საქართველო წარმატებით ვაჭრობს: საგარეო ბრუნვა 42%-ით გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2021
გამოწერა
2021 წლის მაისში დაახლოებით 339,4 მლნ დოლარის ქართული პროდუქცია გაიტანეს, რაც 2020 წლის მაისთან შედარებით 45%-ით მეტია.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2021 წლის მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 41,7%-ით გაიზარდა და 1.081 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში. 

საექსპორტო ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
ქართული ღვინის ექსპორტი კვლავ იზრდება
 

კორონავირუსის პანდემიის ფონზე ვაჭრობამ ვარდნა საქართველოში გასული წლის მარტიდან დაიწყო. საგარეო ვაჭრობის ვარდნის ტემპები 2021 წლის დასაწყისიდან შემცირდა – იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.3%-ით, იანვარი–თებერვალში – 12%-ით შემცირდა, მიმდინარე წლის იანვარი–მარტში კი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.3%-ით შემცირდა.

საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2021 წლის იანვარი–მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18,2%-ით გაიზარდა და 5.019.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2021 წლის დასაწყისიდან საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1.531 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39%-ია.

საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ. 

მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა ქუთაისში - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2021
დაზუსტდა პირველ კვარტალში საქართველოში ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელი

2021 წლის დასაწყისიდან გაიზარდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (26.7%) ფეროშენადნობის (32.1%), ნატურალური ყურძნის ღვინის (17%), სპირტიანი სასმელების (32.4%) მინერალური და მტკნარი წყლის (23,3%), თხილის (95,1%), ტრიკოტაჟის პროდუქციის (93.4%),  აზოტოვანი სასუქების (17.7%) ექსპორტი.
ამავე დროს გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 10.2%-ით.

საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.

2021 წლის იანვარი–მაისში გაიზარდა საბურღი მანქანების (339.4%), სატვირთო ავტომობილების (107.2%), ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (30.4%), სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (17.5%), მსუბუქი ავტომობილების (11.2%), აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების (7.1%), ელექტროენერგიის (17.3%) იმპორტი.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0