https://sputnik-georgia.com/20211006/germania-nord-streams-emuqreba-260274666.html
გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორს სასამართლოთი ემუქრება
გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორს სასამართლოთი ემუქრება
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 ოქტომბერი − Sputnik. გერმანიის ფედერალური ქსელური უწყება სასამართლოთი დაემუქრა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორ Nord Stream 2 AG-ს, თუ ის არ... 06.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-06T12:49+0400
2021-10-06T12:49+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
გერმანია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/04/252504041_0:190:2969:1860_1920x0_80_0_0_c3ab4a27e59eae645205a002c4ce27b4.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი − Sputnik. გერმანიის ფედერალური ქსელური უწყება სასამართლოთი დაემუქრა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორ Nord Stream 2 AG-ს, თუ ის არ დაადასტურებს, რომ გაზსადენი ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნებს შეესაბამება, განუცხადეს РИА Новости-ს უწყების პრეს-სამსახურში.მარეგულირებლის განმარტებით, მაგისტრალის ამუშავებისთვის ყველა ტექნიკური პირობა შესრულებულია, ამიტომ გაზსადენის პირველი ტოტის ექსპლუატაციაში გაშვება უახლოეს დროში შეიძლება, თუმცა ამისათვის საჭიროა იმის დადასტურება, რომ კომპანია ყველა მიწერილობას დაიცავს. კერძოდ, საუბარია „ქსელზე არადისკრიმინაციულ წვდომასა და გერმანიის ბაზარზე ინფრასტრუქტურის ინტეგრაციაზე“.„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში დასრულდა. პროექტი მოიცავს გაზსადენის ორ ხაზს, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში და გაჭიმულია რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიამდე. უკვე წელს მიწოდებების მოცულობამ შეიძლება 5,6 მლრდ კუბომეტრი შეადგინოს. ცოტა ხნის წინ გაზსადენის ოპერატორმა Nord Stream 2 AG-მა განაცხადა, რომ პირველი ტოტის შევსება დაიწყო, რათა შემდგომი ტესტირებისთვის საჭირო წნევას მიაღწიოს. რაც შეეხება მეორე ტოტს, მასზე ჯერ ისევ გრძელდება გაშვებისთვის საჭირო სამუშაოები.ამ დროისათვის კვლავ გადაუჭრელია დავა ევროკავშირის გაზის განახლებული დირექტივის გარშემო, რომელიც ძალაში 2019 წლის 23 მაისს შევიდა. მისი ნორმატივების თანახმად, ამ თარიღის შემდეგ გაყვანილი მილი ან ნაწილობრივ ალტარნატიული მიმწოდებლის მიერ უნდა ივსებოდეს, ან ევროკავშირის ტერიტორიაზე გამავალი მისი მონაკვეთი მესამე მხარეს უნდა ეკუთვნოდეს. მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე ჯერჯერობით კვლავ ვრცელდება აღნიშნული დირექტივა.რუსეთს ეს არ აწყობს. მოსკოვის აზრით, რომელმაც უკვე შეიტანა აპელაცია ევროკავშირის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, მხარეები უნდა ეყრდნობოდნენ არა ტექნიკურ, არამედ ეკონომიკურ არგუმენტებს: დირექტივების განახლების მომენტისთვის პროექტში მილიარდებიანი ინვესტიციები იყო ჩადებული ადრინდელი სამართლებრივი ვითარების გათვალისწინებით.
https://sputnik-georgia.com/20210915/lavrovi-ukraina-crdiloetis-nakadi-2-is-isterikis-doneze-gayvanas-cdilobs-259621890.html
https://sputnik-georgia.com/20210924/amerikelebis-mowodeba-damangreveli-ewodos-crdiloetis-nakadis-nebismier-mxardaweras-259851610.html
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/04/252504041_118:0:2849:2048_1920x0_80_0_0_de7e610a5dac89e55d7470940c7be562.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, გერმანია , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, გერმანია , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 6 ოქტომბერი − Sputnik. გერმანიის ფედერალური ქსელური უწყება სასამართლოთი დაემუქრა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორ Nord Stream 2 AG-ს, თუ ის არ დაადასტურებს, რომ გაზსადენი ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნებს შეესაბამება,
განუცხადეს РИА Новости-ს უწყების პრეს-სამსახურში.

15 სექტემბერი 2021, 18:26
მარეგულირებლის განმარტებით, მაგისტრალის ამუშავებისთვის ყველა ტექნიკური პირობა შესრულებულია, ამიტომ გაზსადენის პირველი ტოტის ექსპლუატაციაში გაშვება უახლოეს დროში შეიძლება, თუმცა ამისათვის საჭიროა იმის დადასტურება, რომ კომპანია ყველა მიწერილობას დაიცავს. კერძოდ, საუბარია „ქსელზე არადისკრიმინაციულ წვდომასა და გერმანიის ბაზარზე ინფრასტრუქტურის ინტეგრაციაზე“.
„ფედერალური ქსელური სააგენტო ერთმნიშვნელოვნად იტოვებს უფლებას, დაიწყოს ზედამხედველობითი პროცესები, მათ შორის, არაკეთილსინდისიერ პრაქტიკებზე Nord Stream 2 AG-ს წინააღმდეგ, თუ ყველა რეგულარული მოთხოვნის შესრულების შესახებ ეჭვები არ მოიხსნება“, − აღნიშნეს პრეს-სამსახურში.
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში დასრულდა. პროექტი მოიცავს გაზსადენის ორ ხაზს, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში და გაჭიმულია რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიამდე. უკვე წელს მიწოდებების მოცულობამ შეიძლება 5,6 მლრდ კუბომეტრი შეადგინოს. ცოტა ხნის წინ გაზსადენის ოპერატორმა
Nord Stream 2 AG-მა განაცხადა, რომ პირველი ტოტის შევსება დაიწყო, რათა შემდგომი ტესტირებისთვის საჭირო წნევას მიაღწიოს. რაც შეეხება მეორე ტოტს, მასზე ჯერ ისევ გრძელდება გაშვებისთვის საჭირო სამუშაოები.

24 სექტემბერი 2021, 10:27
ამ დროისათვის კვლავ გადაუჭრელია დავა ევროკავშირის გაზის განახლებული დირექტივის გარშემო, რომელიც ძალაში 2019 წლის 23 მაისს შევიდა. მისი ნორმატივების თანახმად, ამ თარიღის შემდეგ გაყვანილი მილი ან ნაწილობრივ ალტარნატიული მიმწოდებლის მიერ უნდა ივსებოდეს, ან ევროკავშირის ტერიტორიაზე გამავალი მისი მონაკვეთი მესამე მხარეს უნდა ეკუთვნოდეს. მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე ჯერჯერობით კვლავ ვრცელდება აღნიშნული დირექტივა.
რუსეთს ეს არ აწყობს. მოსკოვის აზრით, რომელმაც უკვე შეიტანა აპელაცია ევროკავშირის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, მხარეები უნდა ეყრდნობოდნენ არა ტექნიკურ, არამედ ეკონომიკურ არგუმენტებს: დირექტივების განახლების მომენტისთვის პროექტში მილიარდებიანი ინვესტიციები იყო ჩადებული ადრინდელი სამართლებრივი ვითარების გათვალისწინებით.