რამდენით გაიზარდა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე საქართველოში

© Ministry of Economy and Sustainable Developmentქარხანა
ქარხანა - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
გამოწერა
ერთ წელიწადში ფასები ძირითადად გაიზარდა გადამამუშავებელი და სამთო მრეწველობის, ასევე კვების პროდუქტებზე.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. 2021 წლის მაისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15,5%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში. 

ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
ფასები საქართველოში უსწრაფესად იზრდება: ინფლაციის ახალი სტატისტიკა

ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 15,5%-ით, მათ შორის სურსათზე 17,2%-ით და სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 9,8%-ით.

მიმდინარე წლის მაისში, აპრილთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,2%-ით გაიზარდა.

ადგილობრივი წარმოება

ფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე მაისში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18,3%-ით გაიზარდა.

ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 18,9%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში – 18,4%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 17,3%-ით.

ექსპორტი და იმპორტი

ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11,6%-ით გაიზარდა. 

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
საქართველო წარმატებით ვაჭრობს: საგარეო ბრუნვა 42%-ით გაიზარდა

სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 3,2%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 11,7%-ით, მათ შორის სასმელზე – 5,1%-ით, ლითონის ნაკეთობაზე – 28,7%-ით.

საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 27,2%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 28,8%-ით გაძვირდა.

სამომხმარებლო ფასები

წლიური ინფლაციის დონემ 2021 წლის მაისში 7,7% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს). სურსათზე ფასები წლიური 3,3%-ით გაიზარდა. მაისში, აპრილთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,7% შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0