https://sputnik-georgia.com/20211212/pfizer-is-vaqcinis-ramdeni-doza-icavs-omikronisgan-uaxlesi-kvlevis-sedegebi-262792233.html
Pfizer-ის ვაქცინის რამდენი დოზა იცავს ომიკრონისგან: უახლესი კვლევის შედეგები
Pfizer-ის ვაქცინის რამდენი დოზა იცავს ომიკრონისგან: უახლესი კვლევის შედეგები
Sputnik საქართველო
Pfizer-ის ვაქცინის მხოლოდ მესამე დოზა იცავს „ომიკრონის“ შტამისგან, ამას ისრაელში ჩატარებული კვლევა ადასტურებს 12.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-12T13:00+0400
2021-12-12T13:00+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
covid-19
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/06/261845942_0:0:3001:1688_1920x0_80_0_0_fb73a66e00295b3322a03fb0e9e0dfa2.jpg
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. ჰაიმ შებას სახელობის ისრაელის უმსხვილესი სამედიცინო ცენტრის ექსპერტებმა შეისწავლეს Pfizer-ის ვაქცინის მესამე, ბუსტერ-დოზის ეფექტურობა კორონავირუსის „ომიკრონისა“ და „დელტას“ შტამების წინააღმდეგ.კვლევის ჩასატარებლად ცენტრის ვაქცინირებული თანამშრომლები ორ ჯგუფად დაყვეს. პირველში შევიდა ის, ვინც მეორე ინექცია მიიღო 5-6 თვის წინ და უკვე მესამე დოზა უწევდა, ხოლო მეორეში - ვინც უკვე მიიღო აცრის მესამე, ბუსტერ-დოზა.ექიმებმა შეისწავლეს გამოსაკვლევი კონტინგენტის სისხლის შრატი და შეადარეს ანტისხეულების უნარი, გაანეიტრალონ „ომიკრონი“ და „დელტა“ შტამები.როგორც კვლევის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, პროფესორმა გილი რეგევ იოჰაიმ განაცხადა ვირტუალურ პრეს-კონფერენციაზე, ადამიანებს, რომლებმაც მიიღეს ვაქცინის მეორე დოზა ხუთი ან ექვსი თვის წინ, არ გააჩნიათ რაიმე გამანეიტრალებელი უნარი „ომიკრონის“ მიმართ, მაგრამ აქვთ დაცვა „დელტა“ ვარიანტისგან. მან ამ მდგომარეობას საგანგაშო უწოდა.„მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ ბუსტერის დოზის შემდეგ ეს უნარი ასჯერ იზრდება და ჩნდება მნიშვნელოვანი დაცვა. <...> ეს დაცვა დაახლოებით ოთხჯერ დაბალია „დელტას“ განეიტრალების უნართან შედარებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის არსებობს და ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს“, - დასძინა რეგევ იოჰაიმ.პროფესორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეცნიერებმა ჯერ არ იციან, დროთა განმავლობაში შემცირდება თუ არა დაცვა. ეს ახალი კვლევის საგანი გახდება.შტამი B.1.1.529, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ომიკრონი“ უწოდა, პირველად მიმდინარე წლის ნოემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. მეცნიერების ვარაუდით, ახალი შტამით შეიძლება დაინფიცირდნენ როგორც ვაქცინირებულები, ისე დაავადება-გადატანილებიც. მას გადადების მაღალი უნარი და ანტისხეულებისადმი მედეგობა ახასიათებს, თუმცა საბოლოო დასკვნის გაკეთება ჯერჯერობით მაინც ნაადრევად მიაჩნიათ.„ომიკრონი“ უკვე მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი. ბოლო სამ დღეში ომიკრონის პირველი შემთხვევები გამოვლინდა თურქეთში, კვიპროსზე, ბაჰრეინში, მავრიკიაზე, ლიბანში, სლოვაკეთში.ევროკავშირმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რამდენიმე აფრიკულ ქვეყანასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა.
