https://sputnik-georgia.com/20211227/30-weli-sabwoetis-daslidan-263226409.html
30 წელი საბჭოეთის დაშლიდან: რას მიაღწიეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკონომიკებმა
30 წელი საბჭოეთის დაშლიდან: რას მიაღწიეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკონომიკებმა
Sputnik საქართველო
30 წლის წინ - 1991 წლის 26 დეკემბერს - სსრკს უმაღლესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ 27.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-27T19:48+0400
2021-12-27T19:48+0400
2021-12-28T18:48+0400
მოსაზრება
ანალიტიკა
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/09/262730658_0:71:3145:1840_1920x0_80_0_0_5ecc54a3d3077109cfafaf52a404ce9c.jpg
30 წლის წინ - 1991 წლის 26 დეკემბერს - სსრკს უმაღლესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებსსრკ-ის დაშლასთან ერთად მსოფლიო რუკაზე გაჩნდა 15 ახალი სახელმწიფო, რომლებსაც თავიანთი ეკონომიკების შენება უნდა დაეწყოთ - გადასულიყვნენ გეგმურიდან საბაზრო ეკონომიკაზე. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს განსხვავებული სასტარტო პოტენციალი ერგოთ და ოცდაათწლიანი გზა სხვადასხვაგვარად განვლეს.Sputnik გთავაზობთ მასალის მეორე ნაწილს იმაზე, თუ როგორ ვითარდებოდა აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მედბარე პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკონომიკები 30 წლის განმავლობაში.12 რესპუბლიკის „გასვლა ღია ზღვაში“თუ ბალტიის ქვეყნები დასავლეთმა თავისი „ფრთის ქვეშ“ მოაქცია, დანარჩენი 12 არავის შეუფარებია.მიხეილ გოლოვინი და რუსლან გრინბერგი თავიანთ ნაშრომში აღნიშნავენ, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები (ბალტიის ქვეყნების გარდა) განსხვავებულად გადადიოდნენ გეგმური ეკონომიკიდან საბაზროზე.თუ საწყის ეტაპზე ზოგიერთმა ქვეყანამ (რუსეთმა, სომხეთმა, საქართველომ, ყირგიზეთმა) არჩევანი ეკონომიკური რეფორმების ლიბერალურ მოდელზე შეაჩერა, სადაც სახელმწიფოს შეზღუდული მარეგულირებელი როლი ჰქონდა, სხვა ქვეყნებში (ბელარუსი, უზბეკეთი, თურქმენეთი) გრადუალისტური მიდგომა (რეფორმები იყო უფრო ნელი და თანმიმდევრული, ხოლო სახელმწიფო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ბაზრის ფორმირებაში, - Sputnik ) გამოიყენეს.მეორე ჯგუფის ქვეყნებმა მთლიანობაში წარმატებით გადალახეს 1990-იანი წლების ტრანსფორმაციული კრიზისი. მაგალითად, თუ საწყის ეტაპზე საქართველოსა და რუსეთში მშპ 9,2%-ით და 5,4%-ით შემცირდა, ბელარუსსა და უზბეკეთში მშპ-მ 2,1%-ითა და 0,6%-ით დაიწია.მომდევნო წლებში ეკონომიკური ტრანსფორმაციის მოდელები იცვლებოდა. მაგალითად, 2000-იანი წლების დასაწყისში რუსეთმა და ყაზახეთმა გააძლიერეს სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში.„დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მთავარი ტრენდი იყო არჩევანი - საჭირო იყო თუ არა სახელმწიფოს წამყვანი როლის შენარჩუნება ქვეყნის ეკონომიკაში, - ამბობს ვიაჩესლავ კოლომინი.- ის, რაც ახლა გვიჭირავს ხელში, აღნიშნული არჩევანის შედეგებს ასახავს. ერთი მხრივ, არის, მაგალითად, ბელარუსი, სადაც ხელისუფლებამ შეძლო სამრეწველო პოტენციალის შენარჩუნება, სადაც დღეს საკმაოდ განვითარებული ეკონომიკაა, მაგრამ მიზეზთა და მიზეზთა გამო ის მაინც არ არის ყველაზე ეფექტური და მანევრული ორიენტირების შეცვლის თვალსაზრისით. მეორე მხრივ, არიან ქვეყნები, სადაც სახელმწიფო დიდწილად „დაშორდა“ ეკონომიკას, მაგალითად, საქართველო, ან ნაწილობრივ, უკრაინა. როგორც აღმოჩნდა, არცერთი გზა არ აღმოჩნდა სწორი. სწორი იყო „ოქროს შუალედის“ გამონახვა.