Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თამარ გაბუნია: 16 წლის ზემოთ ყველა პირისთვის ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება რეკომენდებულია

© photo: Sputnik / Stringerვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
გამოწერა
ბუსტერ დოზის ასაკის შემცირებასთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია ექსპერტების საბჭომ გასცა.
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება რეკომენდებულია 16 წლის ზემოთ ყველა პირისთვის, ასაკისა და დაავადების სტატუსის მიუხედავად, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, ბუსტერ დოზის ასაკის შემცირებასთან დაკავშირებით ექსპერტების საბჭომ დადებითი რეკომენდაცია გასცა.

„ბუსტერ დოზის გაფართოებასთან დაკავშირებით ექსპერტების საბჭომ გასცა დადებითი რეკომენდაცია, ჩვენ ამ კვირაში უკვე ოფიციალურად დავიწყებთ ამას, ანუ საწყისი ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ ბუსტერ დოზის გაკეთება რეკომენდებულია 16 წლის ზემოთ ყველა პირისთვის, ასაკისა და დაავადების სტატუსის მიუხედავად“, – განაცხადა გაბუნიამ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება მოსახლეობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული სამი ვაქცინით – Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის პრეპარატებით შეუძლია.
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება>>
დღემდე ე.წ. ბუსტერ დოზით აცრას ექვემდებარებოდნენ 50 წელს ზემოთ პირები და მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანები, რომელთაც ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება მეორე აცრიდან ექვს თვეში შეუძლიათ.
რაც შეეხებათ საზღვარგარეთ მოგზაურობის მსურველებს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოგზაურებს, რომლებიც „სინოვაკით“ ან „სინოფარმით“ არიან აცრილი, მაგრამ მიდიან ისეთ ქვეყანაში, რომელიც ამ ორ ვაქცინას არ აღიარებს, შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ დამატებით შეუძლიათ „ფაიზერის“ ორი დოზით აიცრან.
კოვიდ-პასპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
„მწვანე პასპორტებისთვის" აპლიკაციის ჩამოტვირთვას სმარტფონებიდან შეძლებთ
„მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს მოგზაურობის მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ბილეთის ჯავშანი, ან მოწვევა. ნებისმიერი ამ ტიპის დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში მათ ვთავაზობთ დამატებით ორი დოზით აცრას „ფაიზერის“ ვაქცინით“, – განაცხადა გაბუნიამ.
„მწვანე პასპორტები“ 1 დეკემბრიდან ამოქმედდება>>
7 ნოემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2.003.963 აცრა. მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია 1.048.619 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 36,9%; სრულად ვაქცინირებულია 952.248 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 33,3%.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზა მკვეთრად ზრდის იმუნიტეტს. ის კეთდება მეორე დოზის გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ როგორც კოვიდ-გადატანილებში, ასევე ვაქცინირებულებში, რადგან ანტისხეულების რაოდენობა თანდათან იკლებს.
ყველა ახალი ამბავი
0