https://sputnik-georgia.com/20211108/raribasvili-vaqcinacia-savaldebulo-ar-gaxdeba-261882687.html
ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება
Sputnik საქართველო
აცრა გვიცავს სიკვდილისგან, ეს არის ყველაზე მთავარი არგუმენტი, რაც უნდა ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, განაცხადა პრემიერმა. 08.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-08T15:23+0400
2021-11-08T15:23+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/06/261845942_0:0:3001:1688_1920x0_80_0_0_fb73a66e00295b3322a03fb0e9e0dfa2.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და არ გახდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მოქალაქეები კი არ უნდა აიძულონ, არამედ უნდა დაარწმუნონ, რომ ვაქცინაცია შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან ერთადერთი, უალტერნატივო გამოსავალია.სავალდებულო აცრებთან დაკავშირებით ეს პრემიერ-მინისტრის პირველი განცხადება არ არის. ჯერ კიდევ 24 ოქტომბერს თელავში წინასაარჩევნო შეხვედრების დროს ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს.„მე, როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაცის", – განაცხადა მაშინ პრემიერ-მინისტრმა.7 ნოემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2.003.963 აცრა. მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია 1.048.619 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 36,9%; სრულად ვაქცინირებულია 952.248 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 33,3%.
https://sputnik-georgia.com/20211108/saxelmwifo-pensionerebs-acris-semtxvevasi-200-larit-waaxalisebs-261881843.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/06/261845942_0:0:2667:2000_1920x0_80_0_0_4b1473e21686640b07dc5c0a5129ef6e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, covid-19
ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება
15:23 08.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) აცრა გვიცავს სიკვდილისგან, ეს არის ყველაზე მთავარი არგუმენტი, რაც უნდა ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და არ გახდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მოქალაქეები კი არ უნდა აიძულონ, არამედ უნდა დაარწმუნონ, რომ ვაქცინაცია შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან ერთადერთი, უალტერნატივო გამოსავალია.
„ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით. ეს ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა და ამ გადაწყვეტილებას მე არ შევცვლი. რა თქმა უნდა, ჩვენ მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, დავეხმაროთ, განვუმარტოთ, რომ ვაქცინაცია რეალურად არის გამოსავალი პანდემიის დასრულების. აცრა გვიცავს სიკვდილისგან, ეს არის ყველაზე მთავარი არგუმენტი, რაც უნდა ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, ოჯახის წევრებს", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სავალდებულო აცრებთან დაკავშირებით ეს პრემიერ-მინისტრის პირველი განცხადება არ არის. ჯერ კიდევ 24 ოქტომბერს თელავში წინასაარჩევნო შეხვედრების დროს ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს.
„მე, როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაცის", – განაცხადა მაშინ პრემიერ-მინისტრმა.
7 ნოემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2.003.963 აცრა. მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია 1.048.619 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 36,9%; სრულად ვაქცინირებულია 952.248 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 33,3%.