ექსპერტის თქმით, ამ „ოქროს შუალედს“ ნაწილობრივ ინარჩუნებს რუსეთი.„მნიშვნელოვანია ეროვნული კაპიტალის, მსხვილი ტრანსნაციონალური ბიზნესის არსებობა. უკეთ გასაგები რომ იყოს: ბევრ ქვეყანაში, მაგალითად, იტალიაში, სლოვენიაში - მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანიები მუშაობდნენ იმ მომენტამდე, ვიდრე ქვეყანამ განვითარების გარკვეულ დონეს არ მიაღწია, ვიდრე ქვეყანაში გარკვეულ დონემდე არ აიწია შრომითი რესურსების ღირებულებამ. როდესაც ეს ხდებოდა, კომპანიას თავისი საქმიანობა სხვა ქვეყნებში გადაჰქონდა, წარმოებისა და სამუშაო ძალის სიიაფის გამო. ამას შედეგად მოჰყვებოდა პრობლემები იმ ქვეყანაში, საიდანაც კომპანია მიდიოდა“, - აღნიშნავს ვიაჩესლავ კოლომინი.სხვაზე ასეთი ხარისხით დამოკიდებულებ დამახასიათებელია პოსტსაბჭოური სივრცის მრავალი ქვეყნისთვის, აღნიშნავს იგი, მაგრამ არა რუსეთისთვის.„რუსეთმა მოახერხა ნაციონალური კაპიტალის შენარჩუნება, რომლის წყალობითაც ქვეყანა დღეს არ არის ასე ძლიერ დამოკიდებული სხვა ქვეყნების საგარეო ეკონომიკურ კონიუნქტურაზე და საერთოდ სხვა ქვეყნებზე. ეს უფრო სტაბილური მოდელია“, - ამბობს კოლომინი.„იმის შესაფასებლად, თუ რას მიაღწიეს ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა, უნდა გვესმოდეს, როგორი სასტარტო პოტენციალით გამოეყვნენ ისინი სსრკ-ს, - განაგრძობს ალექსეი ზუბეცი. - მსოფლიოში ფულის შოვნა ორი გზით შეიძლება - მაღალი ტექნოლოგიების დახმარებით და ამა თუ იმ ნედლეულის ექსპორტით. მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებში ყველაფერი არც ისე კარგადაა, შესაბამისად, ახალი ქვეყნების სასტარტო პოტენციალს წარმოადგენდა ის საქონელი, რომლის გაყიდვაც საგარეო ბაზრებზე შეიძლებოდა“.მიხეილ გოლოვნინი და რუსლან გრინბერგი ასევე ყოფენ პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებს (ბალტიის ქვეყნების გარდა) რამდენიმე ჯგუფად - ენერგომატარებლების ექსპორტიორი ქვეყნები (რუსეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი და ნაწილობრივ უზბეკეთი), მიგრანტების ფულად გადარიცხვებზე დამოკიდებული ქვეყნები (ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, მოლდავეთი, საქართველო), ასევე ბელარუსი და უკრაინა, რომლებიც არც პირველ კატეგორიას მიეკუთვნებიან და არც მეორეს.პირველი ჯგუფის ქვეყნების ეკონომიკა განვითარების მეტნაკლებად კეთილსაიმედო დინამიკას ამჟღავნებს. მეცნიერების აზრით, ეს აიხსნება ენერგომატარებლების მაღალი ფასით 2000-2013 წლებში. თუმცა 2014 წლის შემდეგ ნავთობის ფასების დინამიკა არასტაბილური გახდა. ძველ დონეს ფასები უკვე აღარ უბრუნდება, რის შედეგადაც პირველი ჯგუფის ქვეყნების ეკონომიკა საგრძნობლად შენელდა.მეორე კატეგორიის ქვეყნები იყოფიან იმისდა მიხედვით, ვინ რამდენადაა დამოკიდებული მიგრანტების ფულად გადარიცხვებზე. ამ ფაქტორზე მეტად დამოკიდებული არიან ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, სადაც ფულადი გადარიცხვების მიმართება მშპ-სთან 27-28%-ია. სომხეთში, საქართველოსა და მოლდავეთში აღნიშნული მაჩვენებელი 2020 წელს 10-დან 16%-მდე მერყეობდა.„ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიგრანტებზე დამოკიდებულების ხარისხი, საქართველოს გარდა, პრაქტიკულად ამ ჯგუფის ყველა ქვეყანაში მცირდება“, - აღნიშნავენ მეცნიერები.დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, რომლებიც დასავლეთის მეურვეობის გარეშე დარჩნენ, „დანაწევრდნენ“. ეკონომიკური ტრანსფორმაციის სფეროში წარმატებები დიდწილად აიხსნება რესურსების არსებობით და ეკონომიკური განვითარების წარმატებული მოდელის შერჩევით.შედარებით დინამიკურად განვითარებად ქვეყნებს შორის არიან ნედლეულის ექსპორტიორი ქვეყნები - ყაზახეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ასევე სომხეთი, რომელმაც დაბალი ნიშნულიდან დაიწყო და მიგრანტების მხარდაჭერა (დიდი დიასპორის წყალობით) მიიღო. ეკონომიკური განვითარების დონით ამჟამად ლიდერობენ რუსეთი, ყაზახეთი და ბელარუსი.შედარებით დაბალი ეკონომიკური დინამიკა შეიმჩნევა უკრაინასა და მოლდავეთში, რომლებიც საგრძნობლად დაზარალდნენ 1990-იანი წლების ტრანსფორმაციული კრიზისისგან და ვერ შეძლეს მდგრადი ეკონომიკური განვითარების მოდელის ჩამოყალიბება.ამასთან, უკრაინა, ალექსეი ზუბეცის აზრით, სსრკ-ის დაშლის მომენტში ტექნოლოგიების, მრეწველობის განვითარებისა და პერსპექტივების თვალსაზრისით, „უდავო ჩემპიონი“ იყო.„ათწლეულების განმავლობაში იქ შენდებოდა სამრეწველო პოტენციალი სხვადასხვა ტექნიკურად რთული პროდუქციის წარმოებისთვის. თუმცა ისე მოხდა, რომ უკრაინამ ეს პოტენციალი ქარს გაატანა. ამჟამად ის არ არსებობს, მათ ვერ შეძლეს მისი გამოყენება“, - განმარტავს ექსპერტი.რამ განაპირობა ზოგიერთის წარმატება და ზოგიერთის წარუმატებლობა?„ყოფილი სსრკ-ის ყველა ქვეყანა დაიყო გარეშე დახმარებისა და ნედლეულის არსებობის მიხედვით. ესაა პირველი ფაქტორი, რომელმაც პოსტსაბჭოური განვითარების ხარისხი განსაზღვრა“, - ამბობს ალექსეი ზუბეცი.მეორე ფაქტორად იგი ასახელებს დემოგრაფიას. „არიან ქვეყნები, სადაც მოსახლეობის გამოკვება შეიძლება და არიან ქვეყნები, სადაც სახელმწიფო მოსახლეობას ნორმალური ცხოვრების პირობებს ვერ უქმნის, რაც იწვევს გადინებას, იზრდება შრომითი მიგრაცია“, - განმარტავს ექსპერტი.მისი სიტყვებით, ბევრ პოსტსაბჭოურ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობა სსრკ-ის დაშლის შემდეგ გაიზარდა, ის ზედმეტი გახდა და ქვეყნის ეკონომიკას მძიმე ტვირთად დააწვა.ექსპერტის აზრით, მესამე ფაქტორი არის ელიტების ხარისხი. „არიან სახელმწიფოები, სადაც ელიტა ჩამოყალიბდა, და არიან სახელმწიფოები, სადაც ვერ ჩამოყალიბდა. თუ პოსტსაბჭოურ სივრცეს შევხედავთ, ობიექტური მიზეზების გამო ძირითადი მასა ხალხისა, ვისაც შეეძლო ელიტად ჩამოყალიბება, მოსკოვში იმყოფებოდა. ის იყო სსრკ-ის ინტელექტუალური რესურსების კონცენტრაციის ცენტრი, შესაბამისად, ელიტების უმრავლესობა რუსეთს ერგო“, - აღნიშნავს ალექსეი ზუბეცი.მისი სიტყვებით, მხოლოდ რესურსები საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია ადამიანური ფაქტორიც - ამ რესურსებს ვიღაც უნდა განკარგავდეს და მოსახლეობას ეკონომიკური განვითარების შედარებით გასაგებ და ქმედით სტრატეგიას სთავაზობდეს. „თუ ყაზახეთსა და აზერბაიჯანში ელიტები „შეიქმნა“, უკრაინაში ეს არ მოხდა, - ამბობს ექსპერტი. - ბალტიისპირეთში იყვნენ ადამიანები, რომლებიც დასავლეთში გაემგზავრნენ და იყვნენ ისეთებიც, რომლებიც კავშირის დაშლის შემდეგ დაბრუნდნენ. ამასთან, არ უნდა დავივიწყოთ ევროკავშირის მფარველობა, რომელიც ასეთ ელიტებს ფეხზე დადგომაში დაეხმარა“.