https://sputnik-georgia.com/20210922/ssf-saqartvelos-rekomendaciebs-azlevs-259787364.html
ფინანსური სტაბილიზაციის შესანარჩუნებლად: სსფ საქართველოს რეკომენდაციებს აძლევს
ფინანსური სტაბილიზაციის შესანარჩუნებლად: სსფ საქართველოს რეკომენდაციებს აძლევს
Sputnik საქართველო
სსფ-ის ახალ ანგარიშში აღწერილია საქართველოს ფინანსური სისტემის მდგომარეობა, მოცემულია რეკომენდაციები მის გასაუმჯობესებლად. 22.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-22T10:51+0400
2021-09-22T10:51+0400
2021-09-22T14:28+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/0f/249719653_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_95c1ae2dee93937c19dae54be95b4c5d.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. COVID-19-ის პანდემიისგან დაზარალებული საქართველოს ეკონომიკა ამჟამად აღდგენის პროცესშია, რასაც ხელს უწყობს გარე მოთხოვნები და საბიუჯეტო სტიმულები, ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშში ქვეყნის ფინანსური სისტემის სტაბილურობის შესახებ.დოკუმენტის თანახმად, ფინანსური სექტორის სტაბილურობა მხარდაჭერილი იყო მთავრობის პოლიტიკური მოქმედებებით, როგორიცაა ეკონომიკის მხარდაჭერა უმუშევრების კომპენსაციის გზით, ოჯახებისთვის პირდაპირი გადარიცხვები და იპოთეკური სუბსიდიები, ასევე საგადასახადო შეღავათები და საკრედიტო გარანტიები ბიზნესისთვის.სსფ-ის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილი პრიორიტეტები ამგვარადაა ჩამოყალიბებული: ეკონომიკის აღდგენისთანავე შემცირდეს დეფიციტი, მოხდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების რეფორმირება, უზრუნველყოფილი იყოს ინფლაციური მოლოდინების შენარჩუნება, შენარჩუნდეს ფინანსური სისტემის სიძლიერე და განხორციელდეს სტრუქტურული რეფორმები დასაქმების პრობლემის დასაძლევად.ფონდის რეკომენდაციების თანახმად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა გააფართოვოს ფინანსური სექტორის მონაწილეთა ზედამხედველობა ანტიკონკურენტული ქცევის მიმართულებით; გაზარდოს ჯარიმები ასეთი ქმედებისთვის; აწარმოოს შერწყმისა და შეძენის საქმიანობის სისტემატური მიმოხილვა და განაგრძოს აღსრულების ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება.ანგარიშის თანახმად, კაპიტალის ბაზრების განვითარებისთვის ხელისუფლებამ უნდა განაგრძოს დაფარული ობლიგაციების კანონმდებლობის შემუშავების უწყვეტი მცდელობა, რაც ინვესტორებს დამატებით დაზოგვის ინსტრუმენტს მისცემს, დაეხმარება ადგილობრივ ვალუტაში იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას და წარმოადგენს ლიკვიდობის მართვის დამატებით ინსტრუმენტს ბანკებისა და ეროვნული ბანკის მხრიდან.საერთაშორისო სავალუტო ფონდი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეეცადოს გააფართოვოს საკრედიტო ინფორმაცია პოტენციურ მსესხებლებზე; შეიმუშაოს ონლაინ უზრუნველყოფის რეესტრი და გააძლიეროს უზრუნველყოფილი გარიგებების სამართლებრივი ბაზა.
https://sputnik-georgia.com/20210922/saagento-moody-s-ma-saqartvelos-sakredito-reitingebi-daudastura-259785084.html
https://sputnik-georgia.com/20210922/adb-msaqartvelostvis-100-mln-dolaris-krediti-daamtkica-259786076.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/0f/249719653_796:486:2878:2048_1920x0_80_0_0_0ed9973d7f75872d0f38148df12e38d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
ფინანსური სტაბილიზაციის შესანარჩუნებლად: სსფ საქართველოს რეკომენდაციებს აძლევს
10:51 22.09.2021 (განახლებულია: 14:28 22.09.2021) სსფ-ის ახალ ანგარიშში აღწერილია საქართველოს ფინანსური სისტემის მდგომარეობა, მოცემულია რეკომენდაციები მის გასაუმჯობესებლად.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. COVID-19-ის პანდემიისგან დაზარალებული საქართველოს ეკონომიკა ამჟამად აღდგენის პროცესშია, რასაც ხელს უწყობს გარე მოთხოვნები და საბიუჯეტო სტიმულები, ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ)
ანგარიშში ქვეყნის ფინანსური სისტემის სტაბილურობის შესახებ.
დოკუმენტის თანახმად, ფინანსური სექტორის სტაბილურობა მხარდაჭერილი იყო მთავრობის პოლიტიკური მოქმედებებით, როგორიცაა ეკონომიკის მხარდაჭერა უმუშევრების კომპენსაციის გზით, ოჯახებისთვის პირდაპირი გადარიცხვები და იპოთეკური სუბსიდიები, ასევე საგადასახადო შეღავათები და საკრედიტო გარანტიები ბიზნესისთვის.
22 სექტემბერი 2021, 09:44
სსფ-ის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილი პრიორიტეტები ამგვარადაა ჩამოყალიბებული: ეკონომიკის აღდგენისთანავე შემცირდეს დეფიციტი, მოხდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების რეფორმირება, უზრუნველყოფილი იყოს ინფლაციური მოლოდინების შენარჩუნება, შენარჩუნდეს ფინანსური სისტემის სიძლიერე და განხორციელდეს სტრუქტურული რეფორმები დასაქმების პრობლემის დასაძლევად.
ფონდის რეკომენდაციების თანახმად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა გააფართოვოს ფინანსური სექტორის მონაწილეთა ზედამხედველობა ანტიკონკურენტული ქცევის მიმართულებით; გაზარდოს ჯარიმები ასეთი ქმედებისთვის; აწარმოოს შერწყმისა და შეძენის საქმიანობის სისტემატური მიმოხილვა და განაგრძოს აღსრულების ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება.
22 სექტემბერი 2021, 10:03
ანგარიშის თანახმად, კაპიტალის ბაზრების განვითარებისთვის ხელისუფლებამ უნდა განაგრძოს დაფარული ობლიგაციების კანონმდებლობის შემუშავების უწყვეტი მცდელობა, რაც ინვესტორებს დამატებით დაზოგვის ინსტრუმენტს მისცემს, დაეხმარება ადგილობრივ ვალუტაში იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას და წარმოადგენს ლიკვიდობის მართვის დამატებით ინსტრუმენტს ბანკებისა და ეროვნული ბანკის მხრიდან.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეეცადოს გააფართოვოს საკრედიტო ინფორმაცია პოტენციურ მსესხებლებზე; შეიმუშაოს ონლაინ უზრუნველყოფის რეესტრი და გააძლიეროს უზრუნველყოფილი გარიგებების სამართლებრივი ბაზა.