დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 დეკემბერი

© Pixabay / ELG21სავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 19 დეკემბერია, კვირა. სავსემთვარეობა ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
ეს ის დღეა, როდესაც ადამიანების უმრავლესობაში გონება და გრძნობები ერთმენთს ვერ ერწყმის. საქმის გაკეთების სურვილი არ არის, მიზნების, პრიორიტეტებისა და სურვილების განსაზღვრა არ გამოდის; ადვილია რამის გაკეთება, რაც შემდეგ სანანებელი შეიძლება გახდეს. ამასთან კარგად ეწყობა დღე მათთვის, ვინც სხვებზე ზრუნავს, ეხმარება რთულ მდგომარეობაში ჩავარდილებს. ასევე ხელსაყრელი დროა შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 18 დეკემბერი>>
ვერძი: არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება და არ მოექცეთ ილუზიების ტყვეობაში. დღეს აუცილებელია წვრილმანებისადმი განსაკუთრებული ყურადღება. არაა საჭირო ყველაფრის თქმა, რაც თავში მოგივათ, არც იდეების დაუყოვნებლივ რეალიზება. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. ადვილად მოახდენთ კარგ შთაბეჭდილებას ახალ ნაცნობებზე. არაა გამორიცხული, ვინმეს ერთი ნახვით შეუყვარდეთ.
ვეფხვები - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
2022 – ცვლილებების წელი: ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
კურო: დღე შთამბეჭდავი მოვლენებით იქნება სავსე. ერთიმეორის მიყოლებით ჩნდება კარგი იდეები, გვერდით გყავთ ადამიანები, რომლებიც მათ რეალიზებაში დაგეხმარებიან. ენთუზიაზმით ეკიდებით ახალ საქმეებს, ინტუიცია გკარნახობთ, რომ მათ ადვილად გაუმკლავდებით და ეს ასეცაა. ახლობლებთან ურთიერთობები უამრავ სასიამოვნო მომენტს გაჩუქებთ. იმედს არ გაგიცრუებთ რომანტიკული პაემანიც.
ტყუპი: ხელსაყრელი დღეა იმ ადამიანებთან ურთიერთობებისთვის, რომლებსაც ბოლო დროს ვერ ეწყობოდით. ახლა მოძებნით საჭირო სიტყვებს, უკან მოიტოვებთ უთანხმოებებს, ურთიერთპრეტენზიებს. შესაძლებელია ერთობლივ მოქმედებებზე შეთანხმება. გაჩნდება შესანიშნავი იდეები, რომელთა რეალიზებაც უახლოეს მომავალში შეიძლება. ახლა კი აჯობებს, დაგროვებულ, დიდი ხნის წინ დაწყებულ საქმეებს მიხედოთ.
კირჩხიბი: შესაფერისი დღეა მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. თამამად შეგიძლიათ ძალიან რთულ საქმეს შეეჭიდოთ – მალე გაერკვევით ყველაფერში და მიხვდებით, როგორ უნდა იმოქმედოთ. შესანიშნავ შედეგებს მიიღებთ. ადვილი არ იქნება საკუთარ გრძნობებში გარკვევა, იმის გაგება, თუ რატომ გეუფლებათ ხანდახან შფოთვის, განგაშის შეგრძნება. კარგი იქნება, თუ რაღაც დროით განმარტოვდებით და მშვიდად გააანალიზებთ ბოლო დროის მოვლენებს.
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2020
როგორ მოქმედებს ყველაზე მისტიკური ფაზა - სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე
ლომი: კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. შეგიძლიათ ილაპარაკოთ იმაზე, რასაც ფიქრობთ და არ შეგეშინდეთ, რომ გარშემომყოფები არასწორად გაგიგებენ. შესაძლებელია რთული საკითხების განხილვა, შეთანხმება ადამიანებთან, რომლებთანაც საერთო ენის გამონახვა გიჭირდათ. სახლში ჩვეულებრივზე მეტი საზრუნავი შეიძლება გაგიჩნდეთ. არაა გამორიცხული, რომ რაღაც ყოფითი პრობლემების გადაჭრა მოგიწიოთ.