ისიც აღსანიშნავია, რომ რუსეთი სსრკ-ის სამართალმემკვიდრეა, აღნიშნავს ალექსეი ზუბეცი. „მოსკოვმა თავის თავზე აიღო საბჭოთა კავშირის ყველა ვალი, რის ხარჯზეც დანარჩენმა რესპუბლიკებმა მოიპოვეს წვდომა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კრედიტებზე. ისინი გავიდნენ მსოფლიო ასპარეზზე სუფთა ფურცლით, რისი წყალობითაც, უხეშად რომ ვთქვათ, შეძლეს იაფი კრედიტების მიღება, საკუთარი ეკონომიკური ტრანსფორმაციის წამოწყება სსრკ-ის დაშლის შემდეგ“, - ამბობს ექსპერტი.მისი თქმით, პრაქტიკულად ყველა პოსტსაბჭოური რესპუბლიკა 1990-იანების დასაწყისში გადახდისუუნარო იყო, არ ჰქონდა არა მხოლოდ საბჭოთა ვალების გადახდის, არამედ ახალი, საკუთარი ვალების გადახდის შესაძლებლობა.„უკრაინა 1990-იან წლებში გადარჩა რუსეთის დახმარებით, რომელიც იაფ საწვავს, გაზსა და სხვა რესურსებს აწვდიდა ქვეყანას. რუსეთს მართლაც რომ მოენდომებინა უკრაინის დანგრევა, რაშიც დღეს მოსკოვს ადანაშაულებენ, 1990-იანების დასაწყისი ამისთვის იდეალური დრო იყო. უკრაინა მაშინ, მარტივად რომ ვთქვათ, სულს ღაფავდა. რუსეთში ყველაფერი გაცილებით მარტივად და უკეთესად იყო, ვიდრე უკრაინაში. ყველაფრისთვის საბჭოთა ვალებიც რომ დაემატებინათ, ისინი უბრალოდ ვერ გაუძლებდნენ, ისევე როგორც ბევრი სხვა რესპუბლიკა“, - ამბობს ზუბეცი.„სსრკ-ის დაშლით, ჩემი აზრით, რუსეთმა იხეირა, - განაცხადა ვიაჩესლავ კოლომინმა. - აღმოჩნდა, რომ დაშლის შემდეგ რუსეთს აღარ სჭირდებოდა სხვა რესპუბლიკებისთვის დახმარების აღმოჩენა“.„რუსეთისთვის სსრკ-ის დაშლა ალბათ ხელსაყრელი იყო, - ეთანხმება მას ალექსეი ზუბეცი. - რადგან 1991 წლის მდგომარეობით თითქმის ყველა ძირითადი საექსპორტო რესურსი, რომელიც შემდეგ სსრკ-ის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ამაღლებას ხმარდებოდა, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ისე გამოვიდა, რომ რესურსისა და საექსპორტო პოტენციალის 80% რუსეთს დარჩა და ქვეყანა გათავისუფლდა ეკონომიკური თვალსაზრისით არაეფექტური რეგიონებისგან, მოსახლეობის 40%-ისგან, რომელიც ეკონომიკას ტვირთად აწვებოდა. აღარ იყო აუცილებელი, ამ მოსახლეობის უზრუნველყოფა ნორმალური ცხოვრების პირობებით, სხვა რესპუბლიკების დაფინანსება, რომლებიც სულადობით გაცილებით მეტ დაფინანსებას იღებდნენ, ვიდრე რუსეთის ფედერაცია. ამ ყველაფერმა რესურსებს რუსეთში მოუყარა თავი და დაეხმარა მას იმ პრობლემების დაძლევაში, რომლებიც 1970-80-იან წლებში წამოიჭრა“.სსრკ-ის დაშლის შედეგად დაზარალდნენ საქართველო, მოლდავეთი და ცენტრალური აზიის თითქმის ყველა სახელმწიფო (ყაზახეთისა და უზბეკეთის გარდა), ფიქრობს ვიაჩესლავ კოლომინი. „მათ დაკარგეს ცენტრის - მოსკოვის მხარდაჭერა, რომლითაც საბჭოთა ეპოქაში სარგებლობდნენ, როდესაც რესპუბლიკები გაცილებით მეტს მოიხმარდნენ, ვიდრე აწარმოებდნენ. დაკარგეს მნიშვნელოვანი დოტაციები, რუსეთიდან და სხვა განვითარებული რესპუბლიკებიდან ფასეული კადრების გადადინება“, - ამბობს იგი.ზუბეცის თქმით, დღეს საკმაოდ მაღალ დონეზეა ბალტიის ქვეყნების, რუსეთის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკები. „მეორე ველზე“ არიან ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, რომლებიც მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების რიცხვს განეკუთვნებიან, ასევე მოლდავეთი და უკრაინა, „უღარიბესი, ევროპის მეტნაკლებად განვითარებული ქვეყნები“.„ეს ყველაფერი არის ელიტების ეფექტურობისა და მათი უნარის შედეგი, გაუმკლავდნენ სსრკ-ის დაშლის შემდეგ წარმოქმნილ პრობლემებს. აი ეს სუბიექტური ადამიანური ფაქტორი აღმოჩნდა მეტად მნიშვნელოვანი ამა თუ იმ სახელმწიფოს წარმატებისა თუ წარუმატებლობისთვის“. - დაასკვნა ექსპერტმა.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს!
