https://sputnik-georgia.com/20211216/cxaidze-omikroni-bavshvebis-inpicirebis-risks-zrdis-262913237.html
ჩხაიძე: „ომიკრონ“ შტამი ბავშვთა ინფიცირების რისკს ზრდის
ჩხაიძე: „ომიკრონ“ შტამი ბავშვთა ინფიცირების რისკს ზრდის
Sputnik საქართველო
ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 900 ათასს აჭარბებს. 16.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-16T16:37+0400
2021-12-16T16:37+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24791/30/247913099_0:421:2145:1628_1920x0_80_0_0_508f8468c794fcb0eea9f2a79e2bd5c1.jpg
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ბავშვებში კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამით ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის რისკი გაცილებით მაღალია, ვიდრე „დელტას“ შემთხვევაში, განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.„ომიკრონი“ COVID-19-ის ახალი შტამია, რომელიც ჯანმომ „შეშფოთების გამომწვევად“ აღიარა. ახალი შტამით გარდაცვალების ერთი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში.პროფესორმა არ გამორიცხა, რომ „ომიკრონი“ საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღას გამოიწვევს.„შეიძლება კორონავირუსის მეექვსე ტალღა დაიწყოს, მაგრამ ეს იქნება ისეთი შემთხვევების ტალღა, როდესაც ადამიანები ვირუსს სახლში ან ამბულატორიულად გადაიტანენ და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ იქნება. თუმცა, ინფიცირების მაჩვენებელი მაღალი იქნება“, – აღნიშნა ჩხაიძემ. მან „ომიკრონის“ ძირითადი სიმპტომები დაასახელა. ჩხაიძის თქმით, ახალ შტამს ახასიათებს ყელის „ფხაჭნის“ შეგრძნება, მშრალი ხველა, თავისა და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი.„იგი ძალიან ჰგავს მარტივ გაციებას“, – დააზუსტა ჩხაიძემ.მისი თქმით, თუ „ომიკრონი“ საქართველოში გავრცელდება, იგი დომინანტი გახდება.კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამი, რომელიც მეზობელ თურქეთში უკვე დაფიქსირდა, საქართველოში ჯერ არ გამოვლენილა. თუმცა, ეპიდემიოლოგები ვირუსის ახალი შტამის დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში დაფიქსირებას არ გამორიცხავენ.„ომიკრონთან“ დაკავშირებით ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზიაციას ორი რეკომენდაცია აქვს – ვაქცინაციის გააქტიურება და ე.წ. ბუსტერ–დოზის აქტიური გამოყენება.16 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 2.349.643 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.245.341 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 43,3%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1.063.784 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 37,1%. ე.წ. ბუსტერ-დოზა გაკეთებული აქვს 39.625 ადამიანს. 15 დეკემბერს აიცრა 11.161 ადამიანი.ამ დროისათვის ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 900 ათასს აჭარბებს.
https://sputnik-georgia.com/20211214/kulumbegovi-omikroni-mosaxleobis-umetesobas-shexvdeba-262853899.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24791/30/247913099_0:220:2145:1829_1920x0_80_0_0_5cda7e93b5b0862328ad910fda701abe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
ჩხაიძე: „ომიკრონ“ შტამი ბავშვთა ინფიცირების რისკს ზრდის
16:37 16.12.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 900 ათასს აჭარბებს.
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ბავშვებში კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამით ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის რისკი გაცილებით მაღალია, ვიდრე „დელტას“ შემთხვევაში, განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ომიკრონი“ COVID-19-ის ახალი შტამია, რომელიც ჯანმომ „შეშფოთების გამომწვევად“ აღიარა. ახალი შტამით გარდაცვალების ერთი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში.
„ომიკრონის“ შემთხვევაში ბავშვების ჰოსპიტალიზაციის რისკი 20%-ით მაღალია, ვიდრე „დელტას“ შემთხვევაში. თუმცა ბავშვებში, ისევე, როგორც უფროსებში, ვირუსის კლინიკური მიმდინარეობა მსუბუქია“, – განაცხადა ჩხაიძემ.
პროფესორმა არ გამორიცხა, რომ „ომიკრონი“ საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღას გამოიწვევს.
„შეიძლება კორონავირუსის მეექვსე ტალღა დაიწყოს, მაგრამ ეს იქნება ისეთი შემთხვევების ტალღა, როდესაც ადამიანები ვირუსს სახლში ან ამბულატორიულად გადაიტანენ და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ იქნება. თუმცა, ინფიცირების მაჩვენებელი მაღალი იქნება“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
მან „ომიკრონის“ ძირითადი სიმპტომები დაასახელა. ჩხაიძის თქმით, ახალ შტამს ახასიათებს ყელის „ფხაჭნის“ შეგრძნება, მშრალი ხველა, თავისა და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი.
„იგი ძალიან ჰგავს მარტივ გაციებას“, – დააზუსტა ჩხაიძემ.
მისი თქმით, თუ „ომიკრონი“ საქართველოში გავრცელდება, იგი დომინანტი გახდება.
კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამი, რომელიც მეზობელ თურქეთში უკვე დაფიქსირდა, საქართველოში ჯერ არ გამოვლენილა. თუმცა, ეპიდემიოლოგები ვირუსის ახალი შტამის დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში დაფიქსირებას არ გამორიცხავენ.
„ომიკრონთან“ დაკავშირებით ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზიაციას ორი რეკომენდაცია აქვს – ვაქცინაციის გააქტიურება და ე.წ. ბუსტერ–დოზის აქტიური გამოყენება.
16 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 2.349.643 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.245.341 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 43,3%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1.063.784 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 37,1%. ე.წ. ბუსტერ-დოზა გაკეთებული აქვს 39.625 ადამიანს. 15 დეკემბერს აიცრა 11.161 ადამიანი.
ამ დროისათვის ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 900 ათასს აჭარბებს.