Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ჩხაიძე: ვაქცინის ბუსტერ-დოზა ომიკრონთან ბრძოლაში ეფექტურია

© AP Photo / Jerome Delayომიკრონის შტამის შესწავლა
ომიკრონის შტამის შესწავლა - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2021
გამოწერა
ვაქცინაცია ინფიცირებისგან სრულად არ იცავს, მაგრამ იცავს გარდაცვალებისგან, განაცხადა ინფექციონისტმა
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. Pfizer-ის და AstraZeneca-ს პრეპარატებით მესამე, ანუ ბუსტერ-დოზა იცავს გარდაცვალებისა და დაავადების გართულებისგან კორონავირუსის ახალი, ომიკრონ-შტამით ინფიცირების შემთხვევაში, განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
ჩხაიძის თქმით, ბრიტანელი მეცნიერების კვლევის შედეგები შაბათს საღამოს გახდა ცნობილი.
„სამწუხაროდ, პირველი და მეორე დოზის გაკეთების შემდეგ ამ ვაქცინების ეფექტურობა „ომიკრონის“ წინააღმდეგ ძალიან დაბალია, ანუ სტანდარტული ორი დოზა პრაქტიკულად არ მოქმედებს, მაგრამ მესამე, ბუსტერ დოზის შემთხვევაში ეფექტურობის მაჩვენებელი შეადგენს 75%. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელი არ არის, მაგრამ იმისათვის, რომ შევაფასოთ ეფექტურობა, დიახ, სამი დოზა არის აუცილებელი, რომ ჩვენ დადებითი შედეგი მივიღოთ“, - განაცხადა ჩხაიძემ ტელეარხ „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, როგორია ჩინელი მეცნიერების კვლევები Sinopharm-ის და Sinonac-ის ვაქცინების მიმართულებით.
ჩხაიძემ მოქალაქეებს, რომლებმაც ვაქცინაციის სრული კურსი ჩინური პრეპარატებით გაიარეს, ბუსტერ-დოზის პრეპარატ Pfizer-ით გაკეთება ურჩია.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა კორონავირუსის შედეგად მოქალაქეთა გარდაცვალების შემთხვევების ახალ სტატისტიკაზე.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2021
მსოფლიო დღეს
Pfizer-ის ვაქცინის რამდენი დოზა იცავს ომიკრონისგან: უახლესი კვლევის შედეგები
„15 მარტიდან 1-ელ ოქტომბრამდე 5.500 გარდაცვლილიდან 98,9 % არის არავაქცინირებული. „ეს არის ციფრი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სხვადასხვა ინტერპრეტაცია მივცეთ, ეს არის ციფრი, რომელიც მიუთითებს, რომ დიახ, ვაქცინაცია არ გვიცავს ინფიცირებისაგან, მაგრამ ის ნამდვილად გვიცავს გარდაცვალებისგან“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ეპიდემიოლოგების თქმით, საქართველოში ომიკრონის შტამით ინფიცირების შემთხვევა ჯერ არ გამოვლენილა, დღეს გავრცელდა ინფორმაცია თურქეთში ამ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევების შესახებ.
შტამი B.1.1.529, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ომიკრონი“ უწოდა, პირველად მიმდინარე წლის ნოემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. მეცნიერების ვარაუდით, ახალი შტამით შეიძლება დაინფიცირდნენ როგორც ვაქცინირებულები, ისე დაავადება-გადატანილებიც. მას გადადების მაღალი უნარი და ანტისხეულებისადმი მედეგობა ახასიათებს, თუმცა საბოლოო დასკვნის გაკეთება ჯერჯერობით მაინც ნაადრევად მიაჩნიათ.
„ომიკრონი“ უკვე მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი. ბოლო სამ დღეში ომიკრონის პირველი შემთხვევები გამოვლინდა თურქეთში, კვიპროსზე, ბაჰრეინში, მავრიკიაზე, ლიბანში, სლოვაკეთში.
ევროკავშირმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რამდენიმე აფრიკულ ქვეყანასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა.
12 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 36,6%. ბუსტერ-დოზა გაკეთებული აქვს 31.256 ადამიანს.
ყველა ახალი ამბავი
0