https://sputnik-georgia.com/20211227/rogor-isleboda-sabwota-kavsiri-263216749.html
https://sputnik-georgia.com/20211228/sabwota-kavsiris-dasla-sesazloa-samaxsovro-dres-gamocxaddes-263225152.html
https://sputnik-georgia.com/20211228/2021-wlis-sedegebi-postsabwota-sivrcistvis-263224031.html
https://sputnik-georgia.com/20211227/-rogor-cxovrobdnen-respublikebi-sabwota-kavsirsi-263213340.html
https://sputnik-georgia.com/20211209/sabwoetis-daslis-svilobilebi-262730963.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/09/262730658_97:0:2826:2047_1920x0_80_0_0_f1ec6cfa7738923ac8152f82355f3784.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები
მოსაზრება, ანალიტიკა, მიმოხილვები
30 წლის წინ - 1991 წლის 26 დეკემბერს - სსრკს უმაღლესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ
სსრკ-ის დაშლასთან ერთად მსოფლიო რუკაზე გაჩნდა 15 ახალი სახელმწიფო, რომლებსაც თავიანთი ეკონომიკების შენება უნდა დაეწყოთ - გადასულიყვნენ გეგმურიდან საბაზრო ეკონომიკაზე. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს განსხვავებული სასტარტო პოტენციალი ერგოთ და ოცდაათწლიანი გზა სხვადასხვაგვარად განვლეს.
Sputnik გთავაზობთ
მასალის მეორე ნაწილს იმაზე, თუ როგორ ვითარდებოდა აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მედბარე პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკონომიკები 30 წლის განმავლობაში.
12 რესპუბლიკის „გასვლა ღია ზღვაში“
თუ ბალტიის ქვეყნები დასავლეთმა თავისი „ფრთის ქვეშ“ მოაქცია, დანარჩენი 12 არავის შეუფარებია.
მიხეილ გოლოვინი და რუსლან გრინბერგი თავიანთ ნაშრომში აღნიშნავენ, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები (ბალტიის ქვეყნების გარდა) განსხვავებულად გადადიოდნენ გეგმური ეკონომიკიდან საბაზროზე.
თუ საწყის ეტაპზე ზოგიერთმა ქვეყანამ (რუსეთმა, სომხეთმა, საქართველომ, ყირგიზეთმა) არჩევანი ეკონომიკური რეფორმების ლიბერალურ მოდელზე შეაჩერა, სადაც სახელმწიფოს შეზღუდული მარეგულირებელი როლი ჰქონდა, სხვა ქვეყნებში (ბელარუსი, უზბეკეთი, თურქმენეთი) გრადუალისტური მიდგომა (რეფორმები იყო უფრო ნელი და თანმიმდევრული, ხოლო სახელმწიფო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ბაზრის ფორმირებაში, - Sputnik ) გამოიყენეს.
მეორე ჯგუფის ქვეყნებმა მთლიანობაში წარმატებით გადალახეს 1990-იანი წლების ტრანსფორმაციული კრიზისი. მაგალითად, თუ საწყის ეტაპზე საქართველოსა და რუსეთში მშპ 9,2%-ით და 5,4%-ით შემცირდა, ბელარუსსა და უზბეკეთში მშპ-მ 2,1%-ითა და 0,6%-ით დაიწია.
მომდევნო წლებში ეკონომიკური ტრანსფორმაციის მოდელები იცვლებოდა. მაგალითად, 2000-იანი წლების დასაწყისში რუსეთმა და ყაზახეთმა გააძლიერეს სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში.
„დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მთავარი ტრენდი იყო არჩევანი - საჭირო იყო თუ არა სახელმწიფოს წამყვანი როლის შენარჩუნება ქვეყნის ეკონომიკაში, - ამბობს ვიაჩესლავ კოლომინი.- ის, რაც ახლა გვიჭირავს ხელში, აღნიშნული არჩევანის შედეგებს ასახავს. ერთი მხრივ, არის, მაგალითად, ბელარუსი, სადაც ხელისუფლებამ შეძლო სამრეწველო პოტენციალის შენარჩუნება, სადაც დღეს საკმაოდ განვითარებული ეკონომიკაა, მაგრამ მიზეზთა და მიზეზთა გამო ის მაინც არ არის ყველაზე ეფექტური და მანევრული ორიენტირების შეცვლის თვალსაზრისით. მეორე მხრივ, არიან ქვეყნები, სადაც სახელმწიფო დიდწილად „დაშორდა“ ეკონომიკას, მაგალითად, საქართველო, ან ნაწილობრივ, უკრაინა. როგორც აღმოჩნდა, არცერთი გზა არ აღმოჩნდა სწორი. სწორი იყო „ოქროს შუალედის“ გამონახვა.
ექსპერტის თქმით, ამ „ოქროს შუალედს“ ნაწილობრივ ინარჩუნებს რუსეთი.
