მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ამერიკელების მოწოდება: „დამანგრეველი“ ეწოდოს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მხარდაჭერას

© photo: Sputnik / Dmitry Lelchuk / გადასვლა მედიაბანკში„ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის მშენებლობა გერმანიაში
„ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის მშენებლობა გერმანიაში - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2021
გამოწერა
აშშ-ის ლიდერს ურჩევენ, შეწყვიტოს წუწუნი გაზსადენის ამოქმედების გარდაუვალობაზე და ვაშინგტონის უძლურებაზე, და ამას წინააღმდეგობა გაუწიოს.
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩევლის ყოფილმა მოადგილემ ვიქტორია კოუტსმა, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მუშაობდა, Fox News-სთვის განკუთვნილ სტატიაში ჯო ბაიდენს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა.
მან, პირველ რიგში, ამერიკის ლიდერს ურჩია, შეწყვიტოს წუწუნი გაზსადენის ამოქმედების გარდაუვალობაზე და ვაშინგტონის უძლურებაზე, და მას წინააღმდეგობა გაუწიოს.

„შეგვიძლია გავაორმაგოთ სანქციები, რათა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-სთვის ნებისმიერი დახმარება ეკონომიკურად დამანგრევლად ვაქციოთ“, – განაცხადა კოუტსმა.

მასალის ავტორი გამოდის წინადადებით, როგორც სხვა სცენარის ალტერნატივა, დაეხმარონ ევროპის ქვეყნების მცხოვრებლებს, მაგალითად, ბელგიას, რომლებიც ატომური ელექტროსადგურების დახურვის წინააღმდეგ გამოდიან და მოითხოვენ სუფთა და უსაფრთხო ბირთვული ენერგეტიკის გავრცელებას.
ჩრდილოეთის ნაკადი-2 - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2021
მსოფლიო დღეს
სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებული შტატებისთვის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ცუდი გარიგებაა
„შეგვიძლია მოვუწოდოთ ევროპას, მოახდინოს ბუნებრივი გაზის წყაროების დივერსიფიკაცია, მაგალითად, გაზსადენის რეალიზაციის დაჩქარება აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ბუნებრივი აირის ისრაელიდან და კვიპროსიდან საბერძნეთის გავლით მიწოდებისთვის, ასევე გათხევადებული აირის იმპორტის გაზრდის ხარჯზე შეერთებული შტატებიდან და ეგვიპტიდან“, – მიიჩნევს პოლიტიკოსი.
სექტემბრის დასაწყისში „გაზპრომმა“ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დამთავრების შესახებ განაცხადა. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტი მოიცავს გაზსადენის ორ ხაზს, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში და გაჭიმულია რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიამდე.
„გაზპრომი“: მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა დამთავრდა>>
ობიექტის მუშაობის დაწყებისთვის საჭიროა დამოუკიდებელი ოპერატორის სერტიფიცირება ევროკავშირის მესამე ენერგოპაკეტის წესების შესაბამისად. ეს ითვალისწინებს იმ კომპანიების დაყოფას, რომლებიც მოიპოვებენ გაზს და მის ტრანსპორტირებას ეწევიან.
ყველა ახალი ამბავი
0