დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 დეკემბერი

© Albumarium / Caleb Ralstonვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 25 დეკემბერია, შაბათი. კლებადი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
მოულოდნელი მოვლენებისა და ცვლილებების დღეა. იხსნება ახალი პერსპექტივები, ცხადი ხდება, თუ რისი შეცვლაა საჭირო ცხოვრებაში. საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება ინტუიციის მინიშნებების მიმართ. კარგი იქნება საკუთარ გრძნობებში, სურვილებში გარკვევა, დაფიქრება იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ უფრო კომფორტული გახდეს როგორც საკუთარი, ისე ახლობლების ცხოვრება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 დეკემბერი>>
ვერძი: დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელი, საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება. შესაფერისი დროა ახალი საქმის დასაწყებად, რთული ამოცანების გადასაწყვეტად. სასიამოვნო იქნება ძველ მეგობრებთან და ნაცნობებთან შეხვედრა. დღის მეორე ნახევარი დასვენებისთვის გამოიყენეთ, ან ისეთი საქმე გააკეთეთ, რომელიც გსიამოვნებთ და არ დაგღლით.
ვეფხვი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
2022 – ვეფხვი: როგორი წელი იქნება აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
კურო: არ იჩქაროთ. დილა არახელსაყრელი დროა მნიშვნელოვანი საქმეების, გმირული საქციელისთვის, ასევე შესახვედრად იმ ადამიანებთან,რომლებზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გინდათ. დღის მეორე ნახევარი უფრო საინტერესო იქნება. ადვილად პოულობთ საერთო ენას ადამიანებთან. ოჯახის წევრებისგან სასიამოვნო სიახლეები შეიძლება გაიგოთ.
ტყუპი: დღის პირველი ნახევარი, დიდი ალბათობით, მოულოდნელობების გარეშე არ ჩაივლის, მაგრამ შესანიშნავად შეძლებთ იმპროვიზირებას. დაგეხმარებათ ინტუიციაც. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდი იქნება. შესაძლებელია ადრე დაწყებული საქმეების დასრულება, ყოფითი საკითხების გადაჭრა, რამის ყიდვა სახლისთვის. მოსალოდნელია მცირე თანხის მიღება.
კირჩხიბი: თუ რამე ახლის დაწყება გინდათ, ეს დღე თქვენთვისაა. შესანიშნავი დროა ექსპერიმენტებისთვის. ინტუიცია უშეცდომოდ გიკარნახებთ, როგორ უნდა იმოქმედოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლობლების მხარდაჭერა. თუ ეს მოგაკლდათ, შეიძლება ხასიათი წაგიხდეთ. კარგი დღეა მათთან მნიშვნელოვან საკითხებზე დასალაპარაკებლად.
გულის ფორმის სუვენირები - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
2022 – სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რას უმზადებს შავი წყლის ვეფხვი ზოდიაქოს ნიშნებს
ლომი: არცთუ მარტივი, მაგრამ მაინც სასიამოვნო დღეა. შესაძლებელია რაღაც მოულოდნელობები, მაგრამ გადაულახავი ბარიერები არ გაჩნდება. შესაძლებელია კარგი სიახლეების გაგება, საქმიანი წინადადების მიღება. შესანიშნავი დღეა მეგობრებთან შესახვედრად, რომანტიკული პაემნისთვის. გაგახარებთ ურთიერთობები. მოსალოდნელია თანხის მიღება.
ქალწული: არ გაბრაზდეთ წვრილმანების გამო. დღის პირველი ნახევარი მარტივი დრო არ არის. თუ თავს გააკონტროლებთ, სერიოზული პრობლემები არაა მოსალოდნელი. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზებია გელოდებათ. გაგაარებთ ძველ ნაცნობებთან შეხვედრა, გენქბეათ ძველი კავშირების აღდგენის შანსი. საღამო კარგი დროა რომანტიკული პაემნისთვის.
სასწორი: ხელსაყრელი დღეა. ხართ მტკიცედ განწყობილი, ენერგიული. შეგიძლიათ რთულ საქმეს შეეჭიდოთ. შესანიშნავი დღეა ნებისმიერი შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ზოგიერთი თქვენგანი თავისი ნიჭის გამოყენებას შეძლებს, მიხვდება, როგორ შეიძლება აქციოს ჰობი შემოსავლის წყაროდ. საღამოს სასიამოვნო შეხვედრები და ასევე საჩუქრები გელოდებათ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2018
ზოდიაქოს ნიშნები – ენერგეტიკული ვამპირები და დონორები
მორიელი: იღბლიანი დღეა. სანერვიულო არაფერი გაქვთ – შესანიშნავად გაუმკლავდებით ყველაფერს, რასაც ხელს მოკიდებთ. ადამიანებს მშვენივრად ეკონტაქტებით. შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომელთანაც შემდეგ სასიყვარულო ურთიერთობებს გააბამთ. კარგი იქნება საოჯახო საქმეების გაკეთება, ყოფით პრობლემებს სწრაფად გადაწყვეტთ.
მშვილდოსანი: ვარსკვლავები მხარს გიჭერენ და ეს უნდა გამოიყენოთ, რათა განახორციელოთ მნიშვნელოვანი გეგმები. კარგი იქნება სამომავლო გეგმების განხილვა საქმიანობასთან დაკავშირებით. დღის მეორე ნახევარში არ დაგეგმოთ დამღლელი, რთული საქმეები. კარგი დროა დასვენებისთვის. საკმარისია მცირე პაუზა, რომ კვლავ მხნედ და ენერგიულად იგრძნოთ თავი.
თხის რქა: დღის დასაწყისში გაგიჭირდებათ თავის გაკონტროლება, ემოციური ფონი დაძაბულია. თუმცა შეძლებთ ჯანსაღი გონების შენარჩუნებას, ეცდებით, არ აჰყვეთ წამიერ სურვილებს. თანდათანობით განწყობა გაუმჯობესდება. დღის მეორე ნახევარში ნებისმიერი საქმიანობა შეგიძლიათ, სასურველ შედეგს სწრაფად მიიღებთ. შესაძლებელია სასიამოვნო შეხვედრები.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2018
ზოდიაქოს ნიშნების ვენდეტა
მერწყული: დღე კარგად ჩაივლის, რაღაც სირთულეები შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ ეს ჩანაფიქრზე უარს ვერ გათქმევინებთ. ენთუზიაზმით იპყრობთ ახალ მწვერვალებს, გამალებით ეძებთ დაბრკოლებების გადალახვის გზებს და ეს ყველაფერი შესანიშნავად გამოგივათ. ყურადღება მიაქციეთ თუნდაც უმნიშვნელო მოვლენებს, რადგან მთ შეიძლება საინტერესო იდეები მოიტანოს.
თევზები: არ იჩქაროთ. თუ შეინარჩუნებთ სიმშვიდეს, არ აჰყვებით პროვოკაციებს და თითოეულ ნაბიჯს დაფიქრებით გადადგამთ, შეძლებთ არა მხოლოდ შეცდომების თავიდან აცილებას, არამედ რთულ საქმესთან შესანიშნავად გამკლავებასაც. იღბლიანი დღეა ფინანსური თვალსაზრისით. მოსალოდნელია თანხის მიღება, მათ შორის მოულოდნელი წყაროებიდან.
ყველა ახალი ამბავი
0