ქართული ღვინის ექსპორტი კვლავ იზრდება

© photo: Sputnik / Stringerსაექსპორტო ღვინო
საექსპორტო ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
გამოწერა
ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ 82,4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 8%-ით მეტია.

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. საქართველომ 2021 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით ექსპორტზე მსოფლიოს 55 ქვეყანაში გაიტანა 36,4 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 2020 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 15%-ით მეტია, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
რუსი ექსპერტების ეჭვი ზოგიერთი ქართული ღვინის ხარისხზე და პროდუქციის პერსპექტივები

სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 82,4 მლნ აშშ დოლარია – ზრდამ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 8%-ს მიაღწია.

ქართული ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობას ინარჩუნებს რუსეთი – წლის დასაწყისიდან საქართველოდან ამ ქვეყანაში დაახლოებით 22,4 მლნ ბოთლი ღვინო გაიტანეს. ექსპორტის ზრდამ 17% შეადგინა.

გარდა ამისა, ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 11% (2,2 მლნ ბოთლი), ლიეტუვა - 63% (439,5 ათასი ბოთლი), აშშ - 26% (403,9 ათასი ბოთლი), ესტონეთი - 3% (258,6 ათასი ბოთლი), გერმანია - 23% (314,7 ათასი ბოთლი).

სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტი ასევე გაიზარდა კანადაში – 54%, ყაზახეთში – 89%, ისრაელში – 95%, აზერბაიჯანში – 41%, მონღოლეთში – 600%, ჩეხეთსა – 900% და თურქეთში – 324%.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
ამერიკაში ქართული ღვინოები დააგემოვნეს

გარდა ქართული ღვინისა, 2021 წლის ხუთ თვეში საქართველოდან ექსპორტირებულია 13,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 209 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. ბრენდის ექსპორტით მიღებული შემოსავლები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3%-ით გაიზარდა და 23 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტირებული ჭაჭის ღირებულება 567 ათას დოლარს აღწევს, შემოსავლების ზრდა კი 30%-ია.

ღვინისა და ალკოჰოლური პროდუქცია ექსპორტზე 270-მა კომპანიამ გაიტანა.

ჯამში საქართველოდან ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 130 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ყველა ახალი ამბავი
0