ღირებულება იზრდება, ხელფასები მცირდება: ახალი სტატისტიკა მშენებლობის სფეროში

© photo: Sputnikსაცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა
საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
გამოწერა
ინდექსის გაზრდა ძირითადად სამშენებლო მასალების ფასების 15,9%-ით ზრდის ხარჯზე მოხდა. ამავე დროს ხელფასები 3%-ით შემცირდა.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. მშენებლობის ღირებულების ინდექსი საქართველოში 2021 წლის პირველ კვარტალში 8,7%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".

ინდექსის გაზრდა ძირითადად სამშენებლო მასალების ფასების 15,9%-ით ზრდამ გამოიწვია. ამავე დროს, საანგარიშო პერიოდში საშუალო ყოველთვიური ხელფასი 3%-ით შემცირდა.

ქარხანა - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
რამდენით გაიზარდა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე საქართველოში

მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2021 წლის პირველ კვარტალში, 2020 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, 1,6%-ით შემცირდა.

ცვლილება ძირითადად სამშენებლო სექტორში დასაქმებულების საშუალო ყოველთვიური ნომინალური ხელფასის 19,7%-ით შემცირების გამო მოხდა.

საქართველოში 2021 წლის პირველ კვარტალში ექსპლუატაციაში შევიდა ჯამში 341,9 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის 562 ობიექტი. 2020 წლის იანვარ-მარტთან შედარებით ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა 16,1%-ით გაიზარდა, ხოლო ფართობი 18,5%-ით შემცირდა.

ყველა ახალი ამბავი
0