https://sputnik-georgia.com/20211219/premier-ministrma-sajaro-moxeleebs-mati-profesiuli-dre-miuloca-262975341.html
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოხელეებს მათი პროფესიული დღე მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოხელეებს მათი პროფესიული დღე მიულოცა
Sputnik საქართველო
ახალი წლიდან საჯარო მოხელეების ხელფასები 10%-ით გაიზარდება და მათი ხელფასის მომატების სქემა პენსიების ინდექსაციის მსგავსად შემუშავდება 19.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-19T13:55+0400
2021-12-19T13:55+0400
2021-12-19T13:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261644473_0:360:2205:1600_1920x0_80_0_0_c43c6200852716c25e0fc793843029c3.jpg
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საჯარო მოხელეებს პროფესიული დღე მიულოცა და თავიანთ საქმიანობაში წარმატებები უსურვა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.„მინდა პროფესიული დღე მივულოცო საჯარო მოხელეებს, ადამიანებს, რომლებიც კეთილსინდისიერად ემსახურებიან თავიანთ საქმეს, მუდამ განვითარებაზე არიან ორიენტირებულები და უდიდეს როლს ასრულებენ თანამედროვე, დასავლურ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის საქმეში“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა თითოეულ საჯარო მოხელეს და აღნიშნა, რომ ისინი არიან სახელმწიფოს უწყვეტი და ქმედითი ფუნქციონირების საყრდენი.„ამიტომ მათი მხარდაჭერა ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია“, - განაცხადა პრემიერმა.ირაკლი ღარიბაშვილმა აქვე ისიც აღნიშნა, რომ 2022 წლიდან საჯარო მოხელეების ხელფასის 10-პროცენტიანი ზრდის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს იქნება არა ერთჯერადი, არამედ მომდევნო წლების ტენდენცია.სახელმწიფო სექტორში საშუალო ნომინალური ხელფასი 1024 ლარს შეადგენს. ამასთან საქართველოში ჩინოვნიკების ხელფასი მოიცავს განაკვეთს და კოეფიციენტს, რომელიც მოხელის კლასზე და მის მიერ დაკავებულ პოზიციაზეა დამოკიდებული. ასეთი სულ 12 კლასია.ამას წინათ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ მომავალ წელს საჯარო მოხელეების ხელფასის მომატების სქემა პენსიების ინდექსაციის მსგავსად შემუშავდება. გასული წლიდან კანონში გაწერილია პენსიების ყოველწლიური მომატება, რომელიც ინფლაციასა და ეკონომიკურ ზრდაზეა დამოკიდებული. ამასთან მან აღნიშნა, რომ 10%-იანი ზრდა ეს არის მაქსიმუმი, რისი საშუალებაც აქვს წელს სახელმწიფოს.
https://sputnik-georgia.com/20211116/ramdeni-procentit-gaezrdebat-xelfasebi-sajaro-moxeleebs-262130690.html
https://sputnik-georgia.com/20210917/ramdenia-daqiravebit-dasaqmebulta-xelfasi-statistika-259663712.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261644473_356:400:1956:1600_1920x0_80_0_0_76667bd38e991926534f369d6c23755e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოხელეებს მათი პროფესიული დღე მიულოცა
ახალი წლიდან საჯარო მოხელეების ხელფასები 10%-ით გაიზარდება და მათი ხელფასის მომატების სქემა პენსიების ინდექსაციის მსგავსად შემუშავდება
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საჯარო მოხელეებს პროფესიული დღე მიულოცა და თავიანთ საქმიანობაში წარმატებები უსურვა, იუწყება
მთავრობის ადმინისტრაცია. „მინდა პროფესიული დღე მივულოცო საჯარო მოხელეებს, ადამიანებს, რომლებიც კეთილსინდისიერად ემსახურებიან თავიანთ საქმეს, მუდამ განვითარებაზე არიან ორიენტირებულები და უდიდეს როლს ასრულებენ თანამედროვე, დასავლურ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის საქმეში“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა თითოეულ საჯარო მოხელეს და აღნიშნა, რომ ისინი არიან სახელმწიფოს უწყვეტი და ქმედითი ფუნქციონირების საყრდენი.
„ამიტომ მათი მხარდაჭერა ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აქვე ისიც აღნიშნა, რომ 2022 წლიდან საჯარო მოხელეების ხელფასის 10-პროცენტიანი ზრდის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს იქნება არა ერთჯერადი, არამედ მომდევნო წლების ტენდენცია.
„ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია პროფესიული საჯარო მოხელე, როგორც ინსტიტუტი, მომავალში გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი და კონკურენტული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
სახელმწიფო სექტორში საშუალო ნომინალური ხელფასი 1024 ლარს შეადგენს. ამასთან საქართველოში ჩინოვნიკების ხელფასი მოიცავს განაკვეთს და კოეფიციენტს, რომელიც მოხელის კლასზე და მის მიერ დაკავებულ პოზიციაზეა დამოკიდებული. ასეთი სულ 12 კლასია.
17 სექტემბერი 2021, 12:17
ამას წინათ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ მომავალ წელს საჯარო მოხელეების ხელფასის მომატების სქემა პენსიების ინდექსაციის მსგავსად შემუშავდება. გასული წლიდან კანონში გაწერილია პენსიების ყოველწლიური მომატება, რომელიც ინფლაციასა და ეკონომიკურ ზრდაზეა დამოკიდებული. ამასთან მან აღნიშნა, რომ 10%-იანი ზრდა ეს არის მაქსიმუმი, რისი საშუალებაც აქვს წელს სახელმწიფოს.