https://sputnik-georgia.com/20211207/saxelmwifo-inspeqtorma-iusticiis-saministo-daajarima-262668837.html
სახელმწიფო ინსპექტორმა სააკაშვილის კადრების გავრცელებისთვის იუსტიციის სამინისტრო დააჯარიმა
სახელმწიფო ინსპექტორმა სააკაშვილის კადრების გავრცელებისთვის იუსტიციის სამინისტრო დააჯარიმა
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის... 07.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-07T18:37+0400
2021-12-07T18:37+0400
2021-12-07T21:52+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262209521_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_984be2fdb6b2909e4da1f2cb80c75948.jpg
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის დარღვევისთვის დააჯარიმა.მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, პენიტენციური სამსახური 2 ათასი ლარით, იუსტიციის სამინისტრო კი 500 ლარით დაჯარიმდა.როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა პერსონალური მონაცემების მიღებისა და გავრცელების კანონიერება და დაადგინა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის შესახებ ინფორმაცია კანონდარღვევით გაავრცელეს. კერძოდ, საუბარია ვიდეოჩანაწერებზე, სადაც ნაჩვენებია სააკაშვილის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში ეტაპირება, ასევე თუ როგორ ყიდულობს სააკაშვილი ციხის ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში პროდუქტებს და მედპუნქტში იღებს საკვებ დანამატებს.„მართალია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მიმართ არსებობდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, თუმცა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით ინდივიდუალურად უნდა შეეფასებინათ, რამდენად იყო ეს ინტერესი ლეგიტიმური და რამდენად პროპორციული და ადეკვატური იყო ასეთი ინტერესის დასაკმაყოფილებლად მიხეილ სააკაშვილის მონაცემების გასაჯაროება“, – აღნიშნულია განცხადებაში.სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ყურადღება ასევე გაამახვილა ვიდეო- და ფოტომასალების მნიშვნელოვან დეტალებზე. კერძოდ, ვიდეოკადრებში სააკაშვილი პრივატულ ფორმაშია, ფოტოსურათზე კი, როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, ასახულია სააკაშვილის მიერ მიღებული საკვები დანამატები – გარკვეული ხილფაფები და პიურეები, რომლებიც გამოიყენება ბავშვთა კვებისთვის.რაც შეეხება №12 და №18 დაწესებულებებში სააკაშვილის ვიდეომონიტორინგს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იგი კანონიერად მიიჩნია.თუმცა, რაც შეეხება ამ კადრების გავრცელებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განმარტავს, რომ სააკაშვილის №12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების კადრების გავრცელება იმის დემონსტრირებისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნამდვილად საკუთარი ნებით დატოვა დაწესებულება, ვერ ჩაითვლება კანონიერად, ვინაიდან საპირისპირო დასტურდება შემოწმების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის №18 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი იძულებით შესახლებისა და რეანიმობილში გადაღებული აუდიო-ვიდეოჩანაწერების დათვალიერებით. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, მისი პოლიტიკური სტატუსის, ცნობადობის, მის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, ვიდეოჩანაწერის შინაარსისა და გასაჯაროების წინასწარ განჭვრეტადი შედეგების გათვალისწინებით, „მისი ამგვარ ფორმაში და ვითარებაში ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა უნდა იქნას მიჩნეული მონაცემთა სუბიექტის ღირსების შემლახავი ფორმით მონაცემების დამუშავებად“.„რეანიმობილის პენიტენციური დაწესებულების კორპუსთან გაჩერების, მიხეილ სააკაშვილის მიერ სამედიცინო ტექნიკის დაზიანებისა და დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტების დემონსტრირებისთვის მონაცემთა სუბიექტის ღირსების შემლახავი ჩანაწერის გასაჯაროება და ამ ფორმით საზოგადოების ინფორმირება ვერ იქნება განხილული კანონიერი მიზნით მონაცემების დამუშავების შემთხვევად, ასევე რაიმე ლეგიტიმური მიზნის, მათ შორის, საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებისთვის გამოყენებულ პროპორციულ და ადეკვატურ საშუალებად“, – აღნიშნულია განცხადებაში.იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ დაწესებულებას დაევალათ სოციალურ ქსელ Facebook-დან და ოფიციალური ვებ-გვერდებიდან წაშალონ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი აუდიო- და ვიდეოჩანაწერები.50-დღიანი შიმშილობის შემდეგ სააკაშვილი სარეაბილიტაციო კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის. როგორც ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, მკურნალობის პროცესის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ, სადაც იგი 1 ოქტომბერს, თბილისში დაპატიმრების შემდეგ მოათავსეს.