„მნიშვნელოვანია ეროვნული კაპიტალის, მსხვილი ტრანსნაციონალური ბიზნესის არსებობა. უკეთ გასაგები რომ იყოს: ბევრ ქვეყანაში, მაგალითად, იტალიაში, სლოვენიაში - მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანიები მუშაობდნენ იმ მომენტამდე, ვიდრე ქვეყანამ განვითარების გარკვეულ დონეს არ მიაღწია, ვიდრე ქვეყანაში გარკვეულ დონემდე არ აიწია შრომითი რესურსების ღირებულებამ. როდესაც ეს ხდებოდა, კომპანიას თავისი საქმიანობა სხვა ქვეყნებში გადაჰქონდა, წარმოებისა და სამუშაო ძალის სიიაფის გამო. ამას შედეგად მოჰყვებოდა პრობლემები იმ ქვეყანაში, საიდანაც კომპანია მიდიოდა“, - აღნიშნავს ვიაჩესლავ კოლომინი.
სხვაზე ასეთი ხარისხით დამოკიდებულებ დამახასიათებელია პოსტსაბჭოური სივრცის მრავალი ქვეყნისთვის, აღნიშნავს იგი, მაგრამ არა რუსეთისთვის.
„რუსეთმა მოახერხა ნაციონალური კაპიტალის შენარჩუნება, რომლის წყალობითაც ქვეყანა დღეს არ არის ასე ძლიერ დამოკიდებული სხვა ქვეყნების საგარეო ეკონომიკურ კონიუნქტურაზე და საერთოდ სხვა ქვეყნებზე. ეს უფრო სტაბილური მოდელია“, - ამბობს კოლომინი.
„იმის შესაფასებლად, თუ რას მიაღწიეს ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა, უნდა გვესმოდეს, როგორი სასტარტო პოტენციალით გამოეყვნენ ისინი სსრკ-ს, - განაგრძობს ალექსეი ზუბეცი. - მსოფლიოში ფულის შოვნა ორი გზით შეიძლება - მაღალი ტექნოლოგიების დახმარებით და ამა თუ იმ ნედლეულის ექსპორტით. მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებში ყველაფერი არც ისე კარგადაა, შესაბამისად, ახალი ქვეყნების სასტარტო პოტენციალს წარმოადგენდა ის საქონელი, რომლის გაყიდვაც საგარეო ბაზრებზე შეიძლებოდა“.
მიხეილ გოლოვნინი და რუსლან გრინბერგი ასევე ყოფენ პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებს (ბალტიის ქვეყნების გარდა) რამდენიმე ჯგუფად - ენერგომატარებლების ექსპორტიორი ქვეყნები (რუსეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი და ნაწილობრივ უზბეკეთი), მიგრანტების ფულად გადარიცხვებზე დამოკიდებული ქვეყნები (ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, მოლდავეთი, საქართველო), ასევე ბელარუსი და უკრაინა, რომლებიც არც პირველ კატეგორიას მიეკუთვნებიან და არც მეორეს.
პირველი ჯგუფის ქვეყნების ეკონომიკა განვითარების მეტნაკლებად კეთილსაიმედო დინამიკას ამჟღავნებს. მეცნიერების აზრით, ეს აიხსნება ენერგომატარებლების მაღალი ფასით 2000-2013 წლებში. თუმცა 2014 წლის შემდეგ ნავთობის ფასების დინამიკა არასტაბილური გახდა. ძველ დონეს ფასები უკვე აღარ უბრუნდება, რის შედეგადაც პირველი ჯგუფის ქვეყნების ეკონომიკა საგრძნობლად შენელდა.
მეორე კატეგორიის ქვეყნები იყოფიან იმისდა მიხედვით, ვინ რამდენადაა დამოკიდებული მიგრანტების ფულად გადარიცხვებზე. ამ ფაქტორზე მეტად დამოკიდებული არიან ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, სადაც ფულადი გადარიცხვების მიმართება მშპ-სთან 27-28%-ია. სომხეთში, საქართველოსა და მოლდავეთში აღნიშნული მაჩვენებელი 2020 წელს 10-დან 16%-მდე მერყეობდა.
„ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიგრანტებზე დამოკიდებულების ხარისხი, საქართველოს გარდა, პრაქტიკულად ამ ჯგუფის ყველა ქვეყანაში მცირდება“, - აღნიშნავენ მეცნიერები.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, რომლებიც დასავლეთის მეურვეობის გარეშე დარჩნენ, „დანაწევრდნენ“. ეკონომიკური ტრანსფორმაციის სფეროში წარმატებები დიდწილად აიხსნება რესურსების არსებობით და ეკონომიკური განვითარების წარმატებული მოდელის შერჩევით.
