Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ახალი სუპერვარიანტის რისკი: არსებობს „ომიკრონით“ და „დელტით“ ერთდროულად ინფიცირების შანსი

© AP Photo / Alexandr Kulikov ჰოსპიტალი
 ჰოსპიტალი - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
გამოწერა
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. არსებობს კორონავირუსის ერთდროულად ორი შტამით — „დელტათი“ და „ომიკრონით“ ინფიცირების შესაძლებლობა, რამაც შეიძლება ახალი სუპერვარიანტი წარმოქმნას, განაცხადა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Moderna-ს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პოლ ბერტონმა.
მისი თქმით, COVID-ის ინფექციები ჩვეულებრივ მხოლოდ ერთ მუტანტ შტამს მოიცავს, თუმცა უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში შეიძლება ერთდროულად ორიც შტამიც მოხვდეს ორგანიზმში.

„იმ შემთხვევაში, თუ ისინი ერთსა და იმავე უჯრედს დააინფიცირებენ, მათ შეუძლიათ შეცვალონ დნმ და გაერთიანდნენ ვირუსის ახალი ვერსიის შესაქმნელად“, — განაცხადა ბარტონმა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ასეთი მოვლენა, რომლებსაც მეცნიერები „რეკომბინაციის მოვლენებს“ უწოდებენ, შესაძლებელია, თუმცა ამას ძალიან სპეციფიკური პირობები ესაჭიროება და მოითხოვს ძირითადად უკონტროლო მოვლენების დამთხვევას.
ტესტირება ანტისხეულებზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
რამდენი ანტისხეული დაგიცავთ „ომიკრონისგან“: დასახელდა აუცილებელი მაჩვენებელი
ბარტონის თქმით, კორონავირუსის ორი შტამით ინფიცირების რისკის ზონაში დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანები არიან.
სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ „ომიკრონი“ „დელტაზე“ ნაკლებად საშიში შტამი არ არის.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ დროისათვის „ომიკრონი“, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ბოტსვანაში აღმოაჩინეს ნოემბრის შუა რიცხვებში, უკვე მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. დღეისათვის ახალი შტამით გარდაცვალების მხოლოდ ერთი შემთხვევაა ცნობილი, თუმცა ჯანმოში არ გამორიცხავენ, რომ „ომიკრონის“ გამო ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები გაიზარდოს.
ჯანმო „ომიკრონით“ ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის რიცხვების ზრდას ელოდება>>
როგორც ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა ამ დღეებში განაცხადა, კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ ისეთი ფენომენალური სისწრაფით ვრცელდება, როგორსაც სპეციალისტები მანამდე არ შეჯახებიან.
ყველა ახალი ამბავი
0