https://sputnik-georgia.com/20211228/salome-zurabisvili-inspeqtoris-samsaxuris-gauqmebis-sakitxs-gamoexmaura-263198678.html
სალომე ზურაბიშვილი ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხს გამოეხმაურა
სალომე ზურაბიშვილი ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხს გამოეხმაურა
Sputnik საქართველო
ზურაბიშვილისთვის მიუღებელია, რომ დეკრეტში მყოფი სამსახურის ხელმძღვანელი სამსახურის გაუქმების ამბავს მედიიდან იგებს
2021-12-28T01:46+0400
2021-12-28T01:46+0400
2021-12-28T01:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
ადამიანის უფლებები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262169894_148:540:2828:2048_1920x0_80_0_0_d08d70036d6711b30461c484fe5d3def.jpg
თბილისი, 27 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის ინიცირებას და განხილვას მიუღებლად მიიჩნევს, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის განცხადებაში.მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ბაზაზე ორი უწყების – სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის შექმნას.ზურაბიშვილის განცხადებით, დაუშვებელია უწყების გაუქმება იმ დროს, როდესაც სამსახურის ქალი ხელმძღვანელი დეკრეტულ შვებულებაში იმყოფება, და ასევე ასზე მეტი ადამიანის სამსახურის გარეშე დატოვება.„მიუღებელია, უწყების ხელმძღვანელმა საკუთარი სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიიდან შეიტყოს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ინიცირებული ცვლილების განხორციელება გამოიწვევს არა მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის ქალი ხელმძღვანელის, არამედ 100 -ზე მეტი ადამიანის სამსახურის გარეშე დატოვებას. მიმაჩნია, რომ არ არსებობს ამ ცვლილების დაჩქარებული წესით განხორციელების აუცილებლობა“, – აცხადებს ზურაბიშვილი.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება იმ მომენტში, როდესაც საზოგადოება იმყოფება პოლარიზაციის მდგომარეობაში, იწვევს ბუნდოვანებას და აჩენს კითხვებს, რაც დამაზიანებელია დეპოლარიზაციის პროცესისათვის.პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია მოიძებნოს გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან.ასევე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ უწყებაში დასაქმებული 114-ვე თანამშრომელს სამუშაო ადგილი შეუნარჩუნდეს, ხაზგასმით აღნიშნა ზურაბიშვილმა.სახელმწიფო ინსპექტორი სამსახურის გაუქმების საპარლამენტო ინიციატივას ეხმაურება >>სახელმწიფო ინსპექტორისთვის ლონდა თოლორაიასთვის, „ქართული ოცნების“ ინიციატივა მოულოდნელი აღმოჩნდა და არაერთი კითხვა გააჩინა. სამსახურის თანამშრომლებმა გაუქმების შესახებ საინფორმაციო საშუალებებისგან შეიტყვეს. თოლორაიამ პარლამენტს პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდა. მას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და მის თანამშრომლებს სჯიან „დამოუკიდებლობისა და კანონმორჩილებისთვის“.სახელმწიფო ინსპექტორმა სააკაშვილის კადრების გავრცელებისთვის იუსტიციის სამინისტრო დააჯარიმა >>„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ საუბარია არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე, არამედ მის რეფორმაზე – ერთი სამსახური ორით შეიცვლება, საგამოძიებო სამმართველოს უფლებამოსილება კი გაფართოვდება.გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა ხელისუფლებას მოუწოდა, გაიწვიოს ინიციატივა და უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებლობა.წყარო - პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262169894_585:550:2583:2048_1920x0_80_0_0_e4a907a86e30b6ff529d882531e3f952.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პრეზიდენტი ზურაბიშვილი ინსპექტორი თოლორაია
პრეზიდენტი ზურაბიშვილი ინსპექტორი თოლორაია
სალომე ზურაბიშვილი ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხს გამოეხმაურა
პრეზიდენტის წინადადების მიხედვით, უნდა შეწყდეს სამსახურის რეფორმირების საკითხის განხილვა და ყველას მიეცეს არგუმენტების წარმოდგენის საშუალება
თბილისი, 27 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის ინიცირებას და განხილვას მიუღებლად მიიჩნევს, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის განცხადებაში.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ბაზაზე ორი უწყების – სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის შექმნას.
„ჩემთვის, როგორც ქალი პრეზიდენტისთვის, ასევე მიუღებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქალი ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას მიმართ მსგავსი მოპყრობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ზურაბიშვილის განცხადებით, დაუშვებელია უწყების გაუქმება იმ დროს, როდესაც სამსახურის ქალი ხელმძღვანელი დეკრეტულ შვებულებაში იმყოფება, და ასევე ასზე მეტი ადამიანის სამსახურის გარეშე დატოვება.
„მიუღებელია, უწყების ხელმძღვანელმა საკუთარი სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიიდან შეიტყოს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ინიცირებული ცვლილების განხორციელება გამოიწვევს არა მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის ქალი ხელმძღვანელის, არამედ 100 -ზე მეტი ადამიანის სამსახურის გარეშე დატოვებას. მიმაჩნია, რომ არ არსებობს ამ ცვლილების დაჩქარებული წესით განხორციელების აუცილებლობა“, – აცხადებს ზურაბიშვილი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება იმ მომენტში, როდესაც საზოგადოება იმყოფება პოლარიზაციის მდგომარეობაში, იწვევს ბუნდოვანებას და აჩენს კითხვებს, რაც დამაზიანებელია დეპოლარიზაციის პროცესისათვის.
პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია მოიძებნოს გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან.
„გთავაზობთ, შეწყდეს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა და ყველას მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს საკუთარი არგუმენტები. ინსპექტორს კი, მიეცეს საშუალება პარლამენტს გააცნოს უკვე წარდგენილი ანგარიში საკუთარი საქმიანობის შესახებ“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
ასევე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ უწყებაში დასაქმებული 114-ვე თანამშრომელს სამუშაო ადგილი შეუნარჩუნდეს, ხაზგასმით აღნიშნა ზურაბიშვილმა.
სახელმწიფო ინსპექტორისთვის ლონდა თოლორაიასთვის, „ქართული ოცნების“ ინიციატივა მოულოდნელი აღმოჩნდა და არაერთი კითხვა გააჩინა. სამსახურის თანამშრომლებმა გაუქმების შესახებ საინფორმაციო საშუალებებისგან შეიტყვეს. თოლორაიამ პარლამენტს პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდა. მას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და მის თანამშრომლებს სჯიან „დამოუკიდებლობისა და კანონმორჩილებისთვის“.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ საუბარია არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე, არამედ მის რეფორმაზე – ერთი სამსახური ორით შეიცვლება, საგამოძიებო სამმართველოს უფლებამოსილება კი გაფართოვდება.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა ხელისუფლებას მოუწოდა, გაიწვიოს ინიციატივა და უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებლობა.