https://sputnik-georgia.com/20210831/saqartveloshi-umushevrobis-kompensaciis-gacema-dasrulda-259164134.html
საქართველოში უმუშევრობის კომპენსაციების გაცემა დასრულდა
საქართველოში უმუშევრობის კომპენსაციების გაცემა დასრულდა
Sputnik საქართველო
ხელისუფლებისგან დახმარებას იღებდნენ ის პირები, რომლებმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს და შემოსავლის გარეშე დარჩნენ. 31.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-31T10:21+0400
2021-08-31T10:21+0400
2021-10-19T18:04+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24809/50/248095068_0:130:3000:1818_1920x0_80_0_0_484274f4734855aa2b5e48b062f4ce98.jpg
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. სახელმწიფოსგან 200 ლარის ოდენობის ფულადი დახმარება აგვისტოში 6.979-მა მოქალაქემ მიიღო, რომლებმაც სამსახური კორონავირუსის პანდემიის გამო დაკარგეს, ნათქვამია დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს განცხადებაში.საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები 2021 წლის იანვრიდან ექვსი თვის განმავლობაში 200-ლარიან კომპენსაციებს იღებდნენ. მათთვის, ვინც დახმარების მისაღებად იანვარ–თებერვალში დარეგისტრირდა, კომპენსაციების მიღების ვადა სრული ექვსი თვის გასვლამდე გაგრძელდა. აგვისტოში უმუშევრობის კომპენსაცია მიიღეს იმ პირებმაც, რომლებმაც სამსახური კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის დროს დაკარგეს. დახმარების საერთო თანხამ 1.395.800 ლარი შეადგინა.2021 წლის იანვრიდან გაცემული კომპენსაციების მოცულობა:* იანვარი - 21,37 მლნ ლარის ოდენობის დახმარება 106.389 ადამიანმა მიიღო* თებერვალი - 140.029 ადამიანმა 28,1 მლნ ლარი მიიღო* მარტი - 130.683 ადამიანმა 26,136 მლნ ლარი მიიღო* აპრილი - 120.496 ადამიანმა 24,099 მლნ ლარი მიიღო* მაისი - 109.086 ადამიანმა 21,8 მლნ ლარი მიიღო,* ივნისი – 102.665 ადამიანმა 20,5 მლნ ლარი მიიღო* ივლისი – 22.789 ადამიანმა 4,557 მლნ ლარი მიიღო.ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება აქვთ ოფიციალურად დასაქმებულ ან დეკრეტულ შვებულებაში მყოფ პირებს, თუ ისინი 2020 წელს მინიმუმ ორი თვის განმავლობაში დასაქმებული იყვნენ და იღებდნენ ხელფასს, რომელიც დამსაქმებლის საგადასახადო დეკლარაციით დასტურდება, ხოლო 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით ხელფასი არ მიუღიათ ერთი ან რამდენიმე თვის განმავლობაში.კომპენსაციის გაცემა აღარ ხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის მარტიდან მიმღები პირის ანგარიშზე ხელფასის სახით მინიმუმ 10 ლარი ჩაირიცხა.ეს პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გაცემის მეორე ეტაპია. პირველ ეტაპზე უმუშევრობის დახმარება 117,8 ათასმა მოქალაქემ მიიღო.
https://sputnik-georgia.com/20210520/umuSevroba-izrdeba-axali-statistika-251781450.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24809/50/248095068_202:0:2798:1947_1920x0_80_0_0_5a9b93a2992207c9a46501f4bc49c6d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
საქართველოში უმუშევრობის კომპენსაციების გაცემა დასრულდა
10:21 31.08.2021 (განახლებულია: 18:04 19.10.2021) ხელისუფლებისგან დახმარებას იღებდნენ ის პირები, რომლებმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს და შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. სახელმწიფოსგან 200 ლარის ოდენობის ფულადი დახმარება აგვისტოში 6.979-მა მოქალაქემ მიიღო, რომლებმაც სამსახური კორონავირუსის პანდემიის გამო დაკარგეს, ნათქვამია
დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები 2021 წლის იანვრიდან ექვსი თვის განმავლობაში 200-ლარიან კომპენსაციებს იღებდნენ. მათთვის, ვინც დახმარების მისაღებად იანვარ–თებერვალში დარეგისტრირდა, კომპენსაციების მიღების ვადა სრული ექვსი თვის გასვლამდე გაგრძელდა.
აგვისტოში უმუშევრობის კომპენსაცია მიიღეს იმ პირებმაც, რომლებმაც სამსახური კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის დროს დაკარგეს. დახმარების საერთო თანხამ 1.395.800 ლარი შეადგინა.
2021 წლის იანვრიდან გაცემული კომპენსაციების მოცულობა:
* იანვარი - 21,37 მლნ ლარის ოდენობის დახმარება 106.389 ადამიანმა მიიღო
* თებერვალი - 140.029 ადამიანმა 28,1 მლნ ლარი მიიღო
* მარტი - 130.683 ადამიანმა 26,136 მლნ ლარი მიიღო
* აპრილი - 120.496 ადამიანმა 24,099 მლნ ლარი მიიღო
* მაისი - 109.086 ადამიანმა 21,8 მლნ ლარი მიიღო,
* ივნისი – 102.665 ადამიანმა 20,5 მლნ ლარი მიიღო
* ივლისი – 22.789 ადამიანმა 4,557 მლნ ლარი მიიღო.
ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება აქვთ ოფიციალურად დასაქმებულ ან დეკრეტულ შვებულებაში მყოფ პირებს, თუ ისინი 2020 წელს მინიმუმ ორი თვის განმავლობაში დასაქმებული იყვნენ და იღებდნენ ხელფასს, რომელიც დამსაქმებლის საგადასახადო დეკლარაციით დასტურდება, ხოლო 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით ხელფასი არ მიუღიათ ერთი ან რამდენიმე თვის განმავლობაში.
კომპენსაციის გაცემა აღარ ხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის მარტიდან მიმღები პირის ანგარიშზე ხელფასის სახით მინიმუმ 10 ლარი ჩაირიცხა.
ეს პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გაცემის მეორე ეტაპია. პირველ ეტაპზე უმუშევრობის დახმარება 117,8 ათასმა მოქალაქემ მიიღო.