საქართველოში პენსიებს განახლებული საბანკო პირობებით გასცემენ

© Sputnik / Alexander Imedashviliგამვლელები პირბადეებით
გამვლელები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
გამოწერა
პენსიების მომსახურებაზე ახალი ტენდერი 2021 წლის ბოლომდე გამოცხადდება და მასში რამდენიმე სავალდებულო პირობა იქნება გაწერილი.

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. საპარლამენტო ჯგუფმა მიაღწია შეთანხმებას პენსიების გაცემასთან დაკავშირებული ახალი კონტრაქტის პუნქტებზე - მათ შორისაა დაკრედიტების განახლებული პირობები და გარკვეული შეღავათები, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ.

ბოლო ათი წლის განმავლობაში „ლიბერტი ბანკი“ საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური აგენტია პენსიებისა და სოციალური დახმარებების განაწილების საკითხში. ბანკთან ხელშეკრულება 2014 წელს გაფორმდა. მისი ვადა 2019 წელს ამოიწურა, მაგრამ შეთანხმება 2022 წლამდე გაგრძელდა.

პენსიონრები - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2021
ცვლილებები ჩავარდა: პენსიონერები სესხს ისევ მხოლოდ ერთ ბანკში მიიღებენ

როგორც ზარქუამ განმარტა, ახალი ტენდერი 2021 წლის ბოლომდე გამოცხადდება და მასში იქნება გაწერილი რამდენიმე სავალდებულო პირობა, რომელიც ბანკმა პენსიონერების წინაშე უნდა შეასრულოს.

„ტენდერი მიმდინარე წლის ბოლომდე ჩაინიშნება განახლებული პირობებით, მოქნილი მომსახურებით, შედარებით დაბალი პროცენტით და ახალი პროდუქტებით. ახალი კონტრაქტი სავარაუდოდ 4-5 წლიანი იქნება“, – განაცხადა ზარქუამ.

კერძოდ, მისი თქმით, ახალი კონტრაქტით, პენსიონერის ოჯახებს მისი გარდაცვალების შემდეგ კრედიტის გადახდა აღარ მოუწევთ. ამასთან, მოკლევადიანი სესხები, რომელიც იყო ერთწლიანი, პენსიონრებს გაუხანგრძლივდებათ 2-3 წლამდე, სურვილის შესაბამისად.

შემცირდება პროცენტები სამომხმარებლო სესხებზე პენსიონერებისთვის, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მისი გარანტი იქნება ოჯახის დასაქმებული წევრი, რომელიც საკუთარი შემოსავლის დადასტურებას შეძლებს.

ამჟამად სესხის პროცენტი 30,6%-ს შეადგენს. მას ფარავს პენსიონერი თავისი პენსიიდან, ამასთან ბანკს ეკრძალება ერთბაშად მთლიანი პენსიის ჩამოჭრა.

გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალი ინიციატივა – პენსია აქციაზე დაზარალებულებს

დღეს საქართველოში დაახლოებით 787,4 ათასი პენსიონერია. ხანდაზმულობის პენსია ენიჭებათ 60 წელს გადაცილებულ ქალებს და 65 წელს გადაცილებულ მამაკაცებს. 70 წლამდე პენსიონერები 240 ლარის ოდენობის პენსიას, 70 წელს გადაცილებული პირები კი 275 ლარს იღებენ. მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პენსიონერები პენსიასთან ერთად დანამატს იღებენ. სახელმწიფო ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფისთვის 2,6 მლნ ლარია გამოყოფილი.

Liberty Bank – ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკია 2 მილიარდ ლარზე მეტი მთლიანი აქტივებით და 200 მილიონი ლარის მქონე კაპიტალით. ბანკს გააჩნია ყველაზე მსხვილი საფილიალო ქსელი, რომელიც 360 განყოფილებას და 570 ბანკომატს მოიცავს. ის არის საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური აგენტი პენსიებისა და სოციალური დახმარებების განაწილების კუთხით. ბანკში მუშაობს 4600-ზე მეტი თანამშრომელი, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ კლიენტს ემსახურება.

ყველა ახალი ამბავი
0