ქალწული: საკმაოდ მშფოთვარე, მაგრამ საინტერესო დღეა. შესაძლოა მოულოდნელად გამოჩნდეს სრულიად ახალი საქმეები, რომელთა გამო დანარჩენი საქმეების გადადება მოგიხდეთ. ეს არ აგაფორიაქებთ, რადგან ხვდებით – ახლა გეძლევათ შანსი განახორციელოთ ის, რაც დიდი ხნის წინ ჩაიფიქრეთ. ეცადეთ, სწრაფად გაიაზროთ, რა არის თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი. მოუსმინეთ ინტუიციას და არა გარშემომყოფების რჩევებს.
სასწორი: აჯობებს, თუ დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვან საქმეებს არ დაგეგმავთ. ეს დრო განსჯას, სიტუაციის ანალიზს, სხვადასხვა ვარიანტის შედარებას დაუთმეთ. კარგი იქნება დასვენებაც ან რამე მარტივისა და სასიამოვნოს გაკეთება, ასევე გარემოს გამოცვლა ცოტა ხნით მაინც. დღის მეორე ნახევარი უკვე სასარგებლო საქმიანობის დროა. შეგიძლიათ პრობლემების გადაჭრა. ადვილად ურთიერთობთ გარშემომყოფებთან.
ქალი ცაში აპყრობილი ხელებით - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
ბედის შანსები: ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2022 წელი წარმატებული
მორიელი: კაშკაშა, მრავალფეროვანი, ხელსაყრელი და იღბლიანი დღეა. ენთუზიაზმით ეკიდებით რთულ საქმეებს და არ გაღელვებთ შესაძლო ბარიკადები გზაზე. გააკეთებ იმას, რაც სხვებმა ვერ შეძლეს. შესაძლოა, ვინმეს თქვენი შეშურდეს, მაგრამ უმრავლესობა დააფასებს თქვენს ნიჭსა და მონდომებას. შესანიშნავად ეკონტაქტებით სხვადასხვა ტიპის ადამიანს, ხართ ძალზე გამჭრიახი და ხვდებით, რა უდევთ გულში ახალ ნაცნობებს.
მშვილდოსანი: მშვიდი დღეა. დიდი ალბათობით, არაფერი გაგაკვირვებთ, სიურპრიზები არ გელოდებათ და ასევე რამე მნიშვნელოვანი გამარჯვება. შეგიძლიათ გააკეთოთ ჩვეული საქმეები. ისინი არ დაგღლით. საყიდლებზე წასვლა არ იჩქაროთ. დღეს ისეთ განწყობაზე ხართ, რომ შეიძლება ფული ქარს გაატანოთ. ასევე თუ მგზავრობას აპირებთ, გაითვალისწინეთ, რომ გზაში მოსალოდნელზე მეტი დრო შეიძლება დაგეკარგოთ.
თხის რქა: შესანიშნავი დღეა სერიოზული საკითხების გადასაჭრელად. ახლა ბევრია მზად თქვენი დახმარებისთვის და ეს უნდა გამოიყენოთ. არაა გამორიცხული, რომ ახალი საიმედო თანამოაზრეები გამოჩნდნენ, რომელთა დახმარებით გრანდიოზულ წარმატებებს მიაღწევთ. შესაძლებელია ფინანსური საკითხების გადაწყვეტა. აქ შეგიძლიათ ინტუიციას მოუსმინოთ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა მგზავრობისთვის, გარემოს შეცვლისთვის.
ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2021
ზოდიაქოს ნიშნები – „გამოუსწორებელი" ოპტიმისტები
მერწყული: არ იჩქაროთ. დღის პირველი ნახევარი კარგად აეწყობა, მაგრამ მნიშვნელოვანი საქმეებისა და საპასუხისმგებლო შეხვედრებისთვის არ გამოდგება. ამ დროს კარგი იქნება, თუ ქაოსს მოერიდებით. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნო და საინტერესო იქნება. გელოდებათ ამაღელვებელი მოვლენები, შეხვედრები, რომლებიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ, სიურპრიზები, საჩუქრები, რომლებიც ძალიან გაგახარებთ.
თევზები: შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ იფიქროთ მნიშვნელოვან თემებზე, შეაგროვოთ და გააანალიზოთ ინფორმაცია. გაჩნდება შესანიშნავი იდეები. არაა გამორიცხული, რომ იპოვოთ პასუხები კითხვებზე, რომლებმაც ბევრი შეიყვანა ჩიხში. გაგახარებთ ურთიერთობები მეგობრებთან და ახლობლებთან. საუბრისთვის უამრავი საინტერესო თემა გაჩნდება. არაა გამორიცხული, რომ საერთო სამომავლო გეგმებიც შეადგინოთ.
ყველა ახალი ამბავი
0