https://sputnik-georgia.com/20211111/bregadze-saakashvils-rustavis-cixeshi-dabrunebis-piroba-daasaxela-261989380.html
ბრეგაძე: ექს-პრეზიდენტი რუსთავის ციხეში იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ...
ბრეგაძე: ექს-პრეზიდენტი რუსთავის ციხეში იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ...
Sputnik საქართველო
ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. 11.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-11T16:49+0400
2021-11-11T16:49+0400
2021-11-11T22:23+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/15/261367419_0:97:1280:817_1920x0_80_0_0_e897e2ad541a660b2244fe0c708a2b88.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. თუ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას შეწყვეტს, მას რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე.სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. ექს-პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში გადაყვანის წინააღმდეგი იყო. ადვოკატების განცხადებით, სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა საფრთხის შემცველია, რადგანაც იქ სასჯელს იხდიან ის პირები, რომლებიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დააპატიმრეს.ადვოკატების თქმით, ამ დროისთვის თავად სააკაშვილი უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებასა და მკურნალობაზე.მანამდე იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით გადაიყვანეს. აგრეთვე სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში და არა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ერთ-ერთი მიზეზი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არეულობები მზადდებოდა. სუსმა პირდაპირ განაცხადა, რომ არის საშიშროება, სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით მისმა მომხრეებმა კლინიკა შტურმით აიღონ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/15/261367419_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_2428ebf543ec0a4b6a48b502150fe7f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
ბრეგაძე: ექს-პრეზიდენტი რუსთავის ციხეში იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ...
16:49 11.11.2021 (განახლებულია: 22:23 11.11.2021) ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. თუ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას შეწყვეტს, მას რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. ექს-პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში გადაყვანის წინააღმდეგი იყო. ადვოკატების განცხადებით, სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა საფრთხის შემცველია, რადგანაც იქ სასჯელს იხდიან ის პირები, რომლებიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დააპატიმრეს.
„რა თქმა უნდა, თუ (სააკაშვილი) შეწყვეტს შიმშილობას, იგი რუსთავის №12 დაწესებულებაში დაბრუნდება", – განაცხადა ბრეგაძემ.
ადვოკატების თქმით, ამ დროისთვის თავად სააკაშვილი უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებასა და მკურნალობაზე.
მანამდე იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით გადაიყვანეს. აგრეთვე სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში და არა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ერთ-ერთი მიზეზი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არეულობები მზადდებოდა. სუსმა პირდაპირ განაცხადა, რომ არის საშიშროება, სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით მისმა მომხრეებმა კლინიკა შტურმით აიღონ.