https://sputnik-georgia.com/20211109/biznes-asociacia-mwvane-pasportebze-261921036.html
როგორ შეხვდა საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია „მწვანე პასპორტების" შემოღების გადაწყვეტილებას
როგორ შეხვდა საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია „მწვანე პასპორტების" შემოღების გადაწყვეტილებას
Sputnik საქართველო
„მწვანე პასპორტების" ამოქმედება არის საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების პოზიტიური მაგალითი და ვიმედოვნებთ, რომ ეს დააჩქარებს ვაქცინაციის პროცესს, აღნიშნეს... 09.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-09T17:07+0400
2021-11-09T17:07+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ბიზნესგარემო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/04/261795517_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_21109b5bf1c2d46c0871c18f0507d361.jpg
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. „მწვანე პასპორტების" შემოღების გადაწყვეტილება არის საკმაოდ დროული, ვინაიდან ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას სჭირდება კონკრეტული სავალდებულო მექანიზმების ამოქმედება, რათა მოხდეს საგანგაშო მაჩვენებლების კლება, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.1 დეკემბრიდან მოქალაქეები სხვადასხვა ობიექტებში - კვების ობიექტები, რესტორნები, კაფე-ბარები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები - მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტით" შეძლებენ შესვლას. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა პერსონალზე.„მწვანე პასპორტებში" ასახული იქნება კორონავირუსთან დაკავშირებული თითოეული მოქალაქის ყველა ინფორმაცია – გადატანილი დაავადება, PCR-ტესტის შედეგები, ვაქცინაციის კურსი.„მწვანე პასპორტების" ამოქმედება არის საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების პოზიტიური მაგალითი და ვიმედოვნებთ, რომ ეს დააჩქარებს ვაქცინაციის პროცესს", – აღნიშნულია განცხადებაში.ასოციაციის აზრით, აღნიშნული რეგულაციის შემოღებამ საკმაოდ ეფექტიანად იმუშავა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და იმედია, რომ ამ მექანიზმის ამოქმედებითა და აღსრულებით საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორდება.ასოციაციას ასევე მიაჩნია, რომ ობიექტების ჩამონათვალიც საკმაოდ სამართლიანად არის შერჩეული და არავაქცინირებულ პირებს არ შეეზღუდებათ წვდომა იმ ობიექტებზე, სადაც განთავსებულია პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები.ბიზნეს-ასოციაცია კიდევ ერთხელ მიმართავს და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს ბიზნეს-სექტორს და მასში დასაქმებულ მოქალაქეებს.„ეს არის ერთადერთი გზა პანდემიის დასრულებისა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად, ასევე ეკონომიკური მდგრადობის შესანარჩუნებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი სრულად ვაქცინირებულია, ჩატარებული აქვს 72-საათიანი PCR-ტესტი ან 24-საათიანი ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.„მწვანე პასპორტი" იმოქმედებს 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.მოსახლეობას საკუთარი სტატუსის გადამოწმება შეუძლია სპეციალურ ვებ-გვერდზე covidpass.moh.gov.ge.„მწვანე პასპორტებისთვის" სპეციალური აპლიკაციაა შექმნილი, რომლის ჩამოტვირთვაც სმარტფონებიდან იქნება შესაძლებელი.
https://sputnik-georgia.com/20211108/mwvane-pasportebi-1-dekembridan-amoqmeddeba-261880097.html
https://sputnik-georgia.com/20211108/gabunia-16-wels-zemot-yvela-piristvis-buster-dozis-gaketeba-rekomendebulia-261889350.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/04/261795517_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_b8df0d9d538982600ad0399ab0481845.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ბიზნესგარემო , covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ბიზნესგარემო , covid-19
როგორ შეხვდა საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია „მწვანე პასპორტების" შემოღების გადაწყვეტილებას
17:07 09.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) „მწვანე პასპორტების" ამოქმედება არის საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების პოზიტიური მაგალითი და ვიმედოვნებთ, რომ ეს დააჩქარებს ვაქცინაციის პროცესს, აღნიშნეს ბიზნეს-ასოციაციაში.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. „მწვანე პასპორტების" შემოღების გადაწყვეტილება არის საკმაოდ დროული, ვინაიდან ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას სჭირდება კონკრეტული სავალდებულო მექანიზმების ამოქმედება, რათა მოხდეს საგანგაშო მაჩვენებლების კლება, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
1 დეკემბრიდან მოქალაქეები სხვადასხვა ობიექტებში - კვების ობიექტები, რესტორნები, კაფე-ბარები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები - მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტით" შეძლებენ შესვლას. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა პერსონალზე.
„მწვანე პასპორტებში" ასახული იქნება კორონავირუსთან დაკავშირებული თითოეული მოქალაქის ყველა ინფორმაცია – გადატანილი დაავადება, PCR-ტესტის შედეგები, ვაქცინაციის კურსი.
„მწვანე პასპორტების" ამოქმედება არის საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების პოზიტიური მაგალითი და ვიმედოვნებთ, რომ ეს დააჩქარებს ვაქცინაციის პროცესს", – აღნიშნულია განცხადებაში.
ასოციაციის აზრით, აღნიშნული რეგულაციის შემოღებამ საკმაოდ ეფექტიანად იმუშავა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და იმედია, რომ ამ მექანიზმის ამოქმედებითა და აღსრულებით საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორდება.
„მიგვაჩნია, რომ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული „მწვანე სტატუსი" არის საკმაოდ სამართლიანი და ამავდროულად დემოკრატიული, ვინაიდან სტატუსის მოპოვება შესაძლებელია როგორც ვაქცინაციის, ასევე შესაბამისი ტესტირების ჩატარებისა და კოვიდ-ვირუსის გადატანის შემთხვევაში", – ნათქვამია განცხადებაში.
ასოციაციას ასევე მიაჩნია, რომ ობიექტების ჩამონათვალიც საკმაოდ სამართლიანად არის შერჩეული და არავაქცინირებულ პირებს არ შეეზღუდებათ წვდომა იმ ობიექტებზე, სადაც განთავსებულია პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები.
ბიზნეს-ასოციაცია კიდევ ერთხელ მიმართავს და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს ბიზნეს-სექტორს და მასში დასაქმებულ მოქალაქეებს.
„ეს არის ერთადერთი გზა პანდემიის დასრულებისა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად, ასევე ეკონომიკური მდგრადობის შესანარჩუნებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.
პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი სრულად ვაქცინირებულია, ჩატარებული აქვს 72-საათიანი PCR-ტესტი ან 24-საათიანი ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.
„მწვანე პასპორტი" იმოქმედებს 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.
მოსახლეობას საკუთარი სტატუსის გადამოწმება შეუძლია სპეციალურ ვებ-გვერდზე
covidpass.moh.gov.ge.
„მწვანე პასპორტებისთვის" სპეციალური აპლიკაციაა შექმნილი, რომლის ჩამოტვირთვაც სმარტფონებიდან იქნება შესაძლებელი.