https://sputnik-georgia.com/20211119/saxelmwifo-inspeqoris-samsaxuri-gancxadebas-avrcelebs-262229778.html
https://sputnik-georgia.com/20211111/bregadze-saakashvils-rustavis-cixeshi-dabrunebis-piroba-daasaxela-261989380.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262209521_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_3744be1dfc115143c49933e80f73c96a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის დარღვევისთვის დააჯარიმა.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, პენიტენციური სამსახური 2 ათასი ლარით, იუსტიციის სამინისტრო კი 500 ლარით დაჯარიმდა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ
განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა პერსონალური მონაცემების მიღებისა და გავრცელების კანონიერება და დაადგინა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის შესახებ ინფორმაცია კანონდარღვევით გაავრცელეს.
კერძოდ, საუბარია ვიდეოჩანაწერებზე, სადაც ნაჩვენებია სააკაშვილის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში ეტაპირება, ასევე თუ როგორ ყიდულობს სააკაშვილი ციხის ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში პროდუქტებს და მედპუნქტში იღებს საკვებ დანამატებს.
„მართალია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მიმართ არსებობდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, თუმცა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით ინდივიდუალურად უნდა შეეფასებინათ, რამდენად იყო ეს ინტერესი ლეგიტიმური და რამდენად პროპორციული და ადეკვატური იყო ასეთი ინტერესის დასაკმაყოფილებლად მიხეილ სააკაშვილის მონაცემების გასაჯაროება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ყურადღება ასევე გაამახვილა ვიდეო- და ფოტომასალების მნიშვნელოვან დეტალებზე. კერძოდ, ვიდეოკადრებში სააკაშვილი პრივატულ ფორმაშია, ფოტოსურათზე კი, როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, ასახულია სააკაშვილის მიერ მიღებული საკვები დანამატები – გარკვეული ხილფაფები და პიურეები, რომლებიც გამოიყენება ბავშვთა კვებისთვის.
„იმის გათვალისწინებით, რომ ინფორმაციის გავრცელების ფორმა და შინაარსი საზოგადოებაში ქმნიდა არასწორ განცდას მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის მოჩვენებითი ხასიათის შესახებ, ინფორმაციის გასაჯაროება უნდა შეფასდეს მოშიმშილე პირის ღირსების შელახვად”, – ნათქვამია დასკვნაში.
რაც შეეხება №12 და №18 დაწესებულებებში სააკაშვილის ვიდეომონიტორინგს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იგი კანონიერად მიიჩნია.
თუმცა, რაც შეეხება ამ კადრების გავრცელებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განმარტავს, რომ სააკაშვილის №12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების კადრების გავრცელება იმის დემონსტრირებისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნამდვილად საკუთარი ნებით დატოვა დაწესებულება, ვერ ჩაითვლება კანონიერად, ვინაიდან საპირისპირო დასტურდება შემოწმების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის №18 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი იძულებით შესახლებისა და რეანიმობილში გადაღებული აუდიო-ვიდეოჩანაწერების დათვალიერებით.
ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, მისი პოლიტიკური სტატუსის, ცნობადობის, მის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, ვიდეოჩანაწერის შინაარსისა და გასაჯაროების წინასწარ განჭვრეტადი შედეგების გათვალისწინებით, „მისი ამგვარ ფორმაში და ვითარებაში ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა უნდა იქნას მიჩნეული მონაცემთა სუბიექტის ღირსების შემლახავი ფორმით მონაცემების დამუშავებად“.
„რეანიმობილის პენიტენციური დაწესებულების კორპუსთან გაჩერების, მიხეილ სააკაშვილის მიერ სამედიცინო ტექნიკის დაზიანებისა და დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტების დემონსტრირებისთვის მონაცემთა სუბიექტის ღირსების შემლახავი ჩანაწერის გასაჯაროება და ამ ფორმით საზოგადოების ინფორმირება ვერ იქნება განხილული კანონიერი მიზნით მონაცემების დამუშავების შემთხვევად, ასევე რაიმე ლეგიტიმური მიზნის, მათ შორის, საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებისთვის გამოყენებულ პროპორციულ და ადეკვატურ საშუალებად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ დაწესებულებას დაევალათ სოციალურ ქსელ Facebook-დან და ოფიციალური ვებ-გვერდებიდან წაშალონ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი აუდიო- და ვიდეოჩანაწერები.
50-დღიანი შიმშილობის შემდეგ სააკაშვილი სარეაბილიტაციო კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის. როგორც ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, მკურნალობის პროცესის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ, სადაც იგი 1 ოქტომბერს, თბილისში დაპატიმრების შემდეგ მოათავსეს.