დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 დეკემბერი

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშივარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 20 დეკემბერია, ორშაბათი. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხდება ინტუიციის მინიშნებები. შესაძლებელია მოულოდნელი აღმოჩენები. ბევრი შეხედავს სხვა თვალით იმას, რაც აქამდე ჩვეულებრივად ეჩვენებოდა. მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები, საინტერესო და ხანდახან უცნაური საუბრები. სიფრთხილეა საჭირო ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 დეკემბერი>>
ვერძი: დღის დასაწყისში რთული იქნება მცირე გაუგებრობების თავიდან აცილება. დიდი ალბათობით, გეგმის მიხედვით ვერ იმოქმედებთ, შესაძლებელია მოულოდნელი მოვლენები. მაგრამ სიტუაციას სწრაფად გაუმკლავდებით. ინტუიცია გიკარნახებთ, როგორ უნდა იმოქმედოთ. დღის მეორე ნახევარი საინტერესო საქმეებითა და სასიამოვნო შეხვედრებით გაგახარებთ. მოსალოდნელია წარმატებები საქმეებში.
ვეფხვები - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
2022 – ცვლილებების წელი: ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
კურო: მოულოდნელობებს თავს ვერ აარიდებთ. მათი უმრავლესობა სასიამოვნო იქნება. გარემოებები იღბლიანად აეწყობა ისე, რომ სწრაფად გაუმკლავდებით რთულ საქმეს, რომლის გაკეთება წარმოუდგენლად მიგაჩნდათ. კარგი დღეა მომავალ საქმიან პარტნიორთან შესახვედრად. ახლობლებისგან სასიამოვნო სიურპრიზებია მოსალოდნელი. დღის მეორე ნახევარში საყვარელ ადამიანს მნიშვნელოვან თემებზე შეგიძლიათ დაელაპარაკოთ.
ტყუპი: მშოთვარე და ძალზე საინტერესო დღე გელოდებათ. მოსალოდნელია სიურპრიზები. გაჩნდება გადასაწყვეტი ამოცანები, რომლებთან გამკლავება მარტივი არ იქნება. მაგრამ ეს არ გაშინებთ, პირიქით, ენთუზიაზმით ეკიდებით ამ საქმეებს და სწრაფად აღწევთ წარმატებებს. დღის მეორე ნახევარი მნიშვნელოვანი, პირადი თუ სამუშაო საკითხების განხილვას დაუთმეთ. ნებისმიერ საკითხზე საუბრისას სერიოზული და ყურადღებიანი იყავით.
კირჩხიბი: აჩქარება საჭირო არ არის. ხელსაყრელი დღეა საქმიანი თვალსაზრისით, მაგრამ ნებისმიერი ამოცანის გადაჭრას ჩვეულბრივზე მეტი დრო შეიძლება დასჭირდეს. არაა გამორიცხული კამათი კოლეგებთან, ხელმძღვანელობასთან. პირად ურთიერთობებში უკეთესობისკენ ცვლილებები, სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ. გექნებათ შესაძლებლობა, გაახაროთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანი.
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2021
ფინანსურად იღბლიანი კვირის დღეები და თვის რიცხვები – ისარგებლეთ მთვარის კალენდრით
ლომი: ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის: ირგვლივ მყოფები ყურადღებით გისმენენ, სწორად გიგებენ, ბევრ რამეში მხარს გიჭერენ. შესანიშნავი დღეა ფულთან და ქონებათან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად. აქ შეიძლება ინტუიციის ნდობა. მისი მინიშნებების წყალობით სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ არასრული ინფორმაცია გაგაჩნიათ. კარგი დღეა სახლისთვის სხვადასხვა ნივთის შესაძენად.
ქალწული: დილით კარგ ამბებს გაიგებთ. ამავე პერიოდში შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრები. სიამოვნებას მოგიტანთ ძველ მეგობრებთან შეხვედრა. მიღებული ინფორმაცია სამომავლო გეგმების განსაზღვრაში გამოგადგებათ. კარგი დღეა იმისთვის, რომ სამუშაოსა და სწავლისთვის აუცილებელი რაღაცები შეიძინოთ, იქნება ეს წიგნები, ტექნიკა თუ სხვა რამ. მაგრამ არ ღირს ფულის დახარჯვა უსარგებლო ნივთებზე, რომლებიც მხოლოდ თვალს ახარებს.
