https://sputnik-georgia.com/20211216/janmo-sesfotebulia-omikronis-gamo-262905938.html
„ომიკრონის“ გამო ვითარება ორ კვირაში 40-ჯერ უარესი იქნება – ჯანმო უკიდურესადაა შეშფოთებული
„ომიკრონის“ გამო ვითარება ორ კვირაში 40-ჯერ უარესი იქნება – ჯანმო უკიდურესადაა შეშფოთებული
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ უკიდურესად სწრაფად ვრცელდება, რამაც მალე შესაძლოა ჯანდაცვის სისტემები შეარყიოს, განუცხადა... 16.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-16T12:40+0400
2021-12-16T12:40+0400
2023-07-20T15:53+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
covid-19
ჯანმო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/0e/248970668_0:141:3139:1907_1920x0_80_0_0_2ee53a3fb6d4433143c25a416b0078f9.jpg
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ უკიდურესად სწრაფად ვრცელდება, რამაც მალე შესაძლოა ჯანდაცვის სისტემები შეარყიოს, განუცხადა ტელეარხ Sky News-ს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) სპეციალურმა წარმომადგენელმა COVID-19-თან ბრძოლის საკითხებში დევიდ ნაბარომ.მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კორონავირუსის ახალი ვარიანტის ნაკლები ლეტალობა დადასტურდება, ინფიცირებულთა რაოდენობა, მაგალითად, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემას „შეარყევს“.„სიტუაცია ექსტრემალურად სერიოზული ორ კვირაში, ან უფრო ნაკლებშიც შეიძლება გახდეს“, — განაცხადა ნაბარომ და იქვე დაამატა, რომ „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება არა მარტო ბრიტანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში.ვირუს SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტი, რომელიც პირველად მიმდინარე წლის ნოემბერში აღმოაჩინეს ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკაში, და რომელსაც ჯანმომ მოგვიანებით „ომიკრონი“ უწოდა, ამ დროისათვის უკვე მსოფლიოს 70 ქვეყანაშია გავრცელებული.ჯერჯერობით ახალი შტამით გარდაცვალების მხოლოდ ერთი შემთხვევაა ცნობილი, თუმცა ჯანმოში არ გამორიცხავენ, რომ „ომიკრონის“ გამო ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები გაიზარდოს.ჯანმო „ომიკრონით“ ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის რიცხვების ზრდას ელოდება>>როგორც ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა ამ დღეებში განაცხადა, კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ ისეთი ფენომენალური სისწრაფით ვრცელდება, როგორსაც სპეციალისტები მანამდე არ შეჯახებიან.
https://sputnik-georgia.com/20211215/omikronit-da-deltit-inficirebis-sansi-262866952.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/0e/248970668_204:0:2935:2048_1920x0_80_0_0_24bf425cdee1ac7bc3954c5f80ac5cee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
covid-19, ჯანმო , მსოფლიოს ახალი ამბები
covid-19, ჯანმო , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ უკიდურესად სწრაფად ვრცელდება, რამაც მალე შესაძლოა ჯანდაცვის სისტემები შეარყიოს,
განუცხადა ტელეარხ Sky News-ს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) სპეციალურმა წარმომადგენელმა COVID-19-თან ბრძოლის საკითხებში დევიდ ნაბარომ.
„ჯანმოს აქვს საკმარისი ინფორმაცია, რომელიც ნათლად წარმოაჩენს, რომ [„ომიკრონი“] უკიდურესად სწრაფად ვრცელდება, ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველ ორ-სამ დღეში ორმაგდება. <...> ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი კვირის შემდეგ ვითარება რვაჯერ უარესი იქნება, ორი კვირის შემდეგ კი — 40-ჯერ უარესი“, — აღნიშნა ნაბარომ.
მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კორონავირუსის ახალი ვარიანტის ნაკლები ლეტალობა დადასტურდება, ინფიცირებულთა რაოდენობა, მაგალითად, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემას „შეარყევს“.
„სიტუაცია ექსტრემალურად სერიოზული ორ კვირაში, ან უფრო ნაკლებშიც შეიძლება გახდეს“, — განაცხადა ნაბარომ და იქვე დაამატა, რომ „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება არა მარტო ბრიტანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში.
ვირუს SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტი, რომელიც პირველად მიმდინარე წლის ნოემბერში აღმოაჩინეს ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკაში, და რომელსაც ჯანმომ მოგვიანებით „ომიკრონი“ უწოდა, ამ დროისათვის უკვე მსოფლიოს 70 ქვეყანაშია გავრცელებული.
ჯერჯერობით ახალი შტამით გარდაცვალების მხოლოდ ერთი შემთხვევაა ცნობილი, თუმცა ჯანმოში არ გამორიცხავენ, რომ „ომიკრონის“ გამო ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები გაიზარდოს.
როგორც ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა ამ დღეებში
განაცხადა, კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ ისეთი ფენომენალური სისწრაფით ვრცელდება, როგორსაც სპეციალისტები მანამდე არ შეჯახებიან.