https://sputnik-georgia.com/20211220/biznes-asociacia-saqartvelosi-biznes-klimati-isev-umjobesdeba-263016074.html
ბიზნეს-ასოციაცია: საქართველოში ბიზნეს-კლიმატი ისევ უმჯობესდება
ბიზნეს-ასოციაცია: საქართველოში ბიზნეს-კლიმატი ისევ უმჯობესდება
Sputnik საქართველო
გამოკითხული კომპანიების მეოთხედი ვარაუდობს, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში თანამშრომლების რაოდენობას გაზრდის 20.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-20T23:26+0400
2021-12-20T23:26+0400
2021-12-21T00:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262896748_0:69:3078:1800_1920x0_80_0_0_9f66aaa279b865ed5509b7d93a3f16a4.jpg
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ბიზნეს-კლიმატის მაჩვენებელი პანდემიამდელ დონეს უახლოვდება, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის (BAG) კვლევაში, რომელიც 2021 წლის მეოთხე კვარტალს მოიცავს.საქართველოს ბიზნე-ასოციაცია დაარსდა 2009 წელს და აერთიანებს 70-ზე მეტ წამყვან კომპანიას ქვეყანაში, მათ შორის ბანკებს, ბენზინგასამართი სადგურების ქსელებს, სააფთიაქო ქსელებს, სამშენებლო კომპანიებს, საკომუნიკაციო კომპანიებს, ასევე დიდი სუპერმარკეტების ქსელებს.2021 წლის მეოთხე კვარტლის BAG ინდექსის მიხედვით, წინა კვარტალებში დაწყებული დადებითი დინამიკა გრძელდება - გამოკითხულმა კომპანიებმა კვლავ დადებითად შეაფასეს თავიანთი ამჟამინდელი მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინები.კვლევაშიBAG-ის წევრი კომპანიები დაყოფილია ოთხ სექტორად: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.2021 წლის განმავლობაში ვაჭრობის, მრეწველობისა და მომსახურების სფეროებში ბიზნეს-კლიმატი ოთხივე კვარტალში დადებითია. განსხვავებული ვითარება იყო სამშენებლო სექტორში, სადაც ბიზნეს-კლიმატის ინდექსი 2021 წლის პირველ ნახევარში უარყოფითი იყო, თუმცა მეორე ნახევარში მაჩვენებელი დადებითია და 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უმჯობესდება.მოსახლეობის დასაქმებაBAG-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული კომპანიების 21,3% აცხადებს, რომ მათ მიერ დაქირავებულთა რაოდენობა იზრდება მესამე კვარტალთან შედარებით, მხოლოდ 3,7% საუბრობს შტატების შემცირებაზე.კომპანიების უმეტესობა აცხადებს, რომ დასაქმებულთა რაოდენობა არ შეცვლილა.გარდა ამისა, გამოკითხული კომპანიების 25%-ს მიაჩნია, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობას გაზრდის. მომავალი წლის დასაწყისში შტატის შემცირებაზე 3,7% ფიქრობს.დასაქმების კუთხით ყველაზე პოზიტიური მოლოდინი სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა. გამოკითხული კომპანიების ნახევარი გაყიდვების ზრდის დადებითი მოლოდინების გამო თანამშრომლების რაოდენობის ზრდას ელის.რა უშლის ხელს ბიზნესსკვლევაში აღნიშნულია, რომ მეოთხე კვარტალში მნიშვნელოვნად შემცირდა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ არსებობს ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის მათ საქმიანობას.მეოთხე კვარტალში დასახელდა ხუთი მიზეზი, რომელიც საქართველოში ბიზნესს აფერხებს:აღნიშნულია, რომ მესამე და მეოთხე კვარტალში შეზღუდული ფინანსური რესურსები მეწარმეებისთვის დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს.წვდომა ფინანსებზემიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში გამოკითხული კომპანიების 45% (7%-ით ნაკლები, ვიდრე მესამე კვარტალში) დაფინანსების მოძიებას ცდილობდა. ზოგიერთმა მათგანმა განაცხადა, რომ საქართველოში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა პრობლემას წარმოადგენს.ამასთან, კომპანიების უმრავლესობამ განაცხადა, რომ ადგილობრივი წყაროებიდან ფინანსდებიან.ლარის კურსი2021 წლის მეოთხე კვარტალში, მესამე კვარტალთან შედარებით, იმ კომპანიების წილი, რომლებიც მომდევნო ექვს თვეში დოლარის მიმართ ლარის გაუფასურებას ელოდნენ, 8%-ით შემცირდა.ამასთან, კომპანიების 42% არ ელოდება ლარის კურსის ცვლილებას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. წინა კვარტალში ამ მოსაზრებას რესპონდენტთა მხოლოდ 32% იზიარებდა. ასევე, კომპანიების 47% ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ელის, მის გამყარებას - მხოლოდ 11%.ამ დროისათვის ლარის კურსი 3,08 GEL/$1 დონეზე დგას. სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით ეროვნულმა ბანკმა 2020 წელს 26 აუქციონი გამართა, სადაც ჯამში 873,2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. წელს მარეგულირებელმა ცხრა აუქციონზე გაყიდა 332,9 მილიონი დოლარი. ლარის კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.
https://sputnik-georgia.com/20211109/biznes-asociacia-mwvane-pasportebze-261921036.html
https://sputnik-georgia.com/20211119/umusevrobis-done-ert-kvartalsi-semcirda-262233401.html
https://sputnik-georgia.com/20211217/ratom-gamyarda-lari-gvenetazis-ganmarteba-262930380.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262896748_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_2d865ca65150a8934b2b1be1d096a05d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ბიზნეს-ასოციაცია: საქართველოში ბიზნეს-კლიმატი ისევ უმჯობესდება
23:26 20.12.2021 (განახლებულია: 00:08 21.12.2021) გამოკითხული კომპანიების მეოთხედი ვარაუდობს, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში თანამშრომლების რაოდენობას გაზრდის
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ბიზნეს-კლიმატის მაჩვენებელი პანდემიამდელ დონეს უახლოვდება, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის (BAG)
კვლევაში, რომელიც 2021 წლის მეოთხე კვარტალს მოიცავს.
საქართველოს ბიზნე-ასოციაცია დაარსდა 2009 წელს და აერთიანებს 70-ზე მეტ წამყვან კომპანიას ქვეყანაში, მათ შორის ბანკებს, ბენზინგასამართი სადგურების ქსელებს, სააფთიაქო ქსელებს, სამშენებლო კომპანიებს, საკომუნიკაციო კომპანიებს, ასევე დიდი სუპერმარკეტების ქსელებს.
2021 წლის მეოთხე კვარტლის BAG ინდექსის მიხედვით, წინა კვარტალებში დაწყებული დადებითი დინამიკა გრძელდება - გამოკითხულმა კომპანიებმა კვლავ დადებითად შეაფასეს თავიანთი ამჟამინდელი მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინები.
კვლევაშიBAG-ის წევრი კომპანიები დაყოფილია ოთხ სექტორად: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.
2021 წლის განმავლობაში ვაჭრობის, მრეწველობისა და მომსახურების სფეროებში ბიზნეს-კლიმატი ოთხივე კვარტალში დადებითია. განსხვავებული ვითარება იყო სამშენებლო სექტორში, სადაც ბიზნეს-კლიმატის ინდექსი 2021 წლის პირველ ნახევარში უარყოფითი იყო, თუმცა მეორე ნახევარში მაჩვენებელი დადებითია და 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უმჯობესდება.
BAG-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული კომპანიების 21,3% აცხადებს, რომ მათ მიერ დაქირავებულთა რაოდენობა იზრდება მესამე კვარტალთან შედარებით, მხოლოდ 3,7% საუბრობს შტატების შემცირებაზე.
კომპანიების უმეტესობა აცხადებს, რომ დასაქმებულთა რაოდენობა არ შეცვლილა.
გარდა ამისა, გამოკითხული კომპანიების 25%-ს მიაჩნია, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობას გაზრდის. მომავალი წლის დასაწყისში შტატის შემცირებაზე 3,7% ფიქრობს.
დასაქმების კუთხით ყველაზე პოზიტიური მოლოდინი სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა. გამოკითხული კომპანიების ნახევარი გაყიდვების ზრდის დადებითი მოლოდინების გამო თანამშრომლების რაოდენობის ზრდას ელის.
კვლევაში აღნიშნულია, რომ მეოთხე კვარტალში მნიშვნელოვნად შემცირდა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ არსებობს ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის მათ საქმიანობას.
მეოთხე კვარტალში დასახელდა ხუთი მიზეზი, რომელიც საქართველოში ბიზნესს აფერხებს:
ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა,
სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები,
სპეციალისტების ნაკლებობა,
დაბალი მოთხოვნა პროდუქტებზე ან მომსახურებაზე.
აღნიშნულია, რომ მესამე და მეოთხე კვარტალში შეზღუდული ფინანსური რესურსები მეწარმეებისთვის დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს.
მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში გამოკითხული კომპანიების 45% (7%-ით ნაკლები, ვიდრე მესამე კვარტალში) დაფინანსების მოძიებას ცდილობდა. ზოგიერთმა მათგანმა განაცხადა, რომ საქართველოში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა პრობლემას წარმოადგენს.
ამასთან, კომპანიების უმრავლესობამ განაცხადა, რომ ადგილობრივი წყაროებიდან ფინანსდებიან.
2021 წლის მეოთხე კვარტალში, მესამე კვარტალთან შედარებით, იმ კომპანიების წილი, რომლებიც მომდევნო ექვს თვეში დოლარის მიმართ ლარის გაუფასურებას ელოდნენ, 8%-ით შემცირდა.
ამასთან, კომპანიების 42% არ ელოდება ლარის კურსის ცვლილებას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. წინა კვარტალში ამ მოსაზრებას რესპონდენტთა მხოლოდ 32% იზიარებდა. ასევე, კომპანიების 47% ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ელის, მის გამყარებას - მხოლოდ 11%.
ამ დროისათვის ლარის კურსი 3,08 GEL/$1 დონეზე დგას. სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით ეროვნულმა ბანკმა 2020 წელს 26 აუქციონი გამართა, სადაც ჯამში 873,2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. წელს მარეგულირებელმა ცხრა აუქციონზე გაყიდა 332,9 მილიონი დოლარი. ლარის კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.