რამდენი პროცენტით გაეზრდებათ ხელფასები საჯარო მოხელეებს

© Ministry of Finance of Georgiaლაშა ხუციშვილი
ლაშა ხუციშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
გამოწერა
საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორში დასაქმებულთა ხელფასის 71%-ს შეადგენს, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 16 ნოემბერი - Sputnik. 2022 წლის 1 იანვრიდან საჯარო მოხელეებს ხელფასები 10%-ით გაეზრდებათ, ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში განაცხადა.
სახელმწიფო სექტორში საშუალო ნომინალური ხელფასი 1024 ლარს შეადგენს. ამასთან საქართველოში ჩინოვნიკების ხელფასი მოიცავს განაკვეთს და კოეფიციენტს, რომელიც მოხელის კლასზე და მის მიერ დაკავებულ პოზიციაზეა დამოკიდებული. ასეთი სულ 12 კლასია.
„საჯარო სექტორში საშუალო ხელფასი კერძო სექტორის 71%-ია. ალბათ დამეთანხმებით, რომ მსგავსი პროპორციის პირობებში შეუძლებელი იქნება საჯარო სექტორში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაუარესდება საჯარო მომსახურების სერვისების ხარისხიც. ასევე, შეუძლებელი იქნება მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება“, - განაცხადა ხუციშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ 10%-იანი ზრდა ეს არის მაქსიმუმი, რისი საშუალებაც აქვს წელს სახელმწიფოს.
ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
საჯარო მოხელეების ხელფასების გაზრდა: პოპულიზმი თუ გრძელვადიანი გეგმები
ამასთან, ხუციშვილმა განაცხადა, რომ მომავალ წელს საჯარო მოხელეების ხელფასის მომატების სქემა პენსიების ინდექსაციის მსგავსად შემუშავდება. გასული წლიდან კანონში გაწერილია პენსიების ყოველწლიური მომატება, რომელიც ინფლაციასა და ეკონომიკურ ზრდაზეა დამოკიდებული.
ყველა ახალი ამბავი
0