დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 დეკემბერი

© Pixabay / kolibri5ცხენოსანი ბიჭი ზღვის პირას
ცხენოსანი ბიჭი ზღვის პირას - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 24 დეკემბერია, პარასკევი. კლებადი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
ხელსაყრელი დღეა. იქნება სიხარულის არაერთი საბაბი, გაჩნდება საინტერესო იდეები. შედარებით რთული იქნება ურთიერთობები გარშემომყოფებთან, მაგრამ სერიოზული კამათი და კონფლიქტი მოსალოდნელი არ არის. საღამოს კარგი იქნება სამომავლო გეგმებზე დაფიქრება, რადგან ადამიანები ვითარებას რეალურად აფასებენ და ილუზიებს არ აწყობენ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 დეკემბერი>>
ვერძი: კარგი დღეა საქმიანი ურთიერთობებისთვის, სამომავლო გეგმებისა და პერსპექტივების განხილვისთვის. ხართ ოპტიმიზტურად განწყობილი, რაც გარშემომყოფებისთვის სტიმულის მიმცემია. ჰარმონიულად ეწყობა პირადი ურთიერთობები, თუმცა ახლობლები ყოველთვის სწორად ვერ გიგებენ. თქვენ მზად ხართ, მათ არაერთხელ აუხსნათ თქვენი მოსაზრებები. მოახერხებთ დაძაბული ვითარებების განმუხტვას.
ვეფხვები - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
2022 – ცვლილებების წელი: ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
კურო: არ ინერვიულოთ პრობლემებისა და სირთულეების გამო, რომლებიც დღის პირველ ნახევარში შეიძლება გაჩნდეს. ძირითადად, ეს წვრილმანები იქნება. ახლა დაძაბული ემოციური ფონის გამო ყველაფერს დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და თქვენი განწყობაც გამოკეთდება. დღის მეორე ნახევარი უფრო იღბლიანი იქნება. გელოდებათ თანხის მიღება და რომანტიკული სიურპრიზები.
ტყუპი: მარტივი არა, მაგრამ საინტერესო დღე გელოდებათ. უკან არ იხევთ გაჩენილი პრობლემების გამო და ეს შესანიშნავ შედეგებს მოგცემთ. შესაძლებელია უჩვეულო ნაცნობობა, რომელიც საქმიანი თვალსაზრისით წაგადგებათ. ეცადეთ, განსაკუთრებულად ყურადღებიანი იყოთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებში. უმნიშვნელო შეცდომასაც კი უსიამოვნებების მოტანა შეუძლია. დააკვირდით, რა დოკუმენტს აწერთ ხელს და რა წერია „წვრილი შრიფტით“.
კირჩხიბი: ბევრი რამ გამოგდით კარგად. ხშირად საუკეთესო შედეგების მისაღწევად დიდი ძალისხმევაც არ გჭირდებათ – უბრალოდ, საჭირო დროს საჭირო ადგილას ხვდებით. გამოცდილების წყალობით სამუშაოზე შეცდომებს არ დაუშვებთ და ბევრ საკითხს გადაჭრით სწრაფად. გარშემომყოფებთან საერთო ენას ადვილად პოულობთ. ხართ ძალზე მომხიბლავი და ეს გულგრილს არავის ტოვებს. ადამიანებზე ძალიან კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ.
ქალი ცაში აპყრობილი ხელებით - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
ბედის შანსები: ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2022 წელი წარმატებული
ლომი: დღეს ბევრი რამ მიგაქვთ გულთან ახლოს. ხშირად უმნიშვნელო შემთხვევაც კი გაიძულებთ, დაფიქრდეთ, რამე ხომ არაა შესაცვლელი გეგმებში. საბედნიეროდ, გვერდით იქნებიან ადამიანები, რომლებიც სწორი გზისკენ გიბიძგებენ. მაქსიმალურად მშვიდად და კონსტრუქციულად უნდა განიხილოთ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება სამუშაოს, ფულს, დოკუმენტებს ან ქონებას. ამ კუთხით ინტუიციას მოუსმინეთ.
