https://sputnik-georgia.com/20210917/ramdenia-daqiravebit-dasaqmebulta-xelfasi-statistika-259663712.html
რამდენია დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასი საქართველოში – მონაცემები განახლდა
რამდენია დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასი საქართველოში – მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
მამაკაცების ხელფასი ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორში უფრო მაღალია, ვიდრე ქალების. 17.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-17T12:17+0400
2021-09-17T12:17+0400
2021-09-17T17:37+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24776/14/247761457_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_3e831028fc94d7b0d8a1c669e58b65bb.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალოთვიურმა ნომინალურმა ხელფასმა 2021 წლის მეორე კვარტალში 1.328 ლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“ ოფიციალურად დეკლარირებულ მონაცემებზე დაყრდნობით.2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემებთან შედარებით, საანგარიშო პერიოდში საშუალო ხელფასი 15,5%-ით გაიზარდა.საშუალოთვიური ხელფასი 2021 წლის მეორე კვარტალში – დარგების ტოპ–4:– საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2.354,7 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა15,4%-ით);– ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2.173 ლარი (ზრდა 12,4%-ით);– მშენებლობა – 2.006,1 ლარი (ზრდა 23,7%-ით);– პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1.919,5 ლარი (ზრდა 7,4%-ით). ქალებისთვის საშუალო ხელფასი თვეში 1.077,8 ლარი, ხოლო მამაკაცებისთვის – 1.560 ლარია. ამასთან, ქალების ხელფასი ერთ წელიწადში გაიზარდა 153,6 ლარით, ხოლო მამაკაცების – 207,6 ლარით. მამაკაცების ხელფასი ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორში უფრო მაღალია.ბიზნეს-სექტორში მეორე კვარტალში საშუალო ხელფასი თვეში 214 ლარით გაიზარდა და 1.389,6 ლარი შეადგინა. ყველაზე მეტ ხელფასს იღებენ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობით დაკავებულები (2.209,4 ლარი) და ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგში დასაქმებულები (2.177,4 ლარი).საქართველოს ეკონომიკის არაწარმოებით და საფინანსო სექტორში საშუალოთვიური ხელფასი 117.8 ლარით გაიზარდა და 1.226,6 ლარი შეადგინა.
https://sputnik-georgia.com/20210630/axali-statistika-mSeneblobis-sferoSi-252167791.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24776/14/247761457_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_e60796cb0fdcd913bf8d51b0200a2d55.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
რამდენია დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასი საქართველოში – მონაცემები განახლდა
12:17 17.09.2021 (განახლებულია: 17:37 17.09.2021) მამაკაცების ხელფასი ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორში უფრო მაღალია, ვიდრე ქალების.
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალოთვიურმა ნომინალურმა ხელფასმა 2021 წლის მეორე კვარტალში 1.328 ლარი შეადგინა,
იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“ ოფიციალურად დეკლარირებულ მონაცემებზე დაყრდნობით.
2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემებთან შედარებით, საანგარიშო პერიოდში საშუალო ხელფასი 15,5%-ით გაიზარდა.
საშუალოთვიური ხელფასი 2021 წლის მეორე კვარტალში – დარგების ტოპ–4:
– საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2.354,7 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა15,4%-ით);
– ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2.173 ლარი (ზრდა 12,4%-ით);
– მშენებლობა – 2.006,1 ლარი (ზრდა 23,7%-ით);
– პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1.919,5 ლარი (ზრდა 7,4%-ით).
ქალებისთვის საშუალო ხელფასი თვეში 1.077,8 ლარი, ხოლო მამაკაცებისთვის – 1.560 ლარია. ამასთან, ქალების ხელფასი ერთ წელიწადში გაიზარდა 153,6 ლარით, ხოლო მამაკაცების – 207,6 ლარით. მამაკაცების ხელფასი ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორში უფრო მაღალია.
ბიზნეს-სექტორში მეორე კვარტალში საშუალო ხელფასი თვეში 214 ლარით გაიზარდა და 1.389,6 ლარი შეადგინა. ყველაზე მეტ ხელფასს იღებენ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობით დაკავებულები (2.209,4 ლარი) და ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგში დასაქმებულები (2.177,4 ლარი).
საქართველოს ეკონომიკის არაწარმოებით და საფინანსო სექტორში საშუალოთვიური ხელფასი 117.8 ლარით გაიზარდა და 1.226,6 ლარი შეადგინა.