https://sputnik-georgia.com/20211209/britanetsi-wlis-bolomde-omikronis-miliomn-semtxvevas-elodebian-262711102.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/06/261845942_0:0:2667:2000_1920x0_80_0_0_4b1473e21686640b07dc5c0a5129ef6e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
covid-19, მსოფლიოს ახალი ამბები
covid-19, მსოფლიოს ახალი ამბები
Pfizer-ის ვაქცინის რამდენი დოზა იცავს ომიკრონისგან: უახლესი კვლევის შედეგები
13:00 12.12.2021 (განახლებულია: 15:53 20.07.2023) Pfizer-ის ვაქცინის მხოლოდ მესამე დოზა იცავს „ომიკრონის“ შტამისგან, ამას ისრაელში ჩატარებული კვლევა ადასტურებს
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. ჰაიმ შებას სახელობის ისრაელის უმსხვილესი სამედიცინო ცენტრის ექსპერტებმა შეისწავლეს Pfizer-ის ვაქცინის მესამე, ბუსტერ-დოზის ეფექტურობა კორონავირუსის „ომიკრონისა“ და „დელტას“ შტამების წინააღმდეგ.
კვლევის ჩასატარებლად ცენტრის ვაქცინირებული თანამშრომლები ორ ჯგუფად დაყვეს. პირველში შევიდა ის, ვინც მეორე ინექცია მიიღო 5-6 თვის წინ და უკვე მესამე დოზა უწევდა, ხოლო მეორეში - ვინც უკვე მიიღო აცრის მესამე, ბუსტერ-დოზა.
ექიმებმა შეისწავლეს გამოსაკვლევი კონტინგენტის სისხლის შრატი და შეადარეს ანტისხეულების უნარი, გაანეიტრალონ „ომიკრონი“ და „დელტა“ შტამები.
როგორც კვლევის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, პროფესორმა გილი რეგევ იოჰაიმ განაცხადა ვირტუალურ პრეს-კონფერენციაზე, ადამიანებს, რომლებმაც მიიღეს ვაქცინის მეორე დოზა ხუთი ან ექვსი თვის წინ, არ გააჩნიათ რაიმე გამანეიტრალებელი უნარი „ომიკრონის“ მიმართ, მაგრამ აქვთ დაცვა „დელტა“ ვარიანტისგან. მან ამ მდგომარეობას საგანგაშო უწოდა.
„მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ ბუსტერის დოზის შემდეგ ეს უნარი ასჯერ იზრდება და ჩნდება მნიშვნელოვანი დაცვა. <...> ეს დაცვა დაახლოებით ოთხჯერ დაბალია „დელტას“ განეიტრალების უნართან შედარებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის არსებობს და ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს“, - დასძინა რეგევ იოჰაიმ.
პროფესორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეცნიერებმა ჯერ არ იციან, დროთა განმავლობაში შემცირდება თუ არა დაცვა. ეს ახალი კვლევის საგანი გახდება.
შტამი B.1.1.529, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ომიკრონი“ უწოდა, პირველად მიმდინარე წლის ნოემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. მეცნიერების ვარაუდით, ახალი შტამით შეიძლება დაინფიცირდნენ როგორც ვაქცინირებულები, ისე დაავადება-გადატანილებიც. მას გადადების მაღალი უნარი და ანტისხეულებისადმი მედეგობა ახასიათებს, თუმცა საბოლოო დასკვნის გაკეთება ჯერჯერობით მაინც ნაადრევად მიაჩნიათ.
„ომიკრონი“ უკვე მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი. ბოლო სამ დღეში ომიკრონის პირველი შემთხვევები გამოვლინდა თურქეთში, კვიპროსზე, ბაჰრეინში, მავრიკიაზე, ლიბანში, სლოვაკეთში.
ევროკავშირმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რამდენიმე აფრიკულ ქვეყანასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა.