https://sputnik-georgia.com/20211226/saxelmwifo-inspeqtori-samsaxuris-gauqmebis-saparlamento-iniciativas-exmaureba-263159391.html
სახელმწიფო ინსპექტორი სამსახურის გაუქმების საპარლამენტო ინიციატივას ეხმაურება
სახელმწიფო ინსპექტორი სამსახურის გაუქმების საპარლამენტო ინიციატივას ეხმაურება
Sputnik საქართველო
ლონდა თოლორაიას იმედი აქვს, რომ ეს ინიციატივა შეჩერდება და სამსახური მუშაობას გააგრძელებს 26.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-26T11:30+0400
2021-12-26T11:30+0400
2021-12-26T11:30+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24876/76/248767675_0:13:1086:624_1920x0_80_0_0_96bf9bc011405efd0fc016c9484f23bd.jpg
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსი, ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ სამსახურის გაუქმების საპარლამენტო ინიციატივის შესახებ მედიიდან შეიტყო. ამის შესახებ მან თავის Facebook-გვერდზე დაწერა.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატების ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად საქართველოში გაჩნდება ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.მისი თქმით, აღნიშნული კანონპრორქტი მისთვისა და მისი თანამშრომლებისთვის იყო „წინასაახალწლო სიურპრიზი”, რომელიც 2021 წლის 22 დეკემბერს, კონსპირაციულად, დაჩქარებული წესით დაინიცირდა.ამასთან, მისი თქმით, ინსპექტორის სამსახური 9 დეკემბრიდან საქართველოს პარლამენტთან ცდილობს კომუნიკაცია დაამყაროს სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შემუშავებული კანონპროექტის დაინიცირებაზე და ამ კომუნიკაციის დროს სამსახურის გაუქმების ინიციატივის შესახებ არაფერი თქმულა. შესაბამისი კანონპროექტი ინსპექტორის სამსახურმა პარლამენტს 24 დეკემბერს გაუგზავნა, აცხადებს თოლორაია.მან ასევე მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებს, რომ ისევ აგრძელებენ საქმიანობას, რომელიც „ყოველთვის იყო, არის და იქნება კანონით ნაკარნახევი“.კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის შესახებ 2018 წელს მიიღეს. ახალმა უწყებას დაევალა პერსონალური მონაცემების დაცვა, ასევე გარკვეული სახის დანაშაულის გამოძიება.სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ორგანო იძიებს საქმეებს, რომლებიც უკავშირდება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისა და თანამდებობის პირების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირების მხრიდან წამების, არაადამიანური მოპყრობის, წამების მუქარის, დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევებს.გარდა ამისა, სამსახურის კომპეტენციაში შედის ძალის ან იარაღის გამოყენებით ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების შემთხვევების გამოძიება.
https://sputnik-georgia.com/20211225/saqartvelosi-saxelmwifo-inspeqtoris-samsaxuris-gauqmeba-igegmeba-263156203.html
https://sputnik-georgia.com/20211207/saxelmwifo-inspeqtorma-iusticiis-saministo-daajarima-262668837.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24876/76/248767675_36:0:1051:761_1920x0_80_0_0_f44504559fe0c0338fa0a100945e6e20.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
სახელმწიფო ინსპექტორი სამსახურის გაუქმების საპარლამენტო ინიციატივას ეხმაურება
ლონდა თოლორაიას იმედი აქვს, რომ ეს ინიციატივა შეჩერდება და სამსახური მუშაობას გააგრძელებს
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსი, ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ სამსახურის გაუქმების საპარლამენტო ინიციატივის შესახებ მედიიდან შეიტყო. ამის შესახებ მან თავის
Facebook-გვერდზე დაწერა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატების ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად საქართველოში გაჩნდება ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
მისი თქმით, აღნიშნული კანონპრორქტი მისთვისა და მისი თანამშრომლებისთვის იყო „წინასაახალწლო სიურპრიზი”, რომელიც 2021 წლის 22 დეკემბერს, კონსპირაციულად, დაჩქარებული წესით დაინიცირდა.
ამასთან, მისი თქმით, ინსპექტორის სამსახური 9 დეკემბრიდან საქართველოს პარლამენტთან ცდილობს კომუნიკაცია დაამყაროს სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შემუშავებული კანონპროექტის დაინიცირებაზე და ამ კომუნიკაციის დროს სამსახურის გაუქმების ინიციატივის შესახებ არაფერი თქმულა. შესაბამისი კანონპროექტი ინსპექტორის სამსახურმა პარლამენტს 24 დეკემბერს გაუგზავნა, აცხადებს თოლორაია.
„რა თქმა უნდა კითხვის ნიშნებს ბადებს, დასვენების დღეებში, კანონპროექტის დაინიცირება დაჩქარებული წესით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობისა და ფართო საზოგადოებრივი განხილვის გარეშე. იმედი მაქვს, ეს პროცესი შეჩერდება! მაშინ, როცა გავეცნობი კანონპროექტს და მექნება მეტი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, გავაკეთებ უფრო დეტალურ კომენტარს“, - ნათქვამია ლონდა თოლორაიას განცხადებაში.
მან ასევე მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებს, რომ ისევ აგრძელებენ საქმიანობას, რომელიც „ყოველთვის იყო, არის და იქნება კანონით ნაკარნახევი“.
კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის შესახებ 2018 წელს მიიღეს. ახალმა უწყებას დაევალა პერსონალური მონაცემების დაცვა, ასევე გარკვეული სახის დანაშაულის გამოძიება.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ორგანო იძიებს საქმეებს, რომლებიც უკავშირდება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისა და თანამდებობის პირების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირების მხრიდან წამების, არაადამიანური მოპყრობის, წამების მუქარის, დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევებს.
გარდა ამისა, სამსახურის კომპეტენციაში შედის ძალის ან იარაღის გამოყენებით ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების შემთხვევების გამოძიება.