შედარებით დინამიკურად განვითარებად ქვეყნებს შორის არიან ნედლეულის ექსპორტიორი ქვეყნები - ყაზახეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ასევე სომხეთი, რომელმაც დაბალი ნიშნულიდან დაიწყო და მიგრანტების მხარდაჭერა (დიდი დიასპორის წყალობით) მიიღო. ეკონომიკური განვითარების დონით ამჟამად ლიდერობენ რუსეთი, ყაზახეთი და ბელარუსი.
შედარებით დაბალი ეკონომიკური დინამიკა შეიმჩნევა უკრაინასა და მოლდავეთში, რომლებიც საგრძნობლად დაზარალდნენ 1990-იანი წლების ტრანსფორმაციული კრიზისისგან და ვერ შეძლეს მდგრადი ეკონომიკური განვითარების მოდელის ჩამოყალიბება.
ამასთან, უკრაინა, ალექსეი ზუბეცის აზრით, სსრკ-ის დაშლის მომენტში ტექნოლოგიების, მრეწველობის განვითარებისა და პერსპექტივების თვალსაზრისით, „უდავო ჩემპიონი“ იყო.
„ათწლეულების განმავლობაში იქ შენდებოდა სამრეწველო პოტენციალი სხვადასხვა ტექნიკურად რთული პროდუქციის წარმოებისთვის. თუმცა ისე მოხდა, რომ უკრაინამ ეს პოტენციალი ქარს გაატანა. ამჟამად ის არ არსებობს, მათ ვერ შეძლეს მისი გამოყენება“, - განმარტავს ექსპერტი.
რამ განაპირობა ზოგიერთის წარმატება და ზოგიერთის წარუმატებლობა?
„ყოფილი სსრკ-ის ყველა ქვეყანა დაიყო გარეშე დახმარებისა და ნედლეულის არსებობის მიხედვით. ესაა პირველი ფაქტორი, რომელმაც პოსტსაბჭოური განვითარების ხარისხი განსაზღვრა“, - ამბობს ალექსეი ზუბეცი.
მეორე ფაქტორად იგი ასახელებს დემოგრაფიას. „არიან ქვეყნები, სადაც მოსახლეობის გამოკვება შეიძლება და არიან ქვეყნები, სადაც სახელმწიფო მოსახლეობას ნორმალური ცხოვრების პირობებს ვერ უქმნის, რაც იწვევს გადინებას, იზრდება შრომითი მიგრაცია“, - განმარტავს ექსპერტი.
მისი სიტყვებით, ბევრ პოსტსაბჭოურ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობა სსრკ-ის დაშლის შემდეგ გაიზარდა, ის ზედმეტი გახდა და ქვეყნის ეკონომიკას მძიმე ტვირთად დააწვა.
ექსპერტის აზრით, მესამე ფაქტორი არის ელიტების ხარისხი. „არიან სახელმწიფოები, სადაც ელიტა ჩამოყალიბდა, და არიან სახელმწიფოები, სადაც ვერ ჩამოყალიბდა. თუ პოსტსაბჭოურ სივრცეს შევხედავთ, ობიექტური მიზეზების გამო ძირითადი მასა ხალხისა, ვისაც შეეძლო ელიტად ჩამოყალიბება, მოსკოვში იმყოფებოდა. ის იყო სსრკ-ის ინტელექტუალური რესურსების კონცენტრაციის ცენტრი, შესაბამისად, ელიტების უმრავლესობა რუსეთს ერგო“, - აღნიშნავს ალექსეი ზუბეცი.
მისი სიტყვებით, მხოლოდ რესურსები საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია ადამიანური ფაქტორიც - ამ რესურსებს ვიღაც უნდა განკარგავდეს და მოსახლეობას ეკონომიკური განვითარების შედარებით გასაგებ და ქმედით სტრატეგიას სთავაზობდეს. „თუ ყაზახეთსა და აზერბაიჯანში ელიტები „შეიქმნა“, უკრაინაში ეს არ მოხდა, - ამბობს ექსპერტი. - ბალტიისპირეთში იყვნენ ადამიანები, რომლებიც დასავლეთში გაემგზავრნენ და იყვნენ ისეთებიც, რომლებიც კავშირის დაშლის შემდეგ დაბრუნდნენ. ამასთან, არ უნდა დავივიწყოთ ევროკავშირის მფარველობა, რომელიც ასეთ ელიტებს ფეხზე დადგომაში დაეხმარა“.
ისიც აღსანიშნავია, რომ რუსეთი სსრკ-ის სამართალმემკვიდრეა, აღნიშნავს ალექსეი ზუბეცი. „მოსკოვმა თავის თავზე აიღო საბჭოთა კავშირის ყველა ვალი, რის ხარჯზეც დანარჩენმა რესპუბლიკებმა მოიპოვეს წვდომა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კრედიტებზე. ისინი გავიდნენ მსოფლიო ასპარეზზე სუფთა ფურცლით, რისი წყალობითაც, უხეშად რომ ვთქვათ, შეძლეს იაფი კრედიტების მიღება, საკუთარი ეკონომიკური ტრანსფორმაციის წამოწყება სსრკ-ის დაშლის შემდეგ“, - ამბობს ექსპერტი.
