დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 დეკემბერი

© Pixabay / GLadyშემოდგომის ფოთოლი ნაწვიმარ ჭიშკარზე
შემოდგომის ფოთოლი ნაწვიმარ ჭიშკარზე - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 26 დეკემბერია, კვირა. კლებადი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელი დროა ურთიერთობებისთვის. შესაძლებელია შეთანხმება უთანხმოებებისა და ხანგრძლივი კამათის გარეშე, კომპრომისების მიღწევა. არაა გამორიცხული საერთო ინტერესებსა და შეხედულებებზე დაფუძნებული მეგობრობის დაწყება. დღის მეორე ნახევარი დაძაბული იქნება. ზოგს სწრაფი და კარდინალური ცვლილებები უნდა, ზოგს კი არსებული ვითარების შენარჩუნება. ამის გამო მარტივი საქმეების მოგვარებაც კი შეიძლება გაჭიანურდეს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 დეკემბერი>>
ვერძი: კარგი დღეა მნიშვნელოვანი საქმეების მოსაგვარებლად. მოახერხებთ ათას რამეზე ფიქრს, რამდენიმე საკითხის გადაწყვეტას ისე, რომ არაფერი აგერევათ და არ დაგავიწყდებათ. კარგი დღეა ნაცნობობისთვის. ხართ მომხიბლავი და თქვენდამი სიმპათიით იმსჭვალებიან ის ადამიანებიც კი, რომლებიც ძალზე მომთხოვნი არიან და გარშემომყოფებში მხოლოდ ნაკლოვანებებს ხედავენ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
„სიფრთხილის“ ჰოროსკოპი, ანუ რას უნდა მოერიდონ ზოდიაქოს ნიშნები 2022 წელს
კურო: შესანიშნავი დღეა ურთიერთობების, თანამოაზრეების შეკრებისთვის. თქვენი იდეები ბევრს მოსწონს. თუ მხად ხართ, რთულ საქმეს შეეჭიდოთ, დახმარების მსურველი ბევრი იქნება. მოსალოდნელია სიურპრიზები, მათ შორის, რომანტიკული. თუ რამე გეგმის მიხედვით არ წავიდა, თქვენ წონასწორობასა და კონტროლს არ კარგავთ. ამის წყალობით იმაზე მეტს მიაღწევთ, ვიდრე ელოდებოდით.
ტყუპი: დღე შესაძლოა, მარტივად არ დაიწყოს. აქ საქმე უფრო თქვენს განწყობას ეხება, ვიდრე მიმდინარე მოვლენებს. განიცდით სულ უბრალო წვლიმანებსაც კი. მაგრამ თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა. დღის მეორე ნახევარი კარგად აეწყობა. შესანიშნავი დროა იმ საქმეებისთვის, რომლებიც გადადეთ და აქამდე მათი დამთავრება ვერ მოახერხეთ.
კირჩხიბი: კარგი იქნება, თუ დღის პირველი ნახევრისთვის რამე სასიამოვნოსა და საინტერესოს დაგეგმავთ. ეს დაგეხმარებათ, რომ გონება უსიამოვნო მოგონებებისგან გაათავისუფლოთ. განწყობა მალე გაუმჯობესდება და ნაშუადღევს უკვე კარგ ხასიათზე დადგებით. დღის მეორე ნახევარი ნაყოფიერი დროა, როცა შეგიძლიათ სწავლას ან შემოქმედებით საქმიანობას მიჰყოთ ხელი.
ვეფხვები - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
2022 – ცვლილებების წელი: ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ლომი: ხელსაყრელი დღეა როგორც დიდი საქმეების გასაკეთებლად, ისე ნაკლებად შთამბეჭდავი საქმიანობისთვის. სწრაფად გაუმკლავდებით რთულ საკითხებს, ასევე შეძლებთ გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანების დახმარებას. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. შეგიძლიათ დაილაპარაკოთ მნიშვნელოვან საკითხებზე, მშვიდად განიხილოთ თემები, რომლებზეც აქამდე უთანხმოებები გქონდათ.
