https://sputnik-georgia.com/20211209/britanetsi-wlis-bolomde-omikronis-miliomn-semtxvevas-elodebian-262711102.html
სავალალო პროგნოზი: ბრიტანეთში წლის ბოლომდე „ომიკრონის“ მილიონ შემთხვევას ელოდებიან
სავალალო პროგნოზი: ბრიტანეთში წლის ბოლომდე „ომიკრონის“ მილიონ შემთხვევას ელოდებიან
Sputnik საქართველო
თბილისი, 9 დეკემბერი − Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობამ დიდ ბრიტანეთში დეკემბრის ბოლოსთვის შესაძლოა ერთ მილიონ კაცს... 09.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-09T11:00+0400
2021-12-09T11:00+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
დიდი ბრიტანეთი
covid-19
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/17/250139532_0:40:3073:1768_1920x0_80_0_0_3967b7fb5796942d8c54f62836502092.jpg
თბილისი, 9 დეკემბერი − Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობამ დიდ ბრიტანეთში დეკემბრის ბოლოსთვის შესაძლოა ერთ მილიონ კაცს გადააჭარბოს, განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა.მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის ბრიტანეთში „ომიკრონის“ სულ 568 შემთხვევაა დაფიქსირებული, ინფიცირებულთა ფაქტობრივი რაოდენობა ბევრად მეტია. ჯავიდმა განმარტა, რომ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტოს (UKHSA) მონაცემებით, „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობა დაახლოებით 20-ჯერ აღემატება დადასტურებულ შემთხვევებს და 10 ათას კაცს უახლოვდება.ამასთან, ბოლო 24 საათში მიღებულ ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით ჯავიდმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია „ომიკრონის“ მიმართ უფრო დაბალ იმუნიტეტს ავლენს, ვიდრე „დელტას“ მიმართ, და „ვაქცინის ორი დოზა ნაკლებ ეფექტურია ინფექციის გადადების შესამცირებლად“.ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ბუსტერული დოზის მნიშვნელობა, დაეყრდნო რა კომპანია Pfizer-ის უახლეს კვლევას, რომლის თანახმადაც ვაქცინის მესამე დოზა „ომიკრონს“ ანეიტრალებს იმ დონემდე, რა დონემდეც ანეიტრალებს ვაქცინის ორი დოზა ვირუსის საწყის შტამს.შტამი B.1.1.529, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ომიკრონი“ უწოდა, პირველად მიმდინარე წლის ნოემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. მეცნიერების ვარაუდით, ახალი შტამით შეიძლება დაინფიცირდნენ როგორც ვაქცინირებულები, ისე დაავადება-გადატანილებიც. მას გადადების მაღალი უნარი და ანტისხეულებისადმი მედეგობა ახასიათებს, თუმცა საბოლოო დასკვნის გაკეთება ჯერჯერობით მაინც ნაადრევად მიაჩნიათ.დღევანდელი მონაცემებით, „ომიკრონი“ უკვე მსოფლიოს 57 ქვეყანაშია გამოვლენილი.
https://sputnik-georgia.com/20211208/omikronis-ucveulo-simptomi-britaneli-eqimi-262684359.html
https://sputnik-georgia.com/20211208/gamoqveynda-omikronis-pirveli-mikrofoto-262681038.html
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/17/250139532_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_12eb0ded128a8750e5b7e352ce94e7f8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დიდი ბრიტანეთი , covid-19, მსოფლიოს ახალი ამბები
დიდი ბრიტანეთი , covid-19, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 9 დეკემბერი − Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობამ დიდ ბრიტანეთში დეკემბრის ბოლოსთვის შესაძლოა ერთ მილიონ კაცს გადააჭარბოს, განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის ბრიტანეთში „ომიკრონის“ სულ 568 შემთხვევაა დაფიქსირებული, ინფიცირებულთა ფაქტობრივი რაოდენობა ბევრად მეტია. ჯავიდმა განმარტა, რომ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტოს (UKHSA) მონაცემებით, „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობა დაახლოებით 20-ჯერ აღემატება დადასტურებულ შემთხვევებს და 10 ათას კაცს უახლოვდება.
„UKHSA-ს შეფასებით, ინფიცირების ამჟამად არსებული ტემპების გათვალისწინებით, მიმდინარე თვის ბოლოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობამ შესაძლოა მილიონს გადააჭარბოს“, − აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, ბოლო 24 საათში მიღებულ ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით ჯავიდმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია „ომიკრონის“ მიმართ უფრო დაბალ იმუნიტეტს ავლენს, ვიდრე „დელტას“ მიმართ, და „ვაქცინის ორი დოზა ნაკლებ ეფექტურია ინფექციის გადადების შესამცირებლად“.
ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ბუსტერული დოზის მნიშვნელობა, დაეყრდნო რა კომპანია Pfizer-ის უახლეს კვლევას, რომლის თანახმადაც ვაქცინის მესამე დოზა „ომიკრონს“ ანეიტრალებს იმ დონემდე, რა დონემდეც ანეიტრალებს ვაქცინის ორი დოზა ვირუსის საწყის შტამს.
შტამი B.1.1.529, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ომიკრონი“ უწოდა, პირველად მიმდინარე წლის ნოემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. მეცნიერების ვარაუდით, ახალი შტამით შეიძლება დაინფიცირდნენ როგორც ვაქცინირებულები, ისე დაავადება-გადატანილებიც. მას გადადების მაღალი უნარი და ანტისხეულებისადმი მედეგობა ახასიათებს, თუმცა საბოლოო დასკვნის გაკეთება ჯერჯერობით მაინც ნაადრევად მიაჩნიათ.
დღევანდელი მონაცემებით, „ომიკრონი“ უკვე მსოფლიოს 57 ქვეყანაშია გამოვლენილი.