https://sputnik-georgia.com/20211228/parlamenti-saxelmwipo-inspeqtoris-samsaxurtan-ioniciativas-ixilavs-263206174.html
პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული ინიციატივის განხილვას იწყებს
პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული ინიციატივის განხილვას იწყებს
Sputnik საქართველო
"ქართული ოცნების" ინიციატივას აღნიშნულ ინიციატივას ოპოზიცია უწყების დასჯად აღიქვამს
2021-12-28T12:41+0400
2021-12-28T12:41+0400
2021-12-28T16:53+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251061016_0:26:2400:1376_1920x0_80_0_0_1ee87968b9752c9e2df233d01b70eda1.jpg
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად ორი დამოუკიდებელი უწყების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, უკვე ინიცირებულია და საქართველოს პარლამენტი მის განხილვას დაჩქარებული წესით იწყებს.კანონპროექტი, რომლის ინიციატორები არიან მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატები, ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე ორი უწყების – სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის შექმნას.სამშაბათს კანონპროექტს პარლამენტის სამი კომიტეტი განიხილავს.„ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა მკვეთრად უარყოფითი შეფასება მიიღო არა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან, არამედ საპარლამენტო ოპოზიციაშიც. ოპოზიციამ აღნიშნული ინიციატივა შეაფასა როგორც დისკრიმინაციული და დამოუკიდებელი უფლებადამცველი ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული. თუმცა, როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, საუბარია არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე, არამედ მის რეფორმაზე – ფაქტობრივად ერთი სამსახური შეიცვლება ორით, ხოლო საგამოძიებო უწყების უფლებამოსილება გაფართოვდება.კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის შესახებ 2018 წელს მიიღეს. ახალ უწყებას დაევალა პერსონალური მონაცემების დაცვა, ასევე გარკვეული სახის დანაშაულების გამოძიება.სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ორგანო იძიებს საქმეებს, რომლებიც უკავშირდება სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებისა და თანამდებობის პირების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირების მხრიდან წამების, არაადამიანური მოპყრობის, წამების მუქარის, დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევებს.გარდა ამისა, სამსახურის კომპეტენციაში შედის ძალის ან იარაღის გამოყენებით ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების შემთხვევების გამოძიება.
https://sputnik-georgia.com/20211227/saxelmwifo-inspeqtoris-samsaxuris-gauqmeba-gaeros-umarlesi-komisari-sesfotebulia-263192966.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/03/251061016_27:0:2160:1600_1920x0_80_0_0_c38f846c93f50efc6e0dec8246fc2e33.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დეპუტატები ოპოზიცია საკანონმდებლო ინიციატივა
პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დეპუტატები ოპოზიცია საკანონმდებლო ინიციატივა
პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული ინიციატივის განხილვას იწყებს
12:41 28.12.2021 (განახლებულია: 16:53 28.12.2021) მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს კანონმდებლები მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით მიიღებენ.
თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად ორი დამოუკიდებელი უწყების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, უკვე ინიცირებულია და საქართველოს პარლამენტი მის განხილვას დაჩქარებული წესით იწყებს.
კანონპროექტი, რომლის ინიციატორები არიან მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატები, ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე ორი უწყების – სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის შექმნას.
სამშაბათს კანონპროექტს პარლამენტის სამი კომიტეტი განიხილავს.
„ამ კანონპროექტს ჯერ ადამიანის უფლებათა დაცვისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განვიხილავთ, შემდეგ კი წამყვანი კომიტეტის სტატუსით იურიდიულ საკითხთა კომიტეტში“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა მკვეთრად უარყოფითი შეფასება მიიღო არა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან, არამედ საპარლამენტო ოპოზიციაშიც. ოპოზიციამ აღნიშნული ინიციატივა შეაფასა როგორც დისკრიმინაციული და დამოუკიდებელი უფლებადამცველი ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული.
თუმცა, როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, საუბარია არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე, არამედ მის რეფორმაზე – ფაქტობრივად ერთი სამსახური შეიცვლება ორით, ხოლო საგამოძიებო უწყების უფლებამოსილება გაფართოვდება.
კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის შესახებ 2018 წელს მიიღეს. ახალ უწყებას დაევალა პერსონალური მონაცემების დაცვა, ასევე გარკვეული სახის დანაშაულების გამოძიება.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ორგანო იძიებს საქმეებს, რომლებიც უკავშირდება სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებისა და თანამდებობის პირების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირების მხრიდან წამების, არაადამიანური მოპყრობის, წამების მუქარის, დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევებს.
გარდა ამისა, სამსახურის კომპეტენციაში შედის ძალის ან იარაღის გამოყენებით ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების შემთხვევების გამოძიება.