ქალწული: არ გადადოთ რთული საქმეები, რადგან დილით უფრო ადვილია მათთან გამკლავება. კარგი დროა ასევე ურთიერთობებისთვის. ადვილად პოულობთ საერთო ენას სხვადასხვა ადამიანთან. დღის მეორე ნახევარი რამდენადმე რთული იქნება – გაჩნდება ახალი საზრუნავი, გაგიჭირდებათ ერთ რამეზე ყურადღების გამახვილება. მაგრამ გვერდით გეყოლებიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, დაგეხმარონ.
სასწორი: როგორც არ უნდა აეწყოს დღე, სიმშვიდეს შეინარჩუნებთ. თუ რამე გეგმის მიხედვით არ წავიდა, მალე გაერკვევით სიტუაციაში, მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს. მტკიცე განწყობის წყალობით საქმეებს აუცილებლად გაუმკლავდებით. თქვენთან ურთიერთობა ადვილი და სასიამოვნოა. შეიძლება მგზავრობა მეგობრებთან ერთად. კარგად ჩაივლის რომანტიკული პაემანი.
ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
ზოდიაქოს ნიშნები – „გამოუსწორებელი" ოპტიმისტები
მორიელი: არცთუ საუკეთესო დღეა მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეების გასაკეთებლად. გიჭირთ მობილიზება მაშინაც კი, როცა აცნობიერებთ, რომ ეს აუცილებელია. სამაგიეროდ, დღე მიესადაგება იმას, რომ რამე ახალსა და საინტერესოს შეუდგეთ, თუნდაც ამ საქმეს სარგებელი არ ჰქონდეს. გაგახარებთ, რომ დიდი ხნის სურვილის ასრულების შანსი გაგიჩნდათ.
მშვილდოსანი: კარგი დღეა ახალი რამის დასაწყებად. იდეების გაზიარებისთვის, ინიციატივის გამოსაჩენად. თანამოაზრეებს მალე იპოვით. შესაძლებელია მეგობრული ურთიერთობების დაწყება, რაც უამრავ პოზიტიურ მომენტს გაჩუქებთ. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობის დროს. შესაძლებელია რაღაც გაუგებრობები და ამის გამო დაყოვნება. ხელსაყრელია ფინანსური მხარე.
თხის რქა: შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის. კარგი დროა სამომავლო გეგმების განხილვისთვის. არაა გამორიცხული უჩვეულო შეხვედრები, რომლებიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ. სწრაფად გაუმკლავდებით საოჯახო საქმეებს, ყოფით პრობლემებს. შესაძლებელია მოულოდნელი ხარჯები, მაგრამ, დიდი ალბათობით, დიდ თანხაზე არაა საუბარი.
გულის ფორმის სუვენირები - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
2022 – სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რას უმზადებს შავი წყლის ვეფხვი ზოდიაქოს ნიშნებს
მერწყული: შესანიშნავი დღეა ნებისმიერი სასარგებლო საქმიანობისთვის. მშვენივრად უმკლავდებით საქმეებს, რომლებიც აქამდე ძალზე რთული გეგონათ, პოულობთ პასუხებს არაერთმნიშვნელოვან კითხვებზე. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა. იოლად პოულობთ საერთო ენას სხვადასხვა ტიპის ადამიანთან. არაა გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყებაც.
თევზები: შესანიშნავი დღეა. ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან. შეგიძლიათ მიაღწიოთ იმას, რაც აქამდე წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ. თქვენი ძალისხმევის წყალობით შესაძლებელია რაღაც საოჯახო პრობლემის გადაწყვეტა. კარგად ჩაივლის მგზავრობა. ეს პოზიტიურ ემოციებსა და კაშკაშა შთაბეჭდილებებს მოგიტანთ. შესაძლებელი იქნება იმ ნივთების ყიდვა, რომლებსაც დიდი ხანია, ეძებდით.
ყველა ახალი ამბავი
0