„სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალი ინიციატივა – პენსია აქციაზე დაზარალებულებს

© photo: Sputnik / Stringerგიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2021
გამოწერა
ოპოზიციური პარტია გამოდის წინადადებით, დაენიშნოს სახელმწიფო პენსია თბილისში 2019 წლის 20–21 ივნისის ღამეს საპროტესტო აქციაზე ყველა დაზარალებულს.

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ გამოდის ინიციატივით, რომ თბილისში 2019 წლის 20–21 ივნისის საპროტესტო აქციაზე მოვლენების დროს დაშავებულ ყველა პირს სახელმწიფო პენსია დაენიშნოს.

როგორც პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, „სტრატეგია აღმაშენებელი" პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დარეგისტრირებას აპირებს.

პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2021
საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობით ამუშავდა

„ინიციატივით გამოვდივართ, რომ სპეციალური კანონი შეიქმნას, რომლითაც ყველა დაზარალებულს მიეცემა კომპენსაცია, სახელმწიფოს მხრიდან დაენიშნება პენსია და სახელმწიფო მათი ცხოვრების განმავლობაში აიღებს სრულ ვალდებულებას, რომ მათი ჯანმრთელობის, სამედიცინო ხარჯების დაფარვა უზრუნველყოს. ვინც ფიზიკური დაზიანება მიიღო, კომპენსაცია ყველამ უნდა მიიღოს“, – განაცხადა ვაშაძემ.

თბილისში 2019 წლის 20–21 ივნისის ღამეს საპროტესტო აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. ხელისუფლების ვერსიით, აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას შეეცადნენ. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. იმ ღამეს დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.

ყველა ახალი ამბავი
0