https://sputnik-georgia.com/20211217/imnaze-omikroni-uamrav-adamians-daaavadebs-262941611.html
იმნაძე: ახალი შტამი „ომიკრონი" უამრავი ადამიანის დაავადებას გამოიწვევს
იმნაძე: ახალი შტამი „ომიკრონი" უამრავი ადამიანის დაავადებას გამოიწვევს
Sputnik საქართველო
ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი" განსაკუთრებით დიდ საფრთხეს 60 წელს გადაცილებული პირებისთვის წარმოადგენს. ვირუსის გავრცელების... 17.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-17T15:16+0400
2021-12-17T15:16+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252460044_0:98:1875:1153_1920x0_80_0_0_61a974d86deb8c175949cbe49d37fa2e.jpg
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონის" ძირითადი მახასიათებელი ისაა, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება, შესაბამისად, საავადმყოფოებზე ზეწოლა მოიმატებს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.„ომიკრონი" არის COVID-19-ის ახალი შტამი, რომელიც ჯანმომ დაახასიათა, როგორც „შემაშფოთებელი". ჯერჯერობით მსოფლიოს მასშტაბით ამ შტამით ინფიცირების შედეგად გარდაცვალების ერთადერთი შემთხვევაა დაფიქსირებული დიდ ბრიტანეთში.„ომიკრონის“ გამო ვითარება ორ კვირაში 40-ჯერ უარესი იქნება – ჯანმო უკიდურესადაა შეშფოთებული>>იმნაძის განმარტებით, ახალ შტამთან მიმართებით მნიშვნელოვანი იქნება კვლავ პირბადის ტარება და ვაქცინაცია. რაც შეეხება „ომიკრონის" თვისებებს, მიუხედავად სწრაფი გავრცელებისა, აღნიშნული შტამი განსაკუთრებული სიმძიმით არ გამოირჩევა.იმნაძემ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის არსებული ტემპი არასაკმარისია და მოსახლეობას, განსაკუთრებით უფროსი თაობის ადამიანებს, ისევ აცრისკენ მოუწოდა.აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემაც. მისი თქმით, ახალი შტამი განსაკუთრებით საშიშია ასაკობრივ ჯგუფებთან მიმართებაში და ქვეყანაში ძირითადი სამიზნე უნდა იყოს სწორედ 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის ვაქცინაცია. ასევე მნიშვნელოვანია „ბუსტერ-დოზის" გააქტიურება, რაც „ომიკრონისგან" ეფექტურად დაცვის ერთადერთი შესაძლებლობაა.ჩხაიძე: არცერთი ქვეყანა არ აფიქსირებს, რომ „ომიკრონის" შემთხვევათა უმრავლესობა არის მძიმე>>კორონავირუსის ახალი „ომიკრონ" შტამი, რომელიც მეზობელ თურქეთში უკვე დაფიქსირდა, საქართველოში ჯერ არ გამოვლენილა. თუმცა ეპიდემიოლოგები ვირუსის ახალი შტამის დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში დაფიქსირებას არ გამორიცხავენ.„ომიკრონთან" დაკავშირებით ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზიაციას ორი რეკომენდაცია აქვს – ვაქცინაციის გააქტიურება და ე.წ. ბუსტერ–დოზის აქტიური გამოყენება.17 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 2.361.557 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.249.236 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 43,5%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1.069.324 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 37,3%. ე.წ. ბუსტერ-დოზა გაკეთებული აქვს 42.075 ადამიანს. 16 დეკემბერს აიცრა 10.505 ადამიანი.ამ დროისათვის ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 900 ათასს აჭარბებს.
https://sputnik-georgia.com/20211216/cxaidze-omikroni-bavshvebis-inpicirebis-risks-zrdis-262913237.html
https://sputnik-georgia.com/20211212/cxaize-vaqcinis-buster-doza-omikrontan-brzolasi-efeqturia-262794226.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252460044_104:0:1771:1250_1920x0_80_0_0_768d345d0ed756f9de2a953092ad45fe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
იმნაძე: ახალი შტამი „ომიკრონი" უამრავი ადამიანის დაავადებას გამოიწვევს
15:16 17.12.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი" განსაკუთრებით დიდ საფრთხეს 60 წელს გადაცილებული პირებისთვის წარმოადგენს. ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთადერთი საშუალება კი კვლავ ვაქცინაციაა.
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონის" ძირითადი მახასიათებელი ისაა, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება, შესაბამისად, საავადმყოფოებზე ზეწოლა მოიმატებს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ომიკრონი" არის COVID-19-ის ახალი შტამი, რომელიც ჯანმომ დაახასიათა, როგორც „შემაშფოთებელი". ჯერჯერობით მსოფლიოს მასშტაბით ამ შტამით ინფიცირების შედეგად გარდაცვალების ერთადერთი შემთხვევაა დაფიქსირებული დიდ ბრიტანეთში.
იმნაძის განმარტებით, ახალ შტამთან მიმართებით მნიშვნელოვანი იქნება კვლავ პირბადის ტარება და ვაქცინაცია. რაც შეეხება „ომიკრონის" თვისებებს, მიუხედავად სწრაფი გავრცელებისა, აღნიშნული შტამი განსაკუთრებული სიმძიმით არ გამოირჩევა.
„უამრავი ადამიანი გახდება ავად, განსაკუთრებით ის, ვინც იმუნური არაა. რაც არ უნდა ბევრი მსუბუქი შემთხვევა იყოს, იქნება მძიმე შემთხვევებიც, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება. მოწოდება არის კვლავ პირბადის ტარება და, რაც მთავარია, აცრა არის ერთადერთი საშუალება იმისა, რომ თავიდან ავიცილოთ სიკვდილი და მძიმე შემთხვევების დიდი რაოდენობა", – განაცხადა პაატა იმნაძემ.
იმნაძემ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის არსებული ტემპი არასაკმარისია და მოსახლეობას, განსაკუთრებით უფროსი თაობის ადამიანებს, ისევ აცრისკენ მოუწოდა.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემაც. მისი თქმით, ახალი შტამი განსაკუთრებით საშიშია ასაკობრივ ჯგუფებთან მიმართებაში და ქვეყანაში ძირითადი სამიზნე უნდა იყოს სწორედ 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის ვაქცინაცია. ასევე მნიშვნელოვანია „ბუსტერ-დოზის" გააქტიურება, რაც „ომიკრონისგან" ეფექტურად დაცვის ერთადერთი შესაძლებლობაა.
კორონავირუსის ახალი „ომიკრონ" შტამი, რომელიც მეზობელ თურქეთში უკვე დაფიქსირდა, საქართველოში ჯერ არ გამოვლენილა. თუმცა ეპიდემიოლოგები ვირუსის ახალი შტამის დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში დაფიქსირებას არ გამორიცხავენ.
„ომიკრონთან" დაკავშირებით ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზიაციას ორი რეკომენდაცია აქვს – ვაქცინაციის გააქტიურება და ე.წ. ბუსტერ–დოზის აქტიური გამოყენება.
17 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 2.361.557 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.249.236 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 43,5%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1.069.324 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 37,3%. ე.წ. ბუსტერ-დოზა გაკეთებული აქვს 42.075 ადამიანს. 16 დეკემბერს აიცრა 10.505 ადამიანი.
ამ დროისათვის ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 900 ათასს აჭარბებს.