https://sputnik-georgia.com/20210809/sajaro-moxeleebis-xelfasebis-gazrda-populizmi-Tu-grZelvadiani-gegmebi-252544318.html
საჯარო მოხელეების ხელფასების გაზრდა: პოპულიზმი თუ გრძელვადიანი გეგმები
საჯარო მოხელეების ხელფასების გაზრდა: პოპულიზმი თუ გრძელვადიანი გეგმები
Sputnik საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ პენსიების ინდექსაციის მსგავსად საჯარო მოხელეთა ხელფასების გაზრდის სქემის შემუშავება დააანონსა. 09.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-09T19:51+0400
2021-08-09T19:51+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/75/234097518_0:156:1501:1000_1920x0_80_0_0_b92cb37e2d323f344681601c13611ce6.jpg
ოთბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. ოპოზიცია საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდის დაპირებას ადგილობრივი არჩევნებისთვის ამომრჩეველთა მობილიზაციისთვის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამიზნულ სვლად აფასებს, მთავრობაში კი ირწმუნებიან, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არჩევნებს არ უკავშირდება.პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დააანონსა, რომ იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება, მათ შორის, გაორმაგდება მერების ხელფასები.„ირაკლი ღარიბაშვილმა დააანონსა საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდა, რაც თავისი არსით არის ნეპოტიზმის მანქანის კიდევ უფრო ზრდა და ადმინისტრაციული რესურსების შემოკრება იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლებამ მოიგოს არჩევნები ამ ადამიანების გამოყენებით“, – განუცხადა ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ნონიაშვილმა.აღნიშნულს კატეგორიულად არ ეთანხმება ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.„ახლა ვიწყებთ ბიუჯეტის პროექტზე მუშაობას, შესაბამისად, ყველა ის საკითხი, რომელიც საბოლოოდ შეთანხმებული და მიღებული იქნება, უნდა იყოს გამყარებული საბიუჯეტო დაფინანსებით“, – განაცხადა ხუციშვილმა.საქართველოში საჯარო მოხელეების ხელფასი მათ კლასზეა დამოკიდებული, მოხელეთა სულ 12 კლასი არსებობს.მანამდე ფინანსთა სამინისტრომ საჯარო მოხელეების ხელფასების გაზრდის სქემის შემუშავება დააანონსა, რომელიც პენსიების ინდექსაციის მსგავსი იქნება. გასული წლიდან კანონში გაიწერა პენსიების ყოველწლიური მომატება, რომელიც ინფლაციასა და ეკონომიკურ ზრდაზე იქნება მიბმული.ფინანსთა სამინისტრო 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თავდაპირველ პროექტს შემოდგომის დასაწყისში წარმოადგენს. ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის მიღება მიმდინარე წლის დეკემბერში იგეგმება.
https://sputnik-georgia.com/20210809/RaribaSvili8-merebsa-da-sajaro-moxeleebs-xelfasi-gaezrdeba-252536378.html
https://sputnik-georgia.com/20210630/sapensio-fondma-maRali-momgebianoba-aCvena-252170026.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/75/234097518_39:0:1372:1000_1920x0_80_0_0_aa2641be2a1dde5d19cd352549f68d0f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
საჯარო მოხელეების ხელფასების გაზრდა: პოპულიზმი თუ გრძელვადიანი გეგმები
19:51 09.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ პენსიების ინდექსაციის მსგავსად საჯარო მოხელეთა ხელფასების გაზრდის სქემის შემუშავება დააანონსა.
ოთბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. ოპოზიცია საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდის დაპირებას ადგილობრივი არჩევნებისთვის ამომრჩეველთა მობილიზაციისთვის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამიზნულ სვლად აფასებს, მთავრობაში კი ირწმუნებიან, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არჩევნებს არ უკავშირდება.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დააანონსა, რომ იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება, მათ შორის, გაორმაგდება მერების ხელფასები.
„ირაკლი ღარიბაშვილმა დააანონსა საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდა, რაც თავისი არსით არის ნეპოტიზმის მანქანის კიდევ უფრო ზრდა და ადმინისტრაციული რესურსების შემოკრება იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლებამ მოიგოს არჩევნები ამ ადამიანების გამოყენებით“, – განუცხადა ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ნონიაშვილმა.
აღნიშნულს კატეგორიულად არ ეთანხმება ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.
„ახლა ვიწყებთ ბიუჯეტის პროექტზე მუშაობას, შესაბამისად, ყველა ის საკითხი, რომელიც საბოლოოდ შეთანხმებული და მიღებული იქნება, უნდა იყოს გამყარებული საბიუჯეტო დაფინანსებით“, – განაცხადა ხუციშვილმა.
საქართველოში საჯარო მოხელეების ხელფასი მათ კლასზეა დამოკიდებული, მოხელეთა სულ 12 კლასი არსებობს.
მანამდე ფინანსთა სამინისტრომ საჯარო მოხელეების ხელფასების გაზრდის სქემის შემუშავება დააანონსა, რომელიც პენსიების ინდექსაციის მსგავსი იქნება. გასული წლიდან კანონში გაიწერა პენსიების ყოველწლიური მომატება, რომელიც ინფლაციასა და ეკონომიკურ ზრდაზე იქნება მიბმული.
ფინანსთა სამინისტრო 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თავდაპირველ პროექტს შემოდგომის დასაწყისში წარმოადგენს. ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის მიღება მიმდინარე წლის დეკემბერში იგეგმება.