ნათია თურნავა ბაქოში გაემგზავრა

© Ministry of Economy and Sustainable Developmentნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2021
გამოწერა
აზერბაიჯანის დედაქალაქში 14 დეკემბერს ბიზნეს-ფორუმი გაიმართება.
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბაქოში ვიზიტით გაემგზავრა, სადაც სამმხრივი ბიზნეს-ფორუმი გაიმართება, ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბიზნეს-ფორუმი სამშაბათს გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის წარმომადგენლები. ორშაბათს კი თურნავა აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
მხარეები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებს, ინვესტიციების, ეკონომიკური პროექტების გაფართოებისა და სხვა აქტუალურ საკითხებს.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა. აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც საქართველოს აკავშირებს მჭიდრო ურთიერთობები. აქტიურია ორმხრივი ვიზიტების დინამიკა როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე.
ყველა ახალი ამბავი
0