამ ცვლილების დაჩქარებული წესით განხორციელების აუცილებლობა.სალომე ზურაბიშვილი ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხს გამოეხმაურა>>„მიუღებელია, უწყების ხელმძღვანელმა საკუთარი სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიიდან შეიტყოს. ამასთან აღსანიშნავია, რომ ინიცირებული ცვლილების განხორციელება გამოიწვევს არა მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის ქალი ხელმძღვანელის, არამედ 100-ზე მეტი ადამიანის სამსახურის გარეშე დატოვებას", – განაცხადა ზურაბიშვილმა.სახელმწიფო ინსპექტორ ლონდა თოლორაიას გუშინ შეხვედრა ჰქონდა საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთანაც. მან ელჩს მიაწოდა ინფორმაცია კანონპროექტზე, რომელიც მისი უწყების დაშლას გულისხმობს. თვითონ თოლორაიამ ხელისუფლების მოქმედება შეაფასა, როგორც სამსახურის ლიკვიდაცია და დამოუკიდებელი ინსტიტუტის წინააღმდეგ დამსჯელი ღონისძიება.აშშ-ის ელჩის რეკომენდაციაა პროცესის შეჩერება, ხოლო თუ რეორგანიზაცია მაინც მოხდება, ის ინკლუზიურ ხასიათს უნდა ატარებდეს რეალური წინადადებების გათვალისწინებით.გარდა ამისა, კელი დეგნანმა გამოხატა შეშფოთება სამსახურის თანამშრომლების შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც არანაირი პრეტენზია არ იყო. მისი თქმით, „ისინი არიან ექსპერტები, რომლებიც წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად ასრულებენ თავის სამუშაოს".კანონპროექტის მიღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა დეპუტატებს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამაც.„სახალხო დამცველისთვის უკიდურესად შემაშფოთებელია პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული კანონის პროექტი, რომლითაც დაჩქარებული წესით უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. კანონპროექტი მომზადებულია გაუმჭვირვალედ და დაინტერესებულ მხარეებთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე", – ნათქვამია ლომჯარიას განცხადებაში.მისი თქმით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დამოუკიდებელი ორგანოს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება.როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მუშაობაზე რამდენიმეწლიანი დაკვირვება იძლევა დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ სამსახური საკუთარ ვალდებულებებს ეფექტურად და გამჭვირვალედ ასრულებს.ოპოზიციაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე შეტევას მიხეილ სააკაშვილის სახელს უკავშირებენ. ოპოზიციის აზრით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" არ აპატია ლონდა თოლორაიას და მის სამსახურს ციხეში მყოფი ექს-პრეზიდენტის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ობიექტური შეფასება.როგორც დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან" თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ეს არ არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმა ან რესტრუქტურიზაცია.„სინამდვილეში ყველაფერი მიმართულია დაწყებული გამოძიების შეჩერებისკენ, რათა საქმე იმ პირს გადაეცეს, რომელიც სიმართლეს არასდროს დაადგენს", – განაცხადა ბოკუჩავამ.საქართველოში მიმდინარე პროცესით შეშფოთებულია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიც.სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება: გაეროს უმაღლესი კომისარი შეშფოთებულია>>უმაღლესი კომისრის ოფისმა ხელისუფლებას მოუწოდა, გაიწვიოს ინიციატივა და უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებლობა.კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის შესახებ 2018 წელს მიიღეს. ახალ უწყებას დაევალა პერსონალური მონაცემების დაცვა, ასევე გარკვეული სახის დანაშაულების გამოძიება.სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ორგანო იძიებს საქმეებს, რომლებიც უკავშირდება სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებისა და თანამდებობის პირების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირების მხრიდან წამების, არაადამიანური მოპყრობის, წამების მუქარის, დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევებს.გარდა ამისა, სამსახურის კომპეტენციაში შედის ძალის ან იარაღის გამოყენებით ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების შემთხვევების გამოძიება.
https://sputnik-georgia.com/20211228/parlamenti-saxelmwipo-inspeqtoris-samsaxurtan-ioniciativas-ixilavs-263206174.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/04/251073371_308:0:3039:2048_1920x0_80_0_0_c2282fa0a82138bd67e0dc890e56e55c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
ვნებათაღელვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ირგვლივ: რა ელოდება დამოუკიდებელ ინსტიტუტს?
16:01 28.12.2021 (განახლებულია: 22:23 28.12.2021) საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლის შესახებ კანონის დაჩქარებული წესით მიღებას აპირებს.
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა მთავარ თემად რჩება პოლიტიკურ წრეებში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
პარლამენტში მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ უქმდება, არამედ ხდება მისი რეფორმირება. მის ბაზაზე კი იქმნება ორი დამოუკიდებელი სტრუქტურა – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
თავის მხრივ, პრეზიდენტი, სახალხო დამცველი, ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატების ნაწილი, ისევე, როგორც თვითონ სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია, ხელისუფლებას პროცესის შეჩერებას და ინიციატივის უკან გაწვევას ურჩევენ.
ინიციატივის მოწინააღმდეგეების განსაკუთრებულ გაკვირვებას ორი გარემოება იწვევს – ის, რომ დეკრეტულ შვებულებაში მყოფი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ამის შესახებ მასმედიის საშუალებით იგებს და 100-ზე მეტმა ადამიანმა ბოლო მომენტამდე არაფერი იცის სამსახურის დაშლისა და საკუთარი ბედის შესახებ.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გარდაქმნა აუცილებელია მის გასაძლიერებლად.
