მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის დამტკიცება შეუძლებელია: გერმანელი მინისტრის განცხადება

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიარჩევნები ბუნდესტაგში
არჩევნები ბუნდესტაგში - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2021
გამოწერა
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ვერ შევა ექსპლუატაციაში, ვინაიდან ის არ შეესაბამება ევროპულ წესებს, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ტელეარხ ZDF-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, გერმანიის ახალი მმართველი კოალიცია შეთანხმდა, რომ მსგავსი პროექტები აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს ევროპის ენერგეტიკულ კანონმდებლობას.

„ამჟამად არსებული პირობების გათვალისწინებით, მილსადენის დამტკიცება შეუძლებლად გვეჩვენება, ვინაიდან ის არ შეესაბამება ევროპის წესებს“, — აღნიშნა ბერბოკმა.

ამასთან, როგორც გერმანიის საგარეო უწყება აცხადებს, გაზსადენი „კვლავაც ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის გაზის დირექტივის მოთხოვნებს, ხოლო უსაფრთხოების საკითხები ისევ ღია რჩება“.
ოლაფ შოლცი - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2021
მსოფლიო დღეს
„ვემხრობით, მაგრამ...“ – ცნობილია კანცლერ შოლცის პოზიცია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მიმართ
ანალენა ბერბოკმა არაერთხელ გააკეთა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საწინააღმდეგო განცხადებები და ბრალი დასდო რუსეთს შანტაჟში გაზზე რეკორდულად მაღალი ფასების გამო. მოსკოვმა ასევე არაერთხელ განაცხადა, რომ არანაირი კავშირი არ აქვს ევროკავშირის საწვავის ბაზარზე არსებულ ვითარებასთან.
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდა და მზად არის გასაშვებად. ამისთვის მილსადენი გერმანულმა და ევროპულმა მარეგულირებლებმა უნდა დაამტკიცონ. გერმანიამ გადაწყვეტილება 2022 წლის 8 იანვრამდე უნდა მიიღოს, შემდეგ მას კიდევ ორი ​​თვის განმავლობაში განიხილავს ევროკომისია, რომელსაც უფლება აქვს, ვადა 2022 წლის 8 მაისამდე გაახანგრძლივოს.
 გაზსადენი - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
გერმანელმა მარეგულირებელმა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სერტიფიკაცია შეაჩერა
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მოიცავს გაზსადენის ორ ხაზს, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში და გაჭიმულია რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიამდე.
პროექტს აქტიურ წინააღმდეგობას უწევენ აშშ, უკრაინა და ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, ვინაიდან „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ პოლიტიკური ზეწოლის იარაღად მიაჩნიათ კრემლის ხელში. რუსეთმა არაერთხელ მოუწოდა დასავლეთს, არ განიხილონ გაზსადენი პოლიტიკის კონტექსტში, ვინაიდან ის მხოლოდ კომერციული პროექტია, რომელიც რუსეთისთვისაც ხელსაყრელია და ევროკავშირისთვისაც.
ყველა ახალი ამბავი
0