საქართველოში უმუშევრობის დონე მესამე კვარტალში შემცირდა

© photo: Sputnikადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2021
გამოწერა
საქართველოს მოსახლეობის შრომისუნარიანი ნაწილი 52,8%-ს შეადგენს, ეს მაჩვენებელი ერთ წელიწადში 2,2 საპროცენტო პუნქტით გაიზარდა
თბილისი, 19 ნოემბერი - Sputnik. უმუშევრობის დონემ საქართველოში 2021 წლის მესამე კვარტალში 19,5% შეადგინა, რაც 2,6 საპროცენტო პუნქტით ნაკლებია მეორე კვარტალის მაჩვენებელზე. ამის შესახებ ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ვებ–გვერდზე.
2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 22,1%-ს შეადგენდა, პირველ კვარტალში - 21,9%-ს, 2020 წლის მეოთხე კვარტალში - 20,4%-ს.
უმუშევრობა ციფრებში
საქართველოში უმუშევრობის დონე 2021 წლის მესამე კვარტალში 2,5 საპროცენტო პუნქტით გაიზარდა 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, როდესაც ეს მაჩვენებელი 17%-ს შეადგენდა.
საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ქვეყნის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან შრომისუნარიანთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.
საქსტატის მონაცემებით, უმუშევრობის დონე სოფლის ტიპის დასახლებებში გაცილებით დაბალია ქალაქის ტიპის დასახლებებთან შედარებით - 2021 წლის მესამე კვარტალში 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით უმუშევრობა ქალაქის ტიპის დასახლებებში 1,9 საპროცენტო პუნქტით გაიზარდა, სოფლის ტიპის დასახლებებში კი - 3,5 საპროცენტო პუნქტით და შეადგინა შესაბამისად 21,1% და 17,2%.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია მამაკაცთა შორის, ვიდრე ქალებში - 2021 წლის მესამე კვარტალში 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი მამაკაცებში 2,1 საპროცენტო პუნქტით გაიზარდა და 21,7% შეადგინა, ქალებში 2,1 საპროცენტო პუნქტით გაიზარდა და 16,6% შეადგინა.
მოსახლეობის აქტივობა
საქსტატის მონაცემებით, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შრომისუნარიანობის მაჩვენებელმა საქართველოში 2021 წლის მესამე კვარტალში 52,8% შეადგინა - 2,2 საპროცენტო პუნქტით მეტი 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.
ეკონომიკურად აქტიურად ითვლება 15 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანი, რომელიც მუშაობს ან სთავაზობს თავის შრომას. ამასთან, უმუშევრად იგი ჩაითვლება, თუ გამოკითხვამდე შვიდი დღის განმავლობაში არ შეუსრულებია ანაზღაურებადი სამუშაო, ეძებდა სამუშაოს ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში და მზადაა დაიწყოს მუშაობა უახლოეს ორ კვირაში.
„აქტიურობის დონე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში 2,2 საპროცენტო პუნქტით გაიზარდა, სოფლის ტიპის დასახლებებში - 2,8 საპროცენტო პუნქტით. დასაქმების დონე მთელ ქვეყანაში 0,7 საპროცენტო პუნქტით გაიზარდა და 42,5% შეადგინა“, - აღნიშნულია „საქსტატის" მასალებში.
მუშები ვახუშტის ხიდის ქვეშ დამკვეთებს ელოდებიან - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
საქართველოში უმუშევრობის კომპენსაციების გაცემა დასრულდა
დაქირავებული მუშახელის წილმა დასაქმებულთა საერთო რაოდენობიდან ამა წლის მესამე კვარტალში 67,3% შეადგინა, რაც 0,7 საპროცენტო პუნქტით მეტია 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
აქტიურობის დონე მამაკაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში. მესამე კვარტალში ამ მაჩვენებელმა ქალებში შეადგინა 42,4%, მამაკაცებში - 64,7%. ქალების აქტიურობის დონე 2,2 საპროცენტო პუნქტით გაიზარდა, მამაკაცების - 2,8 საპროცენტო პუნქტით.
უმუშევრებს საქართველოში ახლებურად ითვლიან
ახალი სტანდარტების თანახმად, რომლებიც ოფიციალურად შევიდა ძალაში 2020 წლის ოქტომბერში, მეთოდოლოგია ითვალისწინებს თვითდასაქმებულთა კვალიფიკაციის შეცვლას. მანამდე „საქსტატი" უმუშევრებს ითვლიდა 1982 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტანდარტით.
სსფ, მთავარი ოფისი ვაშინგტონში - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
ფინანსური სტაბილიზაციის შესანარჩუნებლად: სსფ საქართველოს რეკომენდაციებს აძლევს
ახალი სტანდარტებით, თავის მეურნეობაში მომუშავე ადამიანი, რომელსაც პროდუქციის ნახევარზე მეტი პირადი მოხმარებისთვის მოჰყავს, აღარ მიიჩნევა თვითდასაქმებულად და ითვლება უმუშევრად ან არასამუშაო ძალად.
საქსტატში განაცხადეს, რომ ახალი სტანდარტის შემოღება განაპირობებს დასაქმების დონის შემცირებას და უმუშევრობის დონის ზრდას.
სტატისტიკის სამსახურმა უმუშევრობის შესახებ მონაცემები ახალი სტანდარტით განაახლა 2010 წლიდან. ახალი მონაცემების თანახმად, უმუშევრობის დონე 2010 წელს 27,2%-ს შეადგენდა, მაშინ როცა, ძველი სტანდარტის თანახმად, ეს მაჩვენებელი 17,4% იყო - 9,8 საპროცენტო პუნქტით ნაკლები.
ყველა ახალი ამბავი
0