სასწორი: გაგიჭირდებათ სიმშვიდის შენარჩუნება. დღე მოულოდნელ მოვლენებს, ახალ ამოცანებს მოიტანს, რომლებიც სწრაფად არის გადასაწყვეტი. ამან შეიძლება გაგაღიზიანოთ, რადგან გეგმის მიხედვით ვერ იმოქმედებთ. ასევე გაგანაწყენებთ ის, რომ გარშემომყოფები ხშირად არასწორად გიგებენ. მიუხედავად ამისა, დღე არც ისე ცუდად ჩაივლის. რთულ საქმეებს სწრაფად გაუმკლავდებით, რადგან მათ შემოქმედებითად ეკიდებით.
ორსული ქალი მინდორში - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2019
ჭირვეული ორსულები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: არაერთი მოულოდნელობა გელოდებათ, მაგრამ კალაპოტიდან ვერც ერთი ვერ ამოგაგდებთ. სწრაფად გაერკვევით ახალ გარემოებებში, ხანდახან გადაწყვეტილებების გზადაგზა მიღება მოგიწევთ. გარშემომყოფები ხშირად მოგიწოდებენ, რომ არ აჩქარდეთ, მაგრამ ინტუიცია გკარნახობთ, რომ დრო არ ითმენს და არც ცდებით. კარგად ჩაივლის შეხვედრები, პირად ურთიერთობებში სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი.
მშვილდოსანი: მრავალფეროვანი დღეა. მოგიევთ ერთდროულად რამდენიმე საქმის გაკეთება, რთული საკითხების ერთიმეორის მიყოლებით გადაჭრა. ეს დამღლელია, მაგრამ იმდენად გაგიტაცებთ საქმიანობა, რომ დაღლას ვერ იგრძნობთ. გაგიჩნდებათ არაერთი კარგი იდეა, გეგმა. სურვილი გაქვთ,რომ ის ახლობლებს გაუზიაროთ, მათთან ერთად ყველაფერი დეტალურად განიხილოთ. შეგიძლიათ ასეც მოიქცეთ. მათგან მიიღებთ მხარდაჭერასა და სასარგებლო რჩევებს.
თხის რქა: დღის დასაწყისში რაღაც უსიამოვნო მომენტებია მოსალოდნელი, რამაც შეიძლება კალაპოტიდან ამოგაგდოთ. არცთუ საუკეთესო დროა ურთიერთობებისთვის, რადგან ჩვეულბრივზე მეტად გაღიზიანებული ხართ და ნებისმიერი წვრილმანის გამო შეიძლება გაბრაზდეთ. პოზიტიური ტენდენციების გავლენა სწრაფად გაიზრდება. დღის მეორე ნახევარში გელოდებათ სასიამოვნო სიურპრიზები, მათ შორის – რომანტიკული.
ციფრები - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
ნუმეროლოგიის მაგია – თუ გინდათ ფული მოიზიდოთ
მერწყული: შესანიშნავი დღეა. ადვილად უმკლავდებით როგორც ჩვეულ, ყოველდღიურ საქმეებს, ისე ახალსა და საკმაოდ რთულსაც. ხშირად ხართ ყურადღების ცენტრში, მაგრამ ეს უხერხულობას არ გიქმნით. შეგიძლიათ ისაუბროთ თქვენს გამარჯვებებზე, მიღწევებზე. შესაძლებელია ნაცნობობა, რომელიც მომავალში პროფესიულ თანამშრომლობაში ან ნამდვილ მეგობრობაში გადაიზრდება.
თევზები: მსუბუქი, სასიამოვნო და საინტერესო დღეა. გამძაფრებული ინტუიციის მინიშნებების წყალობით შესანიშნავად უმკლავდებით რთულ პრობლემებს. მოსალოდნელია იღბლიანი თანხვედრები. გაჩნდება შესანიშნავი იდეები. კარგი დროა რამე ახლის დასაწყებად. სწრაფად ხვდებით, საიდან უნდა დაიწყოთ და საით გაიკვალოთ გზა. ასევე კარგი დღეა საკუთარ ცხოვრებაში რამის შესაცვლელად. დაიწყეთ თუნდაც ყველაზე მცირე რამით – თავს გაცილებით უკეთესად იგრძნობთ.
ყველა ახალი ამბავი
0