https://sputnik-georgia.com/20211116/crdiloetis-nakadi2-is-sertifikacia-secerda-262113171.html
გერმანელმა მარეგულირებელმა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სერტიფიკაცია შეაჩერა
გერმანელმა მარეგულირებელმა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სერტიფიკაცია შეაჩერა
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. გერმანიის მარეგულირებელმა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცედურა შეაჩერა, იუწყება საგენტო Bundesnetzagentur. 16.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-16T14:20+0400
2021-11-16T14:20+0400
2023-07-20T15:53+0400
რუსეთი
გერმანია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0a/259501622_0:252:1137:892_1920x0_80_0_0_04436c42422a1849dab8b4c91d1cee32.png
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. გერმანიის მარეგულირებელმა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცედურა შეაჩერა, იუწყება საგენტო Bundesnetzagentur.სააგენტოს ინფორმაციით, პროცედურის განახლებისთვის აუცილებელია ახალი ოპერატორი კომპანიის დაარსება გერმანიის კანონმდებლობის შესაბამისად.როგორც სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი, მილსადენის დამოუკიდებელი ოპერატორის, კომპანია Nord Stream 2 AG-ის შტაბ-ბინა შვეიცარიის ქალაქ ცუგში მდებარეობს, ამიტომ მილსადენის იმ მონაკვეთის სამართავად, რომელიც გერმანიის ტერიტორიაზეა, ახალი შვილობილი კომპანიის დაარსებაა საჭირო.აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების კვალდაკვალ ევროპაში გაზის ფასმა მატება, ხოლო „გაზპრომის“ აქციებმა გაიაფება დაიწყო.„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში დასრულდა. პროექტი მოიცავს გაზსადენის ორ ხაზს, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში და გაჭიმულია რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიამდე.მანამდე გერმანიის ხელისუფლებამ გააფრთხილა რუსეთი, რომ თუ ის გაზს სხვა ქვეყნებზე ზეწოლის იარაღად გამოიყენებს, სანქციები დაუწესდება.
https://sputnik-georgia.com/20211006/germania-nord-streams-emuqreba-260274666.html
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0a/259501622_75:240:944:892_1920x0_80_0_0_65a61a178f0949c352488466fa0f32ae.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, გერმანია , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, გერმანია , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. გერმანიის მარეგულირებელმა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცედურა შეაჩერა, იუწყება საგენტო
Bundesnetzagentur. სააგენტოს ინფორმაციით, პროცედურის განახლებისთვის აუცილებელია ახალი ოპერატორი კომპანიის დაარსება გერმანიის კანონმდებლობის შესაბამისად.
როგორც სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი, მილსადენის დამოუკიდებელი ოპერატორის, კომპანია Nord Stream 2 AG-ის შტაბ-ბინა შვეიცარიის ქალაქ ცუგში მდებარეობს, ამიტომ მილსადენის იმ მონაკვეთის სამართავად, რომელიც გერმანიის ტერიტორიაზეა, ახალი შვილობილი კომპანიის დაარსებაა საჭირო.
„ეს შვილობილი კომპანია უნდა გახდეს გაზსადენის გერმანული ნაწილის მფლობელი და ოპერატორი. ამის შემდეგ შვილობილმა კომპანიამ უნდა შეასრულოს მოთხოვნები, რომლებიც გერმანიის ენერგეტიკული მრეწველობის შესახებ კანონშია მოცემული. სერტიფიკაციის პროცედურა შეჩერებული იქნება მანამ, სანამ ძირითადი აქტივები და ადამიანური რესურსები შვილობილ კომპანიას არ გადაეცემა“, — განმარტავს მარეგულირებელი.
აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების კვალდაკვალ ევროპაში გაზის ფასმა მატება, ხოლო „გაზპრომის“ აქციებმა გაიაფება დაიწყო.
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში დასრულდა. პროექტი მოიცავს გაზსადენის ორ ხაზს, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში და გაჭიმულია რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიამდე.
მანამდე გერმანიის ხელისუფლებამ გააფრთხილა რუსეთი, რომ თუ ის გაზს სხვა ქვეყნებზე ზეწოლის იარაღად გამოიყენებს, სანქციები დაუწესდება.