„დაგეგმილია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გარდაქმნა, გაყოფა ორ სამსახურად და მისი კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა და უფლებები რომ ჰქონდეს და, მგონი, ეს ყველაფერი კარგია", – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედს".
ღარიბაშვილმა დეტალებზე არ ისაუბრა, აღნიშნა, რომ „პარლამენტს თავისი გეგმა, გრაფიკი და დღის წესრიგი აქვს". მისი თქმით, აქ მთავარი კითხვაა – არის თუ არა კანონიერი ის, რასაც პარლამენტი აკეთებს.
„მთავარი კითხვა მდგომარეობს შემდეგში – რაიმე უკანონოს აკეთებს ჩვენი პარლამენტი? პასუხი არის მარტივი – არა", – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას პროფესიული თვისებებიც შეაფასა.
ღარიბაშვილის თქმით, ის ინფორმირებულია მისი მაღალი პროფესიონალიზმის თაობაზე და თუ თოლორაიას მომავალში აღარ მოუნდება მონაწილეობა მიიღოს კონკურსში სახელმწიფო იმსპექტორის სამსახურის გაყოფის შედეგად ჩამოყალიბებული ან ერთი ან მეორე სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე, „მას სახელმწიფო სტრუქტურებში ყველა კარი ღია აქვს".
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე საკუთარი აზრი გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც. ის მიუღებლად მიიჩნევს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის ინიცირებას და განხილვას. მისი განცხადებით, არ არსებობს ამ ცვლილების დაჩქარებული წესით განხორციელების აუცილებლობა.
„მიუღებელია, უწყების ხელმძღვანელმა საკუთარი სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიიდან შეიტყოს. ამასთან აღსანიშნავია, რომ ინიცირებული ცვლილების განხორციელება გამოიწვევს არა მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის ქალი ხელმძღვანელის, არამედ 100-ზე მეტი ადამიანის სამსახურის გარეშე დატოვებას", – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სახელმწიფო ინსპექტორ ლონდა თოლორაიას გუშინ შეხვედრა ჰქონდა საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთანაც. მან ელჩს მიაწოდა ინფორმაცია კანონპროექტზე, რომელიც მისი უწყების დაშლას გულისხმობს. თვითონ თოლორაიამ ხელისუფლების მოქმედება შეაფასა, როგორც სამსახურის ლიკვიდაცია და დამოუკიდებელი ინსტიტუტის წინააღმდეგ დამსჯელი ღონისძიება.
„ახალი კანონმდებლობა, რომელიც ამ უწყების გაყოფას ითვალისწინებს, სამწუხაროდ, შემუშავებული იყო ყოველგვარი გამჭვირვალობის და კონსულტაციების გარეშე და მისი მიღებაც სასწრაფო წესით ხდება, რისი არანაირი აუცილებლობაც არ არსებობს", – განაცხადა კელი დეგნანმა.
აშშ-ის ელჩის რეკომენდაციაა პროცესის შეჩერება, ხოლო თუ რეორგანიზაცია მაინც მოხდება, ის ინკლუზიურ ხასიათს უნდა ატარებდეს რეალური წინადადებების გათვალისწინებით.
გარდა ამისა, კელი დეგნანმა გამოხატა შეშფოთება სამსახურის თანამშრომლების შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც არანაირი პრეტენზია არ იყო. მისი თქმით, „ისინი არიან ექსპერტები, რომლებიც წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად ასრულებენ თავის სამუშაოს".
კანონპროექტის მიღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა დეპუტატებს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამაც.
„სახალხო დამცველისთვის უკიდურესად შემაშფოთებელია პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული კანონის პროექტი, რომლითაც დაჩქარებული წესით უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. კანონპროექტი მომზადებულია გაუმჭვირვალედ და დაინტერესებულ მხარეებთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე", – ნათქვამია ლომჯარიას განცხადებაში.
მისი თქმით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დამოუკიდებელი ორგანოს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება.
როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მუშაობაზე რამდენიმეწლიანი დაკვირვება იძლევა დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ სამსახური საკუთარ ვალდებულებებს ეფექტურად და გამჭვირვალედ ასრულებს.
ოპოზიციაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე შეტევას მიხეილ სააკაშვილის სახელს უკავშირებენ. ოპოზიციის აზრით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" არ აპატია ლონდა თოლორაიას და მის სამსახურს ციხეში მყოფი ექს-პრეზიდენტის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ობიექტური შეფასება.
როგორც დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან" თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ეს არ არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმა ან რესტრუქტურიზაცია.
„სინამდვილეში ყველაფერი მიმართულია დაწყებული გამოძიების შეჩერებისკენ, რათა საქმე იმ პირს გადაეცეს, რომელიც სიმართლეს არასდროს დაადგენს", – განაცხადა ბოკუჩავამ.
საქართველოში მიმდინარე პროცესით შეშფოთებულია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიც.
უმაღლესი კომისრის ოფისმა ხელისუფლებას მოუწოდა, გაიწვიოს ინიციატივა და უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებლობა.
კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის შესახებ 2018 წელს მიიღეს. ახალ უწყებას დაევალა პერსონალური მონაცემების დაცვა, ასევე გარკვეული სახის დანაშაულების გამოძიება.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ორგანო იძიებს საქმეებს, რომლებიც უკავშირდება სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებისა და თანამდებობის პირების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირების მხრიდან წამების, არაადამიანური მოპყრობის, წამების მუქარის, დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევებს.
გარდა ამისა, სამსახურის კომპეტენციაში შედის ძალის ან იარაღის გამოყენებით ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების შემთხვევების გამოძიება.