ქალწული: ყველაფერი ადვილად არ გამოგდით, მაგრამ ოპტიმისტურ განწყობას არ კარგავთ. სწორედ ამ დამოკიდებულების წყალობით გაიმარჯვებთ იქ, სადაც სხვები დამარცხდნენ. ბევრი თქვენგანი დაეხმარება რთულ სიტუაციაში ჩავარდნილებს. ეს ძალას წაგართმევთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სიკეთე ბუმერანგის პრინციპით მოქმედებს. გაგახარებთ ახლობლების მხარდაჭერა. კარგი დღეა საოჯახო ღონისძიებებისთვეი, მეგობრებთან შესახვედრად.
სასწორი: შესანიშნავი, ნაყოფიერი დღეა. შეგიძლიათ ძალიან რთულ საქმეებთან შეჭიდება, პირველი ნაბიჯების გადადგმა ახალი მიმართულებით. კარგად ჩაივლის საქმიანი შეხვედრები. პოზიტიური ტენდენციების გავლენა შესამჩნევია პირად ურთიერთობებშიც. უთანხმოებები წარსულს ჩაბარდება. ადვილი იქნება შეთანხმება ადამიანებთან, რომელთა მოსაზრებები თქვენთვის მნიშვნელოვანია. შესანიშნავად ჩაივლის რომანტიკული პაემანიც.
ვეფხვი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
2022 – ვეფხვი: როგორი წელი იქნება აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
მორიელი: ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი საუბრების, სერიოზული თემების განხილვისთვის. იოლად ხვდებით, რა სურთ ირგვლივ მყოფებს. შეიძლება სამუშაო გეგმებზე მსჯელობა. საიმედო ადამიანები შესანიშნავ რჩევებს მოგცემენ. მტკიცე განწყობის წყალობით აღწევთ ჩანაფიქრს, თუნდაც გზაზე დაბრკოლებები გაჩნდეს. ბევრ თქვენგანს ახლობლები დაეხმარებიან. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ დღეს ახდეს თქვენი დიდი ხნის ოცნება.
მშვილდოსანი: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ საქმეებში ინიციატივა გამოიჩინოთ. თქვენი იდეები ზოგს ძალიან თამამი (და სარისკოც კი) მოეჩვენება, მაგრამ გამოჩნდებიან მსურველებიც, რომლებიც სიამოვნებით დაგეხმარებიან. არაა გამორიცხული, რომ სწორედ დღეს მიხვდეთ, როგორ გაზარდოთ შემოსავალი ან როგორ წაიწიოთ კარიერულ კიბეზე. ინტერესითა და სიხარულით იღებთ ახალ წინადადებებს. ბევრს გაუჩნდება თქვენთან დაახლოების სურვილი.
თხის რქა: დღეს საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებით აფასებთ და ამის გამო შეიძლება რთულ ვითარებაში აღმოჩნდეთ. სანამ რამე რთულს მოკიდებთ ხელს, კარგად დაფიქრდით, შეძლებთ თუ არა მის შესრულებას დამოუკიდებლად. იფრთხილეთ, თუ ვინმე დაჟინებით ცდილობს თქვენი სიმპათიის მოპოვებას და სხვადასხვა მაცდურ წინადადებას გთავაზობთ. პოზიტიურ განწყობაზე ჩვეული საქმეების გაკეთება დაგაყენებთ.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
ზოდიაქოს ყველაზე „გულცივი“ ხუთი ნიშანი, რომლებიც სიყვარულს ვერ გამოხატავენ
მერწყული: მშვიდი, ნაყოფიერი დღეა. ხშირად არც გიწევთ განსაკუთრებული შრომა, რომ წარმატებას მიაღწიოთ, საქმეები თითქოს თავისთავად კეთდება. დაგეხმარებათ ინტუიცია და მისი მინიშნებები. ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. ბევრი იჩენს თქვენთან დაახლოების სურვილს. არაა გამორიცხული მეგობრული ან სასიყვარულო კავშირის დაწყება, რაც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
თევზები: საკმაოდ მშფოთვარე დღეა. აქ საქმე მარტო მოულოდნელი მოვლენები არა, არამედ თქვენი დაძაბული ემოციურ ფონიცაა. მწვავე რეაქცია გაქვთ უმნიშვნელო შემთხვევებზეც, განიცდით ყველა წვრილმანის გამო, ნერვიულობთ, თუ რამე გეგმის მიხედვით არ მიდის. პოზიტიური ტენდენციების გავლენა დღის მეორე ნახევარში იმძლავრებს, ამას მალე იგრძნობთ, როდესაც თავის გაკონტროლების უნარი დაგიბრუნდებათ.
ყველა ახალი ამბავი
0