საქართველო და თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფართოებაზე იმსჯელებენ

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიაია–სოფიას ტაძარი სტამბულში
აია–სოფიას ტაძარი სტამბულში - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2021
გამოწერა
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. თავისუფალი ვაჭრობის კომიტეტის სხდომის ფარგლებში სოფლის მეურნეობის პროდუქციასა და მომსახურებით ვაჭრობაზე ტარიფების შემდგომი ლიბერალიზაციის საკითხზე საქართველოსა და თურქეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი თბილისში 23 დეკემბერს გაიმართება, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახური.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველო–თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოების საკითხი თურქეთის ვაჭრობის მინისტრთან მეჰმეთ მუშთან შეხვედრისას განიხილა, რომელიც ბაქოში საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში ჩატარდა.
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2021
ნათია თურნავა ბაქოში გაემგზავრა
თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება საქართველოსა და თურქეთს შორის 2007 წელს გაფორმდა და ის გარკვეული საქონლის იმპორტზე გადასახადის გათავისუფლებას ითვალისწინებს.
უწყებების პირველი პირების შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველო და თურქეთი ნაყოფიერად თანამშრომლობენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, ტურიზმი და ა.შ.
თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია – 2021 წლის 10 თვეში ორმხრივი ვაჭრობა 30%-ით, ხოლო ექსპორტი თურქეთში 66%-ით გაიზარდა. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდამ შეადგინა 24%, სამრეწველო პროდუქციის კი 84%.
საქართველო და თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფართოებას გეგმავენ>>>
გარდა ამისა, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის ე.წ. დიაგონალური კუმულაციის სქემის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობა, რომლითაც თურქული ნედლეულით საქართველოში დამზადებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნება შესაძლებელი.
აღნიშნა, რომ „დიაგონალური კუმულაციის“ სქემის ამოქმედება გაზრდის იმ პროდუქციის ასორტიმენტს, რომელთა გატანაც ევროკავშირში იქნება შესაძლებელი, რაც წაახალისებს თურქეთიდან საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

„დიაგონალური კუმულაციის“ ამოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში ისეთი ინდუსტრიების განვითარებისთვის, როგორიცაა საფეიქრო, ავეჯის, საშენი მასალების, პლასტმასის ნაწარმის და სხვა პროდუქციის წარმოების შემდგომი განვითარებისა და ამ მხრივ ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეხვედრზე თურნავამ ყურადღება გაამახვილა ბიზნეს-ფორუმების მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში 2012 წლიდან ტარდება. წელს სამი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლები მეექვსედ შეხვდნენ ერთმანეთს. თურნავას თქმით, ფორუმი ბიზნესისთვის კარგი შესაძლებლობაა, რომ განიხილონ ახალი საქმიანი წინადადებები, მოიძიონ ახალი პარტნიორები და დაამყარონ ახალი ბიზნეს-კავშირები.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობა. 2005–2020 წლებში თურქეთიდან 1,7 მლრდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.
სარფი - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2021
საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა ერთი მესამედით გაიზარდა
2021 წლის სამი კვარტლის წინასწარი მონაცემებით, თურქეთიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა 75,55 მლნ დოლარს აღწევს, რაც 107%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შესაბამისად, თურქეთი მეოთხე ადგილზეა საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობის მიხედვით, 10%-იანი წილით.
მხარეებმა ასევე განიხილეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. აღინიშნა, რომ 2015–2020 წლებში თურქეთიდან საქართველოში 5,6 მლნ-ზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა. რაც შეეხება 2021 წელს, 10 თვეში შემოვიდა 261.289 ვიზიტორი.
მინისტრებმა ასევე იმსჯელეს სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის, აგრეთვე სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
ყველა ახალი ამბავი
0