https://sputnik-georgia.com/20211108/mwvane-pasportis-aplikacias-smartponebidan-chamotvirtavt-261886443.html
„მწვანე პასპორტებისთვის" აპლიკაციის ჩამოტვირთვას სმარტფონებიდან შეძლებთ
„მწვანე პასპორტებისთვის" აპლიკაციის ჩამოტვირთვას სმარტფონებიდან შეძლებთ
Sputnik საქართველო
„მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. 08.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-08T18:17+0400
2021-11-08T18:17+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/04/261797976_0:207:3077:1938_1920x0_80_0_0_9b2e3fc1f593e6134682a6b4021d7922.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. „მწვანე პასპორტებისთვის" სპეციალური აპლიკაციაა შექმნილი, რომლის ჩამოტვირთვაც სმარტფონებიდან იქნება შესაძლებელი, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.ღიბრაძის თქმით, აღნიშნული აპლიკაცია მიერთებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორ – იმუნიზაციის ბაზასთან და Covidlab-ბაზასთან, სადაც რეგისტრირდება ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევები. მათ კი, ვისაც სმარტფონი არ აქვს, კოვიდ-პასპორტის აღება იუსტიციის სახლში შეუძლია.საქართველოში 1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტების" კონცეფციის ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გააკეთა. „მწვანე პასპორტებში" ასახული იქნება კორონავირუსთან დაკავშირებული თითოეული მოქალაქის ყველა ინფორმაცია – გადატანილი დაავადება, PCR-ტესტის შედეგები, ვაქცინაციის კურსი.პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი სრულად ვაქცინირებულია, ჩატარებული აქვს 72-საათიანი PCR-ტესტი ან 24-საათიანი ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.„მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.მოსახლეობას საკუთარი სტატუსის გადამოწმება შეუძლია სპეციალურ ვებ-გვერდზე covidpass.moh.gov.ge.1 დეკემბრიდან მოქალაქეები სხვადასხვა ობიექტებში – კვების ობიექტები, რესტორნები, კაფე-ბარები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები – მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტით" შეძლებენ შესვლას. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა პერსონალზე.
https://sputnik-georgia.com/20211108/mwvane-pasportebi-1-dekembridan-amoqmeddeba-261880097.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/04/261797976_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_05235d3bca3acdae3eeae592961e367a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
„მწვანე პასპორტებისთვის" აპლიკაციის ჩამოტვირთვას სმარტფონებიდან შეძლებთ
18:17 08.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. „მწვანე პასპორტებისთვის" სპეციალური აპლიკაციაა შექმნილი, რომლის ჩამოტვირთვაც სმარტფონებიდან იქნება შესაძლებელი, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ღიბრაძის თქმით, აღნიშნული აპლიკაცია მიერთებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორ – იმუნიზაციის ბაზასთან და Covidlab-ბაზასთან, სადაც რეგისტრირდება ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევები. მათ კი, ვისაც სმარტფონი არ აქვს, კოვიდ-პასპორტის აღება იუსტიციის სახლში შეუძლია.
„შექმნილია სპეციალური აპლიკაცია, რომელიც გადაამოწმებს ჩვენს სტატუსს. სტატუსის გადამოწმება ასევე შესაძლებელი იქნება ნებისმიერი სმარტფონის ფოტოკამერის მეშვეობით. დამატებითი კომუნიკაცია შედგება ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან, რათა ყველა დეტალი გავიაროთ. 1 დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტის სტატუსი გაფართოვდება", – განაცხადა ღიბრაძემ.
საქართველოში 1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტების" კონცეფციის ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გააკეთა.
„მწვანე პასპორტებში" ასახული იქნება კორონავირუსთან დაკავშირებული თითოეული მოქალაქის ყველა ინფორმაცია – გადატანილი დაავადება, PCR-ტესტის შედეგები, ვაქცინაციის კურსი.
პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი სრულად ვაქცინირებულია, ჩატარებული აქვს 72-საათიანი PCR-ტესტი ან 24-საათიანი ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.
„მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.
მოსახლეობას საკუთარი სტატუსის გადამოწმება შეუძლია სპეციალურ ვებ-გვერდზე
covidpass.moh.gov.ge.
1 დეკემბრიდან მოქალაქეები სხვადასხვა ობიექტებში – კვების ობიექტები, რესტორნები, კაფე-ბარები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები – მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტით" შეძლებენ შესვლას. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა პერსონალზე.