მისი თქმით, პრაქტიკულად ყველა პოსტსაბჭოური რესპუბლიკა 1990-იანების დასაწყისში გადახდისუუნარო იყო, არ ჰქონდა არა მხოლოდ საბჭოთა ვალების გადახდის, არამედ ახალი, საკუთარი ვალების გადახდის შესაძლებლობა.
„უკრაინა 1990-იან წლებში გადარჩა რუსეთის დახმარებით, რომელიც იაფ საწვავს, გაზსა და სხვა რესურსებს აწვდიდა ქვეყანას. რუსეთს მართლაც რომ მოენდომებინა უკრაინის დანგრევა, რაშიც დღეს მოსკოვს ადანაშაულებენ, 1990-იანების დასაწყისი ამისთვის იდეალური დრო იყო. უკრაინა მაშინ, მარტივად რომ ვთქვათ, სულს ღაფავდა. რუსეთში ყველაფერი გაცილებით მარტივად და უკეთესად იყო, ვიდრე უკრაინაში. ყველაფრისთვის საბჭოთა ვალებიც რომ დაემატებინათ, ისინი უბრალოდ ვერ გაუძლებდნენ, ისევე როგორც ბევრი სხვა რესპუბლიკა“, - ამბობს ზუბეცი.
„სსრკ-ის დაშლით, ჩემი აზრით, რუსეთმა იხეირა, - განაცხადა ვიაჩესლავ კოლომინმა. - აღმოჩნდა, რომ დაშლის შემდეგ რუსეთს აღარ სჭირდებოდა სხვა რესპუბლიკებისთვის დახმარების აღმოჩენა“.
„რუსეთისთვის სსრკ-ის დაშლა ალბათ ხელსაყრელი იყო, - ეთანხმება მას ალექსეი ზუბეცი. - რადგან 1991 წლის მდგომარეობით თითქმის ყველა ძირითადი საექსპორტო რესურსი, რომელიც შემდეგ სსრკ-ის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ამაღლებას ხმარდებოდა, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ისე გამოვიდა, რომ რესურსისა და საექსპორტო პოტენციალის 80% რუსეთს დარჩა და ქვეყანა გათავისუფლდა ეკონომიკური თვალსაზრისით არაეფექტური რეგიონებისგან, მოსახლეობის 40%-ისგან, რომელიც ეკონომიკას ტვირთად აწვებოდა. აღარ იყო აუცილებელი, ამ მოსახლეობის უზრუნველყოფა ნორმალური ცხოვრების პირობებით, სხვა რესპუბლიკების დაფინანსება, რომლებიც სულადობით გაცილებით მეტ დაფინანსებას იღებდნენ, ვიდრე რუსეთის ფედერაცია. ამ ყველაფერმა რესურსებს რუსეთში მოუყარა თავი და დაეხმარა მას იმ პრობლემების დაძლევაში, რომლებიც 1970-80-იან წლებში წამოიჭრა“.
სსრკ-ის დაშლის შედეგად დაზარალდნენ საქართველო, მოლდავეთი და ცენტრალური აზიის თითქმის ყველა სახელმწიფო (ყაზახეთისა და უზბეკეთის გარდა), ფიქრობს ვიაჩესლავ კოლომინი. „მათ დაკარგეს ცენტრის - მოსკოვის მხარდაჭერა, რომლითაც საბჭოთა ეპოქაში სარგებლობდნენ, როდესაც რესპუბლიკები გაცილებით მეტს მოიხმარდნენ, ვიდრე აწარმოებდნენ. დაკარგეს მნიშვნელოვანი დოტაციები, რუსეთიდან და სხვა განვითარებული რესპუბლიკებიდან ფასეული კადრების გადადინება“, - ამბობს იგი.
ზუბეცის თქმით, დღეს საკმაოდ მაღალ დონეზეა ბალტიის ქვეყნების, რუსეთის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკები. „მეორე ველზე“ არიან ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, რომლებიც მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების რიცხვს განეკუთვნებიან, ასევე მოლდავეთი და უკრაინა, „უღარიბესი, ევროპის მეტნაკლებად განვითარებული ქვეყნები“.
„ეს ყველაფერი არის ელიტების ეფექტურობისა და მათი უნარის შედეგი, გაუმკლავდნენ სსრკ-ის დაშლის შემდეგ წარმოქმნილ პრობლემებს. აი ეს სუბიექტური ადამიანური ფაქტორი აღმოჩნდა მეტად მნიშვნელოვანი ამა თუ იმ სახელმწიფოს წარმატებისა თუ წარუმატებლობისთვის“. - დაასკვნა ექსპერტმა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს!