საქართველო და თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფართოებას გეგმავენ

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშითურქეთის დროშა
თურქეთის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
გამოწერა
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება საქართველოსა და თურქეთს შორის 2007 წელს გაფორმდა და ის გარკვეული საქონლის იმპორტზე გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. საქართველომ და თურქეთმა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ტარიფების შემდგომი ლიბერალიზაცია და დოკუმენტში სერვისებით ვაჭრობის ჩართვის შესაძლებლობა განიხილეს, იტყობინება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახური.

ანკარამ საქართველო-თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შედეგად დაარსებული ერთობლივი კომიტეტის მე-12 სხდომას უმასპინძლა, რომლის ფარგლებში გაიმართა მოლაპარაკებები დოკუმენტში შესწორებების შეტანის შესახებ.

ირაკლი ღარიბაშვილი და რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2021
საქართველოს პრემიერის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთში დასრულდა - შედეგები

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო თურქეთის დელეგაციას - ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მუსტაფა თუზჯუ.

არველაძის თქმით, ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილების შეტანა, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის ტარიფების შემდგომი ლიბერალიზაციის შესახებ, გაზრდის ექსპორტს საქართველოდან თურქეთში და დაეხმარება ქართველ მწარმოებლებს, თავიანთი სოფლის მეურნეობის პროდუქტები თურქეთის ბაზარზე კონკურენტუნარიანი გახადონ. მისივე თქმით, ამ საკითხზე თურქულ მხარესთან კონსულტაციების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

კომიტეტის შემდეგი სხდომა თბილისში 2021 წლის ბოლოს გაიმართება, მანამდე კი კონსულტაციები ექსპერტების დონეზე ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება.

თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება საქართველოსა და თურქეთს შორის 2007 წელს გაფორმდა და ის გარკვეული საქონლის იმპორტზე გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

სტამბული - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2021
თუ თურქეთში მოგზაურობას გადაწყვეტთ – მოთხოვნების სრული სია

საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის თურქეთი პირველ ადგილზეა – 2021 წლის იანვარ–მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 35%-ით გაიზარდა და 758,1 მლნ დოლარი, საქართველოს საერთო სავაჭრო ბრუნვის 15,1% შეადგინა.

გასულ წელს საქართველოსა თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 12,2%-ით შემცირდა და 1,6 მლრდ დოლარი შეადგინა. მიუხედავად ამისა, 2020 წელსაც თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო.

საქართველოდან თურქეთში ექსპორტზე გადის ფეროშენადნობები, ტრიკოტაჟის ნაწარმი, ფოლადის ნახევარფაბრიკატები, შავი ლითონის ჯართი და სხვა საქონელი.

თურქეთიდან შემოდის 10 და მეტი ადამიანის გადასაყვანი ავტომობილები, სატვირთო ავტომობილები, შავი ლითონის მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, სამკურნალო პრეპარატები და ა.შ. 

ყველა ახალი ამბავი
0