https://sputnik-georgia.com/20211217/ratom-gamyarda-lari-gvenetazis-ganmarteba-262930380.html
რატომ გამყარდა ლარი – საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის განმარტება
რატომ გამყარდა ლარი – საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის განმარტება
Sputnik საქართველო
ლარი მაისის შემდეგ სტაბილურ პოზიციას ინარჩუნებს, თუმცა ეს არ არის მოდუნების საბაბი, მიაჩნია ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს. 17.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-17T10:36+0400
2021-12-17T10:36+0400
2021-12-17T15:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
ლარის კურსი დღეს
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/80/234068007_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_ea653ebedc7d9a50b2eed2a423b1530f.jpg
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ლარის კურსის გამყარება რამდენიმე ფაქტორთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კურსის რყევები არ იქნება, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში.ამ დროისათვის ლარის კურსი 3,09 GEL/$1 დონეზე დგას. სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით ეროვნულმა ბანკმა 2020 წელს 26 აუქციონი გამართა, სადაც ჯამში 873,2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. წელს მარეგულირებელმა ცხრა აუქციონზე გაყიდა 332,9 მილიონი დოლარი. ლარის კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.პირველ მიზეზად კობა გვენეტაძემ თურქული ლირა, საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორისა და მეზობლის ვალუტის მდგომარეობა დაასახელა.დანარჩენი ფაქტორები, რამაც ეროვნული ვალუტის გამყარებაზე გავლენა მოახდინა, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის თქმით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ინტერვენციები და ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა იყო.„გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც დადებითად მოქმედებს [ლარის კურსის გამყარებაზე]. ასევე მესამედით არის აღდგენილი ტურისტული შემოსავლები. გარდა ამისა, გავაკეთეთ საკმაოდ დიდი ინტერვენციები და ესეც მოქმედებს", – განაცხადა გვენეტაძემ.ამასთან, მან აღნიშნა, რომ ლარი მაისის შემდეგ სტაბილურ პოზიციას ინარჩუნებს, თუმცა ეს მოდუნების მიზეზი არ უნდა გახდეს.„ყოველთვის შეიძლება არსებობდეს რაღაც მიზეზები, რაც დისონანსს შეიტანს ამაში. მოკლევადიან პერიოდში შესაძლებელია იყოს ლარის კურსის რყევები, მაგრამ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში მცურავი გაცვლითი კურსი ყველაზე კარგად უზრუნველყოფს ლარის სტაბილურობას", – განაცხადა გვენეტაძემ.დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
https://sputnik-georgia.com/20211207/saqartvelos-savaluto-bazari-erovnuli-bankis-axali-statistika-262642913.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/80/234068007_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_45e0092075dc891a18fc76540a272e21.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ლარის კურსი დღეს, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ლარის კურსი დღეს, საქართველოს ეკონომიკა
რატომ გამყარდა ლარი – საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის განმარტება
10:36 17.12.2021 (განახლებულია: 15:09 17.12.2021) ლარი მაისის შემდეგ სტაბილურ პოზიციას ინარჩუნებს, თუმცა ეს არ არის მოდუნების საბაბი, მიაჩნია ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს.
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ლარის კურსის გამყარება რამდენიმე ფაქტორთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კურსის რყევები არ იქნება, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში.
ამ დროისათვის ლარის კურსი 3,09 GEL/$1 დონეზე დგას. სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით ეროვნულმა ბანკმა 2020 წელს 26 აუქციონი გამართა, სადაც ჯამში 873,2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. წელს მარეგულირებელმა ცხრა აუქციონზე გაყიდა 332,9 მილიონი დოლარი. ლარის კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.
პირველ მიზეზად კობა გვენეტაძემ თურქული ლირა, საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორისა და მეზობლის ვალუტის მდგომარეობა დაასახელა.
„როდესაც თურქეთში ლირის გაუფასურება ხდებოდა, ქართული ლარისთვის იაფდებოდა თურქული იმპორტი და ხდებოდა უფრო მეტი პროდუქტის შემოტანა. ეს ხდებოდა მანამ, სანამ ინფლაცია თურქეთში ისე არ გაიზარდა, რომ ეს უპირატესობა თურქულმა ლირამ დაკარგა. მაგრამ მას შემდეგ, რაც გაგრძელდა თურქული ლირის გაუფასურება, გავლენა გაცილებით ნაკლებია", – თქვა გვენეტაძემ.
დანარჩენი ფაქტორები, რამაც ეროვნული ვალუტის გამყარებაზე გავლენა მოახდინა, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის თქმით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ინტერვენციები და ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა იყო.
„გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც დადებითად მოქმედებს [ლარის კურსის გამყარებაზე]. ასევე მესამედით არის აღდგენილი ტურისტული შემოსავლები. გარდა ამისა, გავაკეთეთ საკმაოდ დიდი ინტერვენციები და ესეც მოქმედებს", – განაცხადა გვენეტაძემ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ლარი მაისის შემდეგ სტაბილურ პოზიციას ინარჩუნებს, თუმცა ეს მოდუნების მიზეზი არ უნდა გახდეს.
„ყოველთვის შეიძლება არსებობდეს რაღაც მიზეზები, რაც დისონანსს შეიტანს ამაში. მოკლევადიან პერიოდში შესაძლებელია იყოს ლარის კურსის რყევები, მაგრამ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში მცურავი გაცვლითი კურსი ყველაზე კარგად უზრუნველყოფს ლარის სტაბილურობას", – განაცხადა გვენეტაძემ.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.