მიმოხილვა: აშშ ყველაზე მებრძოლ თვითმფრინავებს ჩამოწერს

ამერიკული F-4E Phantom II  - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
გამოწერა
ანდრეი კოცი
გამანადგურებლები, დრონები, მზვერავები და საწვავით შევსების თვითმფრინავები — 2022 წელს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები დაახლოებით 160 საბრძოლო მანქანას ჩამოწერს. პენტაგონში ასე აპირებენ უფრო თანამედროვე მოდელების მოდერნიზაციისთვის საჭირო სახსრების გამოთავისუფლებას. ამერიკელები იძულებული არიან, ეკონომია გასწიონ — მათი ავიაპარკის ტექნიკური მდგომარეობა იდეალისგან შორსაა. რომელ თვითმფრინავებს დაჭრიან ჯართად, წაიკითხეთ РИА Новости-ს მასალაში.

მოიერიშის გადარჩენა

შეერთებულ შტატებს მსოფლიოში ყველაზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი ჰყავს – მხოლოდ საჰაერო ძალებში დაახლოებით 5.800 თვითმფრინავი ირიცხება. ამ არმადის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება მარადიული თავის ტკივილია პენტაგონისთვის. ბევრი მანქანა უკვე 30 წელზე მეტისაა. ისინი უბრალოდ ადგილს იკავებენ ანგარებში და სარემონტო თანხას საჭიროებენ. ტექნიკური პერსონალი იძულებულია არსებითად უსარგებლო თვითმფრინავებს მოემსახუროს.
აშშ-ის ფლოტის ავიამზიდი Harry Truman  - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2021
მიმოხილვა: პენტაგონმა თავისი ფლოტის აქილევსის ქუსლი აღიარა
აშშ-ის საჰაერო ძალების სარდლობა რეგულარულად ცდილობს დაარწმუნოს კონგრესი, დაუშვას მოძველებული ტექნიკის ჩამოწერა. მაგრამ გულმოდგინე კანონმდებლები ამას უკიდურესად მტკივნეულად აღიქვამენ. მაგალითად, სამხედროებს დიდი ხანია სურთ, თავიდან მოიშორონ 280 მოიერიშე A-10 Thunderbolt II, მაგრამ უფლებას არ აძლევენ. ეს ქვებგერითი მოიერიშე თვითმფრინავები შეიარაღებაში 1977 წლიდანაა, მრავალ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა მოასწრეს და ქვეითთა მხარდამჭერი საიმედო საშუალების რეპუტაციაც მოიპოვეს. მაგრამ ყველაზე „ახალგაზრდა“ დაახლოებით 35 წლისაა, ხოლო მათი ამოცანების შესრულება უფრო თანამედროვე მანქანებსაც შეუძლია.
თუმცა კონგრესმენები მაინც წავიდნენ საჰაერო ძალების შემხვედრ ნაბიჯებზე: 2022 წელს დაახლოებით 160 თვითმფრინავს გაუშვებენ ჯართში. მათ შორისაა 48 F-15C / DEagle — მთლიანი პარკის 20 პროცენტი, ასევე 47 მსუბუქი F-16C / D Fighting Falcon. გამანადგურებლებს, რომელთაგან ბევრს ჯერ კიდევ ახსოვს „ქარიშხალი უდაბნოში“, F-35 და F-15EX ჩაანაცვლებს.
Американские ракеты Patriot размещены в Польше - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
მიმოხილვა: ამერიკელმა ექსპერტებმა აშშ−ის უცხოური სამხედრო ბაზები დაუცველად აღიარეს

ნაკლები დრონები

ამერიკის საჰაერო ძალებიდან ოთხ მფრინავ სამეთაურო შტაბს — E-8 JSTARS-საც გაიყვანენ. ეს შედარებით ახალგაზრდა თვითმფრინავებია — მწყობრში 1996 წლიდან არიან, მაგრამ მათი ექსპლუატაცია ძალიან ძვირია. რით შეცვლიან მათ, გაურკვეველია: ახალი მფრინავი შტაბების შექმნა 2019 წელს შეჩერდა.
ყველაზე სერიოზული დანაკარგები სტრატეგიული სადაზვერვო თვითმფრინავების ფლოტს მიადგება. RQ-4 Global Hawk Block-30-ის 29 დრონიდან ოცი ჩამოიწერება. ამ უპილოტო საფრენ აპარატებს 30 საათის განმავლობაში შეუძლიათ პატრულირება და დაზვერვის ჩატარება 18 ათასი მეტრის სიმაღლეზე, ოპერატორისგან 22 ათასი კილომეტრის დაშორებით. სხვათა შორის, ისინი რეგულარულად სტუმრობენ რუსეთის საზღვრებს ყირიმში და საკონტაქტო ხაზს დონბასში.
ამერიკელები RQ-4-ს 2000-იანი წლებიდან იყენებენ ინტენსიურად მთელ მსოფლიოში. დრონები ფუჭდება და მათი ტექნიკური მომსახურება ძალიან ძვირი ჯდება. Global Hawk-ის ფუნქციები, სავარაუდოდ, უჩინარ RQ-170 Sentinel-ს დაეკისრება.
ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა FMG-148 Javelin-ი  - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
„ჯაველინებზე“ სერიოზული: აშშ უკრაინას ახალ იარაღს გადასცემს
გარდა ამისა, დაშლიან უფრო დიდ „ჩიტებსაც“: საწვავით შევსების 32 თვითმფრინავ KC-135 Stratotanker-სა და KC-10 Extender-ს. მათი საშუალო ასაკი 52 წელია. და თუ ექსპლუატაციაში 1981 წელს შესულ „ექსტენდერებს“ ჯერ კიდევ არ ამოუწურავთ რესურსი, 1954 წლიდან 1965 წლამდე წარმოებული „სტრატოტანკერების“ უმეტესობა დიდი ხანია, სანაგვეზეა გასაგზავნი. მათი ჩანაცვლების საქმეც მოუგვარებელია: უახლეს ტანკერ KC-46ს-ს მთელი რიგი „საყმაწვილო დაავადებები“ გამოუვლინდა. მათ აღმოსაფხვრელად 55 მილიონი დოლარი დაიხარჯება. მანამდე კი პენტაგონმა არმიისთვის პერსპექტიული ტანკერების მიწოდება მინიმუმ 2024 წლამდე გადადო.
სიას 13 სამხედრო-სატრანსპორტო C-130H Hercules ამთავრებს. აქედან ხუთს უფრო თანამედროვე C-130J Super Hercules-ი ჩაანაცვლებს — ახალი ძრავებითა და ავიონიკით. აშშ-ის საჰაერო ძალებს კიდევ 279 ასეთი მანქანა რჩება. „ასოცდამეათის“ სხვადასხვა მოდიფიკაციებს 1954 წლიდან იყენებენ — ეს ყველაზე გავრცელებული სამხედრო ტრანსპორტია მსოფლიოში.
ზალპური ცეცხლის ამერიკული სისტემა  - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
მიმოხილვა: რაზე დახარჯავს პენტაგონი სერიოზულ თანხებს

ტექნიკური პრობლემები

თვითმფრინავების მასიური ჩამოწერა, რბილად რომ ვთქვათ, ამერიკული ავიაციის არასრულყოფილი ტექნიკური მდგომარეობის პირდაპირი შედეგია. აშშ-ის აუდიტის სამსახურის გასული წლის ანგარიშში საჰაერო ძალების, საზღვაო ძალების, საზღვაო ქვეითთა ​​კორპუსისა და სახმელეთო ძალების თვითმფრინავების ფლოტების ინსპექტირების საფუძველზე გაკეთდა დაასკვნა, რომ ბევრი მანქანა აფრენასაც ვერ შეძლებს.
ნორმატივების თანახმად, თვითმფრინავების მინიმუმ 80 პროცენტი მაინც მზად უნდა იყოს ნებისმიერ მომენტში აფრენისთვის. 2011 წლიდან 2019 წლამდე ინსპექტორებმა 46 ტიპის თვითმფრინავი და ვერტმფრენი შეამოწმეს — მათგან მხოლოდ სამი მოდელი აკმაყოფილებდა მოთხოვნებს მეტ-ნაკლებად.
24 ტიპის თვითმფრინავის ავიაპარკს ცხრა წლის განმავლობაში არასდროს მიუღწევია ტექნიკური მზადყოფნის 80%-იანი დონისთვის. აუდიტის პალატამ ამ მდგომარეობას თითქმის კატასტროფული უწოდა. ეს ასევე ეხება გამანადგურებელ F-16-ებს, კონვერტოპლანერ V-22 Osprey tiltrotors-ს, გემბანის სადაზვერვო თვითმფრინავ E-2 Hawkeye-ებსა და ბევრ სხვას. ხოლო 11 ტიპის თვითმფრინავის საბრძოლო მზადყოფნა საერთოდ არ აღემატებოდა 55 პროცენტს.
ამერიკელი სამხედრო Patriot-ის ფონზე  - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2021
მოსაზრება: რისთვის სჭირდება პენტაგონს კომპაქტური ბირთვული რეაქტორები
ცუდადაა საქმე სტრატეგიული ბომბდამშენების კუთხით. ტექნიკის შეკეთებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება კომპონენტების მწვავე დეფიციტის გამო. კერძოდ, საგემბანე F/A-18E/F Super Hornet-ისა და EA-18G Growler-ისთვის სათადარიგო ნაწილები აღარ იწარმოება. მათი მწარმოებლები ბაზრიდან გავიდნენ.
ყველაზე ცუდად საქმე მაინც B-1 Lancer-ებს აქვს. გასულ წელს გენერალმა ჯონ ჰაიტენმა განაცხადა, რომ 62 თვითმფრინავიდან მხოლოდ ექვსია ბრძოლისუნარიანი. B-1-ებმა ათასობით ფრენა განახორციელეს, ძირითადად ახლო აღმოსავლეთში, ისეთ კლიმატურ პირობებში, რომლებზეც მორგებული არ არიან. შედეგად, მანქანები ძალიან გაცვდა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პენტაგონი ყველაზე პრობლემურ 17 ბომბდამშენსაც ჩამოწერს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0