https://sputnik-georgia.com/20210922/adb-msaqartvelostvis-100-mln-dolaris-krediti-daamtkica-259786076.html
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთვის 100 მლნ დოლარის კრედიტი დაამტკიცა
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთვის 100 მლნ დოლარის კრედიტი დაამტკიცა
Sputnik საქართველო
ADB-ს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი კრედიტების რაოდენობა 3,92 მლრდ დოლარს შეადგენს, ხოლო ტექნიკური დახმარების პროექტების თანხა 28,9 მლნ დოლარია. 22.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-22T10:03+0400
2021-09-22T10:03+0400
2021-09-22T14:13+0400
ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24030/82/240308209_0:52:1000:615_1920x0_80_0_0_967ca1c5e06033b253466a408c5bfd55.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებისთვის 100 მლნ დოლარის ოდენობის კრედიტი დაამტკიცა, ნათქვამია ADB-ს განცხადებაში.ელექტროენერგეტიკული სექტორის რეფორმირების პროგრამის ფარგლებში ADB ხელს შეუწყობს ინსტიტუციონალური რეფორმის გატარებას, რომელიც მიმართულია სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (GSE) თანამედროვე, ოპერატიულად ეფექტურ და ფინანსურად სიცოცხლისუნარიან კორპორაციულ ორგანიზაციად გარდაქმნას.„ეს პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის ფინანსური სტაბილურობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას და გამოათავისუფლებს ფისკალურ სივრცეს, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს უკეთ გაანაწილოს რესურსები ისეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა COVID-19-ის შედეგებისგან ეკონომიკის აღდგენა“, – განაცხადა ADB-ს ენერგეტიკის მთავარმა სპეციალისტმა ადნან ტარინმა.პროგრამა მიმართულია საქართველოს ორი სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის ფინანსური და კორპორაციული მართვის გაუმჯობესებისკენ.ADB-ს ინფორმაციით, GSE და მისი შვილობილი კომპანია „ენერგოტრანსი“ ამჟამად ძალიან არიან დამოკიდებული სახელმწიფო დაფინანსებასა და საგარეო ვალზე. საგარეო ვალის ხარჯზე მათ შეძლეს საკმარისი ფინანსური რესურსების დაგროვება თავისი ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და გაფართოებისთვის.ADB ასევე აღნიშნავს საქართველოს მთავრობის მიერ GSE-ს რეფორმირების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის კომპანიის ახალი წესდებისა და დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭოს შექმნას, რომელმაც ორგანიზაციისთვის საერთაშორისო პრაქტიკისა და ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისი ახალი წესდება და სამართლებრივი საფუძველი შეიმუშავა. „მთავრობამ ასევე გააძლიერა GSE-ს საინვესტიციო დაგეგმარება, ვალის მართვის შესაძლებლობები და საგარეო შოკებისადმი მედეგობა კაპიტალიზაციისა და გაზრდილი შემოსავლების გენერირების გზით“, – ნათქვამია განცხადებაში.ADB-ს პროგრამა განაგრძობს რეფორმების მხარდაჭერას GSE-ს ოპერაციური სტრუქტურისა და ეფექტიანობის, კორპორაციული მმართველობისა და ინსტიტუციური გარემოს გაუმჯობესებისა და ფინანსური სტაბილურობის მისაღწევად.სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორია. კომპანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 3.350 კილომეტრი სიგრძის ელექტროგადამცემ ხაზებსა და 90 ქვესადგურს. კომპანიაში მუშაობს დაახლოებით 1,4 ათასი ადამიანი. მისი წლიური ბრუნვა 100 მლნ ლარზე მეტია.ამჟამად სახელმწიფო ბალანსზეა 236 საწარმო. აქედან ზოგიერთი ფართოდაა ცნობილი ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. საერთო რაოდენობიდან 159 ცენტრალურ მთავრობას ეკუთვნის, ხოლო 77 – ადგილობრივ ხელისუფლებას. ამასთან სახელმწიფო 100 საწარმოში 100%-იან წილს ფლობს, კიდევ 29-ში საკონტროლო პაკეტი აქვს. რაც შეეხება საწამოების მართვას, აბსოლუტურ უმრავლესობას ეკონომიკის სამინისტრო მართავს.აზიის განვითარების ბანკის მიზანია აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის მრავალმხრივი და წარმატებული განვითარების ხელშეწყობა. ამავე დროს ის განაგრძობს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, აქედან 49 აზიის რეგიონიდანაა.აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან უჭერს მხარს და ერთ-ერთ ყველაზე მრავალმხრივ პარტნიორს წარმოადგენს. ბანკის მიერ გაცემული კრედიტების საერთო რაოდენობა 3,92 მლნ დოლარს შეადგენს, ხოლო ტექნიკური დახმარების პროექტების – 28,9 მლნ დოლარს.
https://sputnik-georgia.com/20210303/saxelmwipo-eleqtrosistemis-sametvalkureo-sabchos-wevrebis-shercheva-daiwyo-251057915.html
https://sputnik-georgia.com/20201212/saqarTvelos-energetikaSi-uaxloes-wlebSi-1-3-miliardi-laris-investicia-ganxorcieldeba-250322721.html
https://sputnik-georgia.com/20210501/aziis-ganviTarebis-banki-saqarTvelos-ekonomikis-aRorZinebas-varaudobs-251622750.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24030/82/240308209_56:0:944:666_1920x0_80_0_0_b65b8e5cb85c52a16d6b16d092149c09.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ენერგეტიკა
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ენერგეტიკა
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთვის 100 მლნ დოლარის კრედიტი დაამტკიცა
10:03 22.09.2021 (განახლებულია: 14:13 22.09.2021) ADB-ს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი კრედიტების რაოდენობა 3,92 მლრდ დოლარს შეადგენს, ხოლო ტექნიკური დახმარების პროექტების თანხა 28,9 მლნ დოლარია.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებისთვის 100 მლნ დოლარის ოდენობის კრედიტი დაამტკიცა, ნათქვამია ADB-ს
განცხადებაში.
ელექტროენერგეტიკული სექტორის რეფორმირების პროგრამის ფარგლებში ADB ხელს შეუწყობს ინსტიტუციონალური რეფორმის გატარებას, რომელიც მიმართულია სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (GSE) თანამედროვე, ოპერატიულად ეფექტურ და ფინანსურად სიცოცხლისუნარიან კორპორაციულ ორგანიზაციად გარდაქმნას.
„ეს პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის ფინანსური სტაბილურობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას და გამოათავისუფლებს ფისკალურ სივრცეს, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს უკეთ გაანაწილოს რესურსები ისეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა COVID-19-ის შედეგებისგან ეკონომიკის აღდგენა“, – განაცხადა ADB-ს ენერგეტიკის მთავარმა სპეციალისტმა ადნან ტარინმა.
პროგრამა მიმართულია საქართველოს ორი სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის ფინანსური და კორპორაციული მართვის გაუმჯობესებისკენ.
ADB-ს ინფორმაციით, GSE და მისი შვილობილი კომპანია „ენერგოტრანსი“ ამჟამად ძალიან არიან დამოკიდებული სახელმწიფო დაფინანსებასა და საგარეო ვალზე. საგარეო ვალის ხარჯზე მათ შეძლეს საკმარისი ფინანსური რესურსების დაგროვება თავისი ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და გაფართოებისთვის.
ADB ასევე აღნიშნავს საქართველოს მთავრობის მიერ GSE-ს რეფორმირების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის კომპანიის ახალი წესდებისა და დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭოს შექმნას, რომელმაც ორგანიზაციისთვის საერთაშორისო პრაქტიკისა და ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისი ახალი წესდება და სამართლებრივი საფუძველი შეიმუშავა. „მთავრობამ ასევე გააძლიერა GSE-ს საინვესტიციო დაგეგმარება, ვალის მართვის შესაძლებლობები და საგარეო შოკებისადმი მედეგობა კაპიტალიზაციისა და გაზრდილი შემოსავლების გენერირების გზით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ADB-ს პროგრამა განაგრძობს რეფორმების მხარდაჭერას GSE-ს ოპერაციური სტრუქტურისა და ეფექტიანობის, კორპორაციული მმართველობისა და ინსტიტუციური გარემოს გაუმჯობესებისა და ფინანსური სტაბილურობის მისაღწევად.
სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორია. კომპანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 3.350 კილომეტრი სიგრძის ელექტროგადამცემ ხაზებსა და 90 ქვესადგურს. კომპანიაში მუშაობს დაახლოებით 1,4 ათასი ადამიანი. მისი წლიური ბრუნვა 100 მლნ ლარზე მეტია.
ამჟამად სახელმწიფო ბალანსზეა 236 საწარმო. აქედან ზოგიერთი ფართოდაა ცნობილი ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. საერთო რაოდენობიდან 159 ცენტრალურ მთავრობას ეკუთვნის, ხოლო 77 – ადგილობრივ ხელისუფლებას. ამასთან სახელმწიფო 100 საწარმოში 100%-იან წილს ფლობს, კიდევ 29-ში საკონტროლო პაკეტი აქვს. რაც შეეხება საწამოების მართვას, აბსოლუტურ უმრავლესობას ეკონომიკის სამინისტრო მართავს.
აზიის განვითარების ბანკის მიზანია აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის მრავალმხრივი და წარმატებული განვითარების ხელშეწყობა. ამავე დროს ის განაგრძობს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, აქედან 49 აზიის რეგიონიდანაა.
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან უჭერს მხარს და ერთ-ერთ ყველაზე მრავალმხრივ პარტნიორს წარმოადგენს. ბანკის მიერ გაცემული კრედიტების საერთო რაოდენობა 3,92 მლნ დოლარს შეადგენს, ხოლო ტექნიკური დახმარების პროექტების – 28,9 მლნ დოლარს.