საქართველოს საპენსიო ფონდმა მაღალი მომგებიანობა აჩვენა

© photo: Sputnik / Stringer50 და 100 ლარის კუპიურები
50 და 100 ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
გამოწერა
დაგროვებით საპენსიო სისტემაში დღეს 1.159.000 ადამიანია ჩართული და მათი რაოდენობა ყოველთვიურად საშუალოდ 10 ათასი მოქალაქით იზრდება.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საპენსიო ფონდში დაგროვების დაწყების დღიდან - 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე მონაწილეების დანაზოგების ღირებულება (საპენსიო შენატანების გამორიცხვით) 24,3%-ით გაიზარდა. იუწყება საქართველოს საპენსიო სააგენტო.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ინფლაცია იყო 18,5%, ხოლო ლარის გაუფასურება – 17,8%.

„შესაბამისად, მონაწილეების დანაზოგების ღირებულების საშუალო წლიური ზრდა (საპენსიო შენატანების გამორიცხვით) იყო 9,1%, იმ დროს, როდესაც ლარის საშუალო წლიური გაუფასურება იყო 6,8%, ხოლო საშუალო წლიური ინფლაცია – 7,2%", – აღნიშნულია საპენსიო ფონდის განცხადებაში.

გამვლელები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
საქართველოში პენსიებს განახლებული საბანკო პირობებით გასცემენ

საპენსიო ფონდის მიმდინარე წლიური ეფექტური შემოსავლიანობა არის 11,1%, იმ დროს, როდესაც მიმდინარე წლიური ინფლაცია 7,7%-ია.

ბოლო მონაცემებით, ამ დროისათვის საპენსიო დანაზოგის მოცულობა 1,5 მილიარდ ლარს შეადგენს, დანაზოგით 873-მა ადამიანმა ისარგებლა.

5 მაისის მდგომარეობით, დაგროვებით პენსიაზე დარიცხული სარგებელი 148 მლნ ლარი იყო.

სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება, თვეში საშუალოდ 10 ათასი ადამიანით.

დაგროვებითი პენსიის სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა და ის სავალდებულოა.

შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.

ერთი ყულაბის ამბავი, ანუ სად არის ჩვენი საპენსიო დანაზოგი?>>

24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს. წლიური 60 ათასი ლარის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემას ეთიშება.

ფულის დაბრუნებამდე სახელმწიფო ამ თანხების ინვესტირებას ახორციელებს სხვადასხვა პროექტში ეროვნული ბანკის კონტროლით. პროცესს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური წარმართავს.

ყველა